ხშირად დახსმული კითხვები

რატომ holst.ge?
holst.ge ეს არის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, საუკეთესო ონლაინ გაყიდვების გამოცდილების შექმნა. ჩვენი გამოცდილი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის მარტივი, ლოგიკური და სასიამოვნო გამოცდილების დანერგვისთვის. ჩვენთან ნებისმიერი პროდუქტის შეძენის პროცესი და მისი შემდგომი ეტაპები იქნება მთლიანად მორგებული ჩვენს მომხმარებლებზე.

როგორ შევიძინო ნივთი?
holst.ge-ზე ნივთის შეძენისთვის საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. დაამატეთ არჩეული პროდუქცია კალათაში, მიუთითეთ მისამართი სადაც გნებავთ შეძენილი ნივთის მიღება და აირჩიეთ ანგარიშსწორების ფორმა.

გადახდის რომელი მეთოდები გაქვთ?
შეკვეთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდის საშუალებით.
VISA, Master Card და American Express ბარათებით;
გადახდა საბანკო გადარიცხვით (უნაღდო აგარიშსწორება)
TBC-ის ონლაინ განვადებით ;
Space-ის ონლაინ განვადებით;
Credo-ს ონლაინ განვადებით;
ნაღდი ფულით ანგარიშსწორება კურიერთან;

შესაძლებელია თუ არა ონლაინ განვადებით სარგებლობა?
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის, სფეისის, და კრედოს ონლაინ განვადებით.

როგორ ითვლება მიწოდების ღირებულება?
ნივთის მიწოდების ფასი ითვლება შეძენილი ნივთის წონის და მიტანის მისამართის კომბინაციით.

რეგიონებში თუ გაქვთ მიტანის სერვისი?
შეძენილი პროდუქცია მოგვაქვს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მისამართზე.

შესაძლებელია შეკვეთა მე თვითონ წამოვიღო?
holst.ge არის ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლიათ აარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთი, ჩვენ კი მას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ.

რა ვქნა თუ პროდუქცია მოტანის დროს დაზიანდა?
აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ holst.ge-ს ცხელ ხაზზე: 032 2 300 200 (ჩვენი სამუშაო საათებია: 08:30-18:30)

რა პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია?
პროდუქციაზე, რომელსაც მოყვება საგარანტიო ტალონი, ვრცელდება მწარმოებლის ან ვებ-გვერდის საგარანტიო პირობები;

ვის უნდა მივმართო საგარანტიო მომსახურებაზე?
საგარანტიო მომსახურებას სერვის ცენტრები ახორციელებენ. თქვენს სერვის ცენტრზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საგარანტიო ფურცელზე (რომელიც პროდუქციას ახლავს თან). საგარანტიო მომსახურებაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 300 200 (ჩვენი სამუშაო საათებია: 08:30-18:30)

შემიძლია პროდუქტის გადაცვლა ან უკან დაბრუნება?
კი შეგიძლიათ, პროდუქტის ყიდვიდან 7 დღის განმავლობაში. დეტალურად დაბრუნების ან გაცვლის შესახებ გაეცანით ჩვენს დაბრუნების პოლიტიკას;

როგორ გავაუქმო შეკვეთა?
შეკვეთის გასაუქმებლად მოგვწერეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 300 200 (ჩვენი სამუშაო საათებია: 08:30-18:30)

საიტზე წერია, რომ პროდუქტი მარაგში არ არის, შემიძლია თუ არა მისი შეკვეთა?
დაამატეთ პროდუქტი სურვილების სიაში და სასურველი პროდუქტის მარაგში გაჩენისთანავე მოგივათ შეტყობინება.

შემიძლია თუ არა შეკვეთის გაფორმება სატელეფონო ზარით?
შეკვეთის გაფორმება შეგიძლიათ როგორც ონლაინ, სულ რაღაც 60 წამში, ასევე - სატელეფონო ზარით ნომერზე: 032 2 300 200

holst.ge-ზე პროდუქციის განთავსება მინდა და როგორ მოვიქცე?
თუ ხართ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. 

შპს უნდა ვიყო თუ ინდ. მეწარმე?
იმისთვის, რომ holst.ge-ზე პროდუქცია განათავსოთ, აუცილებელია იყოთ იურიდიული პირი, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.

ბარათით გადახდებზე რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?
ბარათით გადახდის შემთხვევაში ერთი უნიკალური ბარათით, 24 საათში შეგიძლიათ განახორციელოთ მაქსიმუმ 10 შეკვეთა. ხოლო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 50 შეკვეთა.
აღნიშნული შეზღუდვა წარმოადგენს გადახდის არხის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და არა holst.ge-ს მიერ დაწესებულ შეზღუდვას.
მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მეტი რაოდენობის შეკვეთები ერთი ან რამოდენიმე მომხმარებლით სხვადასხვა ბარათის გამოყენების შემთხვევაში.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება