მიწოდება

მიწოდების პირობები

holst.ge გთავაზობთ მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მაშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში არსებულ წამყვან საკურიერო კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაზე სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო საკურიერო სერვისს. თბილისში მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმებიდან 2-4 სამუშაო დღეში. რეგიონებში კი მიწოდების ვადა 2-5 სამუშაო დღეა, ლოკაციის მიხედვით.

holst.ge ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე, შესაბამისად პროდუქტის მიმღები ვალდებულია holst.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კურიერი დაგიკავშირდებათ წინასწარ და შეგითანხმებთ დეტალებს.

პროდუქტის მოტანის შემთხვევაში holst.ge-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ შპს „ბორან ლაითი“-ს (შემდგომში holst.ge) საგარანტიო ტალონს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე მიმღები ვალდებულია ვიზუალურად დაათვალიეროს პროდუქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია.

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ, მომხმარებელი ვალდებულია მიმღებს განუმარტოს, რომ holst.ge-ს ავტორიზებული წარმომადგენლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდება, აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას.

თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება holst.ge-ს და აღარ განახორციელებს ხელმეორედ პროდუქტის ტრანსპორტირებას.

მიწოდება თბილისში

• პროდუქციას მოგაწვდით დედაქალაქის ნებისმიერ წერტილში;

• მიწოდების ვადაა 2-4 სამუშაო დღე;

მიწოდება რეგიონებში

• პროდუქციას მოგაწვდით საქართველოს ნიბისმიერ წერტილში;

• მიწოდების ვადაა 2-5 სამუშაო დღემდე;

მიწოდების ზოგადი პირობები

• 15:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება მომდევნო სამუშაო დღეს;

• პარასკევს 15:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას (დღის ნებისმიერ მონაკვეთში) განთავსებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება ორშაბათიდან;

მიწოდების ღირებულება

• 50₾ და მეტ შენაძენზე მიწოდება არის უფასო;

• 50 ლარზე ნაკლებ თანხიან შენაძენზე ფასი დაანგარიშდება წონის მიხედვით: 

          1) 5 ლარი - 5 კგ-მდე;

          2) 5-დან 25 კგ-მდე 10 ლარი;

          3) 25 კგ-დან ზემოთ 20 ლარი;

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება