| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
რა სახის მასალას ამუშავებს ელექტრო ფრეზი?
რომელი ინსტრუმენტი ამუშავებს ხესა და ბეტონს ეფექტურად ? ამ კითხვის პასუხი ზუსტად ვიცით და ეს ხელსაწყო ელექტრო ფრეზია. თუ კი ამ ორი მასალის საფუძვლიანად დამუშავება გსურთ, მაშინ კონკრეტული ინსტრუმენტი უნდა დაიხმაროთ. დანამდვილებით გეტყვით, რომ საქმეს კარგად ასრულებს.
ყველაფერი, რაც ჰაერის კომპრესორზე გაინტერესებთ
ჰაერის კომპრესორი ის ხელსაწყო ნამვილად არ არის, სახლში რომ უნდა გქონდეთ და სულ რომ შეიძლება დაგჭირდეთ. ინსტრუმენტი კონკრეტულ ადგილებსა და სიტუაციებში გამოიყენება. ბინას კარგად იდებს ისეთ ადგილებში, როგორებცაა: ავეჯის საწარმო, სხვადასხვა საამქრო, ავტოსახელოსნო და სხვა. თუ კი რომელიმეს ფლობთ, მაშინ ხელსაწყო აუცილებლად დაგჭირდებათ. თუმცა, სანამ შეიძენთ, მანამდე თვალი რამდენიმე საკითხს გადავავლოთ.
შედუღების აპარატებზე ვსაუბრობთ და რამე არ გამოგრჩეთ
სადაც უამრავი უცნაური ადამიანი არსებობს, იქაც უცნაური პროფესიები რაღა გასაკვირია? ასე მაგალითად, გეოლოგი - არაფერი დაუკარგავს, მაგრამ სულ ეძებს და ეძებს... მასწავლებელი - ყველაფერი იცის, მაგრამ მაინც სულ ბავშვებს ეკითხება... შემდუღებელი - ადუღებს და არ სვამს...
ყველაზე კომპაქტური ელექტრო პულივიზატორები
სამღებრო სამუშაოები სასიამოვნო პროცესია და განსაკუთრებით მაშინ, თუ გვერდს ელექტრო პულივიზატორი გიმშვენებთ. კედლების შეღებვის დიდოსტატი, საქმეს მარტივად და სწრაფად ასრულებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ სირთულეები აშინებს ? სულაც არა. ინსტრუმენტი ნებისმიერ სიტუაციაში კარგად მუშაობს. თუ კი წინ შრომატევადი საქმეა, პრობლემას არც მაშინ ქმნის. ბევრნაირი პულივიზატორი არსებობს და აუცილებელია, რომ თქვენს მოთხოვნებს ზუსტად მოერგოს. ამ ყველაფრისთვის კი დეტალების ცოდნა დაგჭირდებათ. როცა მახასიათებლებს გულდასმით გაეცნობით, შერჩევაც გაგიმარტივდებათ.
პერფერატორები სხვადასხვა ფუნქციით
რა არის პერფერატორი ? რისთვის გამოიყენება ხელსაწყო და რატომ არის საუკეთესო დამხმარე ? როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტი სწორად ? რა განსხვავებაა ხელსაწყოებს შორის ? ბლოგში ამ და სხვა მარავლ კითხვას გავცემთ პასუხს, ამიტომ, თქვენს ყურადღებას ვითხოვთ და საქმეს შევუდგეთ.
რეისმუსი - მალ-მალე გაიმეორეთ ამ ინსტრუმენტის სახელი, რომ არ დაგავიწყდეთ
ადამიანმა მხოლოდ ის გადაწყვიტოს, რა საქმე მოჰკიდოს ხელი, რით დაკავდეს და იმდენი სახეობის ინსტრუმენტი, დანადგარი და მოწყობილობა არსებობს, სათვალავიც აგერევა და შესაძლოა, სახელებიც კი დაგავიწყდეს. მოდი და ნუ დაგავიწყდება ისეთი უცნაური სახელის მქონე ინსტრუმენტი, როგორის რეისმუსი გახლავთ. ერთი ეგ არის, იმდენად საჭირო და გამოსადეგია, როგორც კი ახლოს გაიცნობთ, გამორიცხულია, დავიწყება შეძლოთ.
ვისთვისაც ელექტრო ფრეზი ნაცნობია, კი იცის, რაც შეუძლია, მაგრამ ვინც არ იცნობს, მოსალოცად აქვს საქმე - ბევრი სიურპრიზი ელის
ერთი ასეთი შოტლანდიური ანდაზაა: „ღიმილი ელექტროენერგიაზე ნაკლები ღირს, მეტ სინათლეს იძლევაო...“ რა უცნაურია, გამოდის, რომ ანდაზებს მას მერეც იგონებდნენ, რაც კაცობრიობამ ელექტროენერგიით გაინათა სახლები?
პირი ქვისკენ მივაბრუნოთ და დენი რომ გაგეთიშოთ, რას აპირებთ, გაქვთ გენერატორი შეძენილი?
ხელფასი ჰიბრიდული ავტომობილივით არისო - ნახევარი ბენზინზე მიდის, ნახევარი - ელექტრობაზეო, ვიღაც ამბობდა იმ დღეს და მოდი და ნუ დაეთანხმები... კარგი და გადასარევია ავტომობილიც, ბენზინიცა და ელექტროენერგია ხომ საერთოდ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შემცვლელს ვუპოვით ვითომ? ნუ, დავუშვათ, ავტომობილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს, ბენზინს - გაზი, მაგრამ ელექტროენერგიას შეცვლის რამე? სანთელი და ბუხრის სინათლე არ თქვათ ახლა, კომპიუტერს შეაერთებ, ტელევიზორს ჩართავ თუ ტელეფონს დატენი აგიზგიზებულ ნაკვერჩხალზე? ვერა! მაშ, ელექტროენერგიის მიღების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ალტერნატივა განვიხილოთ: დიახ, დიახ - გენერატორი!..
შეარჩიე შალაშინი მარტივი წესების მიხედვით
ჩვენს მიერ შესრულებული საქმე სრულყოფილი უნდა იყოს. სხვადასხვა მასალასთან მუშაობის დროსაც იგივე მოგვეთხოვება. საბოლოო შტრიხების გავლებაში კი შალაშინი გვეხმარება. ზუსტად ეს ხელსაწყო გვჭირდება იმისთვის, რომ მასალის ზედაპირს ზედმეტი ყველაფერი მოცილდეს. საბოლოოდ კი დახვეწილ ნამუშევარს ვიღებთ. ხესთან მუშაობის დროს ელექტრო შალაშინი აუცილებლად დაგჭირდებათ. ინსტრუმენტი მართლაც რომ არასჩვეულებრივ შედეგს დებს. ხელსაწყოს შერჩევისას კარგი იქნება, თუ რამდენიმე მარტივი წესით იხელმძღვანელებთ. მაშ ასე, დავიწყოთ.
მანქანის მტვერსასრუტი - ის, რაც კომფორტისთვის გჭირდება
ავტომობილს სათანადო ყურადღება სჭირდება. ყველაფერი მუდამ მწყობრში უნდა იყოს. ამაში მხოლოდ გამართულობა არ იგულისხმება. ცხადია, ეს უპირველესია, მაგრამ ამავდროულად, სისუფთავეც მნიშვნელოვანია. ეს კი საკმაოდ რთულია, რადგან მანქანა მცირე სივრცეებისგან შედგება და ზოგჯერ ყველა ტერიტორიას ვერ ვწვდებით. მანქანის მტვერსასრუტი თუ კი გაქვთ, პრობლემები ავტომატურად იხსნება. მარჯვე ხელსაწყო საქმის დიდოსტატია და არაფერი ეშლება. ინსტრუმენტისთვის არც ისეთი ადგილი არსებობს, რომელსაც ვერ მიწვდება და დაუსუფთავებელს დატოვებს. მოკლედ, საუკეთესოა და თუ ავტომიბილი გყავთ, მტვერსასრუტიც აუცილებლად დაგჭირდებათ.
როგორ ვიმუშაოთ კუთხსახეხით და - აუჩქარებლად, უსაფრთხოების წესების დაცვით და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს
ისეთი ტუნტყლი დაგროვდება ხოლმე, როცა კუთხსახეხი მუშაობს, ქლურცვა მოგინდება ადამიანს, მაგრამ სამაგიეროდ, საბოლოო შედეგია ისეთი, ვინც დაიწუნებს, ტაჯგენაგი არ ასცდება!.. სხვათა შორის, ბევრი სიტყვა გვაქვს, რომლებიც მიზეზთა გამო დავივიწყეთ, თუმცა, აგერ, რამდენიმეს ჩვენ შეგახსენებთ, ზოგი თავად მოიძიეთ, მეგობრებსა და თანამშრომლებსაც ეცოდინებათ, მათაც ჰკითხეთ - კარგ ხასიათზე ხომ დადგებით და ლექსიკონსაც გაიმრავალფეროვნებთ.
საქმე გამოჩნდა? განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ელექტრო სახრახნისით ყველაფერი უმალ მოგვარდება
დიდად არ გაგიკვირდებათ, ალბათ, ერთი ქალი თუ მეორეს სახრახნისს სთხოვს, მაგრამ თუკი მეორე მას მაშინვე ხელჩანთიდან ამოიღებს და გაუწვდის, აი, აქ კი სრული უფლება გაქვთ, თვალებიც გაგიფართოვდეთ და წამოიძახოთ - ვააა?!

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.