| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
კუთხსახეხი - პროფესიონალებისა თუ მოყვარული ჩხირკედელების უნივერსალური დამხმარე
ახლა, როცა ეს სტრიქონი იწერება, არც შუაღამე იწვის, დნება და არც მონაქროლი სიო იგრძნობა... თუმცა, არა, ისეთი გემრიელი სიცივეა, კი ატანს ძვალ-რბილში - ზამთარია გარეთ და აბა, სხვანაირად როგორ იქნება... ფაქტია, წელიწადის დროების თავისებურებებს ჩვენ ვერ შევცვლით, სამაგიეროდ, კუთხსახეხით შეგვიძლია ისეთი ცვლილებები მივიღოთ, ჩვენს გულებსაც რომ გაახარებს, დამკვეთ-დამსაქმებლისაც და ოჯახის წევრებისაც.
თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე ვისაუბროთ
„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“, ძალიან საინტერესოდ უთქვამს ჭკვიან ხალხს. ჰოდა, ახლა ორი კურდღლის დაჭერას გთავაზობთ - თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე, მის თავისებურებებზე, შესაძლებლობებზე, პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბროთ.
აუცილებელი ნივთი თქვენი მანქანისთვის
ბევრი კარგი ხელსაწყო არსებობს, მაგრამ მანქანის მტვერსასრუტი ცალკე განზომილებაა. კომპლიმენტებს გულუხვად იმსახურებს და ჩვენც არ დავიშურებთ. სახელწოდებითაც ნათელია, რომ ხელსაწყო ავტომობილითვისაა განკუთვნილი. ცხადია, თუ სხვა დანიშნულებასაც უპოვით და სახლისთვისაც გამოიყენებთ, დანაშაული არ იქნება. სინამდვილეში კი მანქანის მტვერსასრუტია და ბინას სწორედ ამ სივრცეში იდებს. დადებით თვისებებზე კი დეტალურად გიამბობთ.
სარემონტო სამუშაოების დროს დრელმა ყველა გააოცა...
უცნაური და მყვირალა სათაურების მოგონება რომ იციან ხოლმე ზოგიერთი გამოცემის ჟურნალისტებმა, ჩვენ თუ დრელს გამოვიყენებთ „სკანდალის“ მთავარ მოქმედ პირად, რა დაშავდება? არც არაფერი! ჰოდა, ავდგეთ და ვცადოთ: „კანარის კუნძულებზე ელექტრო დრელი რჩეულთან ერთად ისვენებს“ - უცნაურია, გეთანხმებით!..
აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია გენერატორების შესახებ
გენერატორი სხვა განზომილებაა. ამდენი თანადგომა არცერთ ხელსაწყოს შეუძლია. აი, ეს კონკრეტული კი ყველასგან გამორჩეულია. რთულ სიტუაციებში გამოსავალს პოულობს და ღამეს დღედ აქცევს. ულევი ენერგიის წყაროა და დასახმარებლად მუდამ მზადაა.
ჩემი დრელები შენსას ჯობია, არა, შენი სჯობს ჩემს...
ამ სოციალურ ქსელებში იმდენ უცნაურობას გადააწყდება კაცი... აგერ, იმ დღეს იყო, ვიღაც დრელით, შენ ხარ ჩემი ბატონი... ყავას ამზადებდა. აი, იმ ყავას, ბოლომდე რომ ისმება და ჭიქაში არაფერი რჩება - საფუძვლიანად ააქაფა, ყინულები და კიდევ რაღაცები დაამატა და ალბათ, გემრიელი რამეც გამოუვიდა. კიდევ ვიღაც ადგა და დრელი ახლა ერბოკვერცხის მოსამზადებლად გამოიყენა...
პერფორატორი - ინსტრუმენტი, რომელსაც უმჯობესია, თუ უქმეებზე უთენია არ გამოიყენებთ
შრომამ შექმნა ადამიანი, კი ბატონო, მაგრამ თან გემრიელადაც დაღალა. ჰოდა, უქმეებზე, უთენია რომ პერფორატორი გაგაღვიძებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა რთული ამბავია. არა, ისიც შრომობს, ვინც უთენია ააგუგუნებს ხოლმე ინსტრუმენტებს, მაგრამ...
მანქანის მტვერსასრუტის ქონას თვით გოეთე მოგიწონებდათ...
თუკი მანქანის მტვერსასრუტი გაქვთ, აუცილებლად გჭრდებათ მანქანაც და თუკი მანქანა გყავთ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გჭირდებათ მტვერსასრუტი... ფაქტია, ავტომობილში მტვერსასრუტის ქონა სალონში სისუფთავის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რასაც უამრავი დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, უცხო ჩაგიჯდებათ, თუ ბავშვობის მეგობარი, უხერხულობის გრძნობას გადაურჩებით, თავს მოიწონებთ, კმაყოფილი იქნებით. საერთოდაც, არც თუ ცოტა რამ უშლის ადამიანს ნერვებს და პირადი სივრცე რომ დაწკრიალებული და მოწესრიგებულია, ჩათვალეთ, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დიდი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული. მოკლედ, სისუფთავე და წესრიგი ნამდვილად მნიშვნელოვანია და გოეთეც ხომ მაგას ამბობდა: „წესრიგი დროის მოფრთხილებას გვასწავლისო“...
მიეც დურგალსა ხელსაწყო, აშალაშინოს მორები, ანუ რაში შეიძლება გამოგვადგეს შალაშინი
თუ გახსოვთ, რას ნიშნავს მეთულუხჩე? და დაბაღი? ხარაზი გემახსოვრებათ, ნუ, მექისე მაინც აუცილებლად და წყალი არ გაუვა, გეცოდინებათ, რას ნიშნავს დურგალი. კიდევ ბევრი პროფესია მოიხსენიებოდა ძველ თბილისში განსხვავებულად და რაც ვახსენეთ, იმათ აქვე შეგახსენებთ: მეთულუხჩე, ჩემო ბატონო, წყლის დამტარებელი გახლდათ, დაბაღები ტყავის დამუშავების სპეციალისტები იყვნენ, ხარაზი ფეხსაცმლის მკერავ-ხელოსანია, მექისეს სასწაულმოქმედი ხელი ერთხელ მაინც თუ გამოგიცდიათ გოგირდის აბანოებში, მაგას ვერასოდეს დაივიწყებდით, მით უმეტეს, ნაბახუსევზეა მისწრება. აი, დურგალი კი ხის ნაკეთობებზე მომუშავე სპეციალისტი გახლავთ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ხელსაწყო, რაღა თქმა უნდა, შალაშინი გახლავთ.
ცირკული ხერხი - კომფორტული ხელსაწყო
ცირკულ ხერხზე მარჯვე ინსტრუმენტი, იშვიათად გამოიძებნება. რთული საქმე აბარია, მაგრამ თავს კარგად ართმევს. სტანდარტული ხერხისგან განსხვავებულია და ორი სახის მასალაზე მუშაობს. ხისა და ბეტონის სპეციფიკას კარგად ფლობს. ყველაფერი ზედმიწევნით იცის და საქმეში ეფექტურია.
ელექტრო სახრახნისი - თქვენი ერთგული დამხმარე
მნიშვნელოვან გამოგონებებს შორის, ელექტრო სახრახნისი საპატიო ადგილს იკავებს. სულაც არ ვაჭარბებთ. ხელსაწყო მართლაც არაჩვეულებრივია. ადამიანებისგან განსხვავებით, სახრახნისი არაფერზე წუწუნებს, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და მუდამ ეფექტურია. ცხადია, თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარ საქმეს თავად ასრულებს.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.