| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
თუ დრელი დრელობს, კედელი ორი ხელით იხვრიტებაო...
„კარგი დრელი მათრახს არ დაირტყამსო“ - არა, ასე არ არის... „დრელი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - არა, ბატონო, არც ასეა! „ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და უკვე დრელს არქმევდნენო“ - ასე ხომ არ არის და არც არასოდეს იქნება! საერთოდაც, რა გახდა, რომ ერთ გემრიელ ხალხურ ანდაზაში ელექტრო დრელი იყოს ნახსენები? ნუ, კარგით, უბრალოდ დრელი მაინც? პრინციპში, სწორია ბურღი, მაგრამ მოგეხსენებათ, რიგ მიზეზთა გამო, ასე უფროა დამკვიდრებული. ჰოდა, ამჯერად ბარბარიზმებსა თუ ნასესხებ სიტყვებზე საუბარი გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, ერთი, მთლად ანდაზას თუ არა, შექებას მაინც თუ იმსახურებს ეს ხელსაწყო.
ნებისმიერი სახელოსნოს მშვენება - ელექტრო ფრეზი
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ხოლო ნებისმიერი სახელოსნო ფრეზმა დაამშვენოსო. პირველი გამოთქმა ხშირად გაგვიგია და შინაარსსაც კარგად ვხვდებით, აი, მეორე „ანდაზის“ მნიშვნელობას კი ზედმიწევნით ზუსტად აგიხსნით, თან ისე, რომ კითხვას როცა დაასრულებთ, გაურკვეველი აღარაფერი დაგრჩებათ და ყველაფერში დაგვეთანხმებით.
ბეწვა ხერხი - ხელსაწყო, რომელიც უცხო ენასაც კი შეგასწავლით
„შპრეხენ ზი დოიჩ?“... „დუ იუ სპიქ ინგლიშ?“... „პარლე ვუ ფრანსე?“... „პარლი იტალიანი?“... ისე, რა გადასარევი ნათქვამია: „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“... და ამ ამბავში განსაკუთრებით უცნაური რა არის, იცით? ისე, რომ თავადაც ვერ ვხვდებით, რამდენიმე ენას ვფლობთ და ისე ვიყენებთ მაგალითად, გერმანულ სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერც ვაცნობიერებთ. სამაგიეროდ, ქვეცნობიერმა იცის, რომ დიდებულ ადამიანთან აქვს სამუდამო კავშირი დამყარებული...
ავტომოყვარულების საუკეთესო დამხმარე - მტვერსასრუტი
მოკლედ, სადღაც 1978 წელია... გატყუებთ, 1980 და ერთმა ზედმეტად ეკონომიურმა ოჯახმა გადაწყვიტა, ვიდეოოპერატორისთვის გადასახდელი თანხა დაეზოგა და უბრალოდ, ქორწილი კარგად დაიმახსოვრა… რა გითხრათ, ეკონომიურობა ნამდვილად არ არის უარყოფითი თვისება, ალბათ, ნებისმიერ სფეროში, თუმცა რაც ავტომობილსა და მის მოვლას შეეხება, აი, აქ უკვე ყოველგვარი ეკონომია გვერდზე უნდა გადავდოთ. დიახ, დიახ, გვერდზე უნდა გადავდოთ დაღლილობაც, მოწყენილობაც, შიმშილიც და ერთი გემოზე მივაწკრიალოთ ჩვენი „რკინის რაში“.
გენერატორი - საქმის პროფესიონალი ხელსაწყო
გენერატორებს უდიდესი ენერგია აქვს. სწორედ ამ მარაგით სხვა ხელსაწყოებს ამუშავებს. ინსტრუმენტი სახლშიც საჭიროა და სხვა დაწესებულებებშიც. გენერატორი მაშინ გამოგადგებათ, თუ კი ელექტრო ენერგია გამოირთვება. სწორედ ასეთი გამოუვლი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. საქმეს თავს კარგად ართმევს. მეტიც, იმდენად ეფექტურია, რომ ხელოვნურად შექმნილი დენის წყარო, სულაც არ გეგონებათ.
რაში გამოგადგებათ ელექტრო სახრახნისი
ხრახნის დამაგრება სპეციფიკური საქმეა. პროფესიონალი ხელსაწყო და მარჯვე ოსტატი სჭირდება. თუ ორივე ადგილზეა, მაშინ საქმე გადაწყვეტილია. ამისთვის ელექტრო სახრახნისი საუკეთესოა. მარჯვე ხელსაწყო რთულ სიტუაციაში თქვენს გვერდით იქნება. დეტალური ინფორმაციისთვის კი სტატია ყურადღებით გადაიკითხეთ.
პერფორატორი - სახვრეტ-სანგრევი ინსტრუმენტების უგვირგვინო მეფე
ისე, ხანდახან რა უცნაურად ვიცით ხოლმე მობილურ ტელეფონში ზოგიერთი ნომრის ჩანიშვნა, არა? მაგალითად: „პერფერატორი მამუკა“, „ნოდარი ნგრევა“, „პერფერატორი ზაზა“, „ილია ბურღი“... თუმცა, საქმე გამოგვივიდეს, მიზანს მივაღწიოთ და რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა სახელს შევურჩევთ მობილურ ტელეფონში.
ელექტრო პულივიზატორი - პიკასოს საყვარელი გასართობი?
როგორც ჩინებულ ირლანდიელ დრამატურგ ჯორჯ ბერნარდ შოუს უთქვამს: „ის, ვინც იცის, აკეთებს, ვინც არ იცის - სხვებს ასწავლის“... ჰოდა, რამდენჯერ გექნებათ მოსმენილი: „თუ ძმა ხარ, შეღებვას რაღა უნდა, მიასხი „კრასკა“ და ეგაა“... აი, მართლა უნდა მიუშვა და რას იზამენ, მაგასაც ვნახავთ!
ტოპ 3 ხარისხიანი ლაზერული თარაზო
მუშაობის დროს სისწორეების დაცვა მნიშვნელოვანია. კუთხეების სიზუსტე, პროპორციულობა და მსგავსი დეტალები, აუცილებლად გასათვალისწინებელია. ამას კი ზოგჯერ საკუთარ თავს ვანდობთ. ლაზერული თარაზო არჩევანს გვიწუნებს. ხელსაწყოზე უკეთ საქმეს ვერავინ ასრულებს. ინსტრუმენტი ყველა გადაცდომას ასწორებს და მიმართულებას გვაძლევს. ამის შემდეგ კი ჩვენი ჯერი დგება, საქმეს უნდა მივხედოთ! მანამდე კი ლაზერული თარაზოს გამოყენება აუცილებელია.
შეიძინე ბარგალკა სახლიდან გაუსვლელად
მეტალი იმდენად სპეციფიკურია, რომ ბარგალკის გარდა ვერავინ ეკარება. ამ უკანასკნელს კი არაფერი აშინებს. მასალას საგულდაგულად ჭრის და ამუშავებს. კუთხსახეხი განსაკუთრებული ხელსაწყოების სიიდანაა. მსგავსი ინსტრუმენტები საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებს. მეტალთან მუშაობა რთულია, მაგრამ ბარგალკა საუკეთესოდ გამოსდის.
რა უნდა იცოდე ცირკული ხერხის შეძენამდე
ცირკული ხერხი ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. ხელსაწყოზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ ასრულებს. ალტერნატივა მაინც გამოიძებნება, მაგრამ სანდო არ არის. უმჯობესია საქმე პროფესიონალ ინსტრუმენტთან დაიჭიროთ. ცირკული ხერხი ყოველმხრივ საუკეთესოა. მაღალი რესურსები და ფუნქციები აქვს. შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
მრავალფეროვანი ბეწვა ხერხები Holst.ge - ზე
მუშაობას მოწყურებულიაო ბეწვა ხერხზეა ნათქვამი. საქმეში კარგად განსწავლული ხელსაწყო, მაქსიმალურს აკეთებს. არადა, მაგის კეთებას რა უნდაო, ვერ შევკადრებთ, რადგან წინ რთული სამუშაო აქვს. საქმე იმაშია, რომ ლობზიკი დიდი რესურსების პატრონია. სისტემურადაც კარგად აწყობილი და ფუნქციურადაც გამართულია. საფუძვლიანად მუშაობისთვის კი მეტი არაფერი სჭირდება.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.