ბლოგი
ელექტრო ინსტრუმენტები

მიმოხილვა - ლობზიკი

ხეზე მუშაობის უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი უპირატესობები და სპეციფიკა აქვს. ლობზიკი, იგივე ბეწვა ხერხი, საუკეთესოა მომრგვალებული და კუთხოვანი ჭრისვის. ასევე, ყველა ჭრისთვის, რომელიც ხერხის მანევრირებას მოითხოვს. ბეწვა ხერხი ერთ-ერთი აუცილებელი იარაღია ნებისმიერი ხეზე მომუშავე ადამიანისთვის. ბეწვა ხერხი კუთხეების მოსაჭრელად საუკეთესოა, ისევე როგორც მასალის შუა ნაწილში ჭრისთვის.

მიმოხილვა - ელექტრო პულივიზატორი

ფასადის შესაღებად სხვადასხვა ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათ შორის ფუნჯი, ლილვაკი ან ელექტრო პულივიზატორი. არცერთი მათგანის გამოყენება არ არის ძალიან მარტივი პროცედურა, თუმცა ყველაფერი შედარებითია. თუ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და პულივიზატორი მზად ყოფნაშია, თქვენი შეღებვის პროცედურა შესაძლოა ძალიან სწრაფად დასრულდეს. გაითვალისწინეთ, რომ საღებავის შესაფრქვევი კიდევ უფრო ეფექტურია, თუ თქვენს მასალას აქვს ზედაპირი, რომელიც არ არის იდეალურად ბრტყელი. ასევე, თუ არის დაბრკოლებები, როგორიცაა მავთულები, მილები და მსგავსი.

ელექტრო შალაშინი ყველა გემოვნებისთვის

ნებისმიერი ხელმარჯვე ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი მომენტია, როცა ელექტრო ინსტრუმენტს გამორთავს, მასალას, რომელზეც მუშაობს, სულს შეუბერავს - მტვრისგან გაწმენდს და დასრულებულ პროექტით სიამოვნებას მიიღებს. ეს სტატია სწორედ იმ ელექტრო ინსტრუმენტს ეძღვნება, რომელიც პროექტის დამამთავრებელ ფაზაში არის გამოსადეგი - ელექტრო შალაშინი. განვიხილავთ იმ დეტალებს, რაც მისი შეძენისას, თუ გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ.

ლაზერული და ოპტიკური თარაზო

ლაზერული თარაზო აუცილებელი ნივთია ყველა ინჟინერისთვის, სახლის ხელოსნისა თუ უბრალო მოყვარულისთვის. ლაზერულ თარაზო საშუალებას გაძლევთ მილიმეტრების სიზუსტით იმუშაოთ ნებისმიერ პროექტზე.

ელექტრო სახრახნისი ჭანჭიკს უფრო საიმედოს ხდის

ელექტრო სახრახნისის მუშაობის მექანიზმი მარტივია. პირველ რიგში უნდა უზრუნველყოთ ენერგიის წყაროთი, რომელსაც ძირითად ორი საშუალებით იღებს: ელექტრო ენერგიით და ელემენტით. ელექტრო სადენიან სახრახნისის თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

ჰაერის კომპრესორი თქვენი ინსტრუმენტების სიმძლავრის გარანტია

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შექმნილმა პროდუქტმა განვითარების სასიცოცხლო ფაზები წარმატებით დაძლიოს. როდესაც პროდუქტი, რომელსაც აწარმოებთ ზრდის ფაზას მიახლოვდება, ჰაერივით სასიცოცხლოა წარმოებამ ხელი შეუწყოს კონკრეტულ პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას. რას აკეთებთ ამ დროს? რა თქმა უნდა ზრდით წარმოებას. გაზრდილი წარმოება ნიშნავს მომატებულ ხარჯებს, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქტის ფასზე აისახება და რისკი იმისა, რომ თქვენს პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდეს რეალური გახდება. აღნიშნული სცენარის თავიდან ასაცილებლად სწორი ნაბიჯი, რომელსაც წინდახედული მეწარმე გადადგამს, არის საწარმოს გადაიარაღება მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოებით, რის ხარჯზეც საწარმოო ხარჯები შემცირდება. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყოა ჰაერის კომპრესორი, რომელიც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და შეამციროთ ხარჯი, რომელიც თქვენს მოგებას გაზრდის.

გენერატორები ყველა გემოვნებისათვის

ელექტრო მომარაგების შეფერხებისგან გამოწვეული უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად გენერატორი საუკეთესო და ერთადერთი საშუალებაა. რა ხდება, როცა სახლში ელექტრო ენერგია არ მოგეწოდებათ? თითქოს ყველაფერი ჩერდება, ბავშვები ინტერნეტის გარეშე ჭკუიდან გადადიან, ვერ უყურებთ საყვარელ ტელე გადაცემას, ოთახებში ბნელა და ელექტრო ენერგიის მოლოდინში, ვერ ახერხებთ რაიმე საქმიანობით დაკავებას.

ტოპ 3 ინდუსტრიული მტვერსასრუტი

საამქროში თუ საწარმოში სისუფთავის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა, ვინაიდან ის ქმნის უფრო პროდუქტიულ გარემოს თქვენთვის. საწარმოში კი ჩვეულებრივი მტვერსასრუტი არ გამოგადგებათ, რადგან არ იქნება საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, ინდუსტრიული მტვერსასრუტი დაგჭირდებათ.

LED ნათურა ჭკვიანურად ანათებს

კაცობრიობისთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ როდესმე განათების ტრადიციულ საშუალებებს, როგორიც ლამპა და სანთელია, რაიმე ჩაანაცვლებდა, მაგრამ თომას ედისონის დაუოკებელმა მცდელობებმა ეს დაუჯერებელი ამბავი რეალობად აქცია. იმ დღიდან მოყოლებული როდესაც პირველი ნათურა აინთო, უმრავლესობაში იგი მხოლოდ სინათლის წყაროდ იყო მიიჩნეული. ვიზუალს, დამატებით ფუნქციასა და კომფროტს დიდ ყურადღებას არ ანიჭებდნენ, მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ადამიანის მიდრეკილებამ კომფორტის მიმართ, შედეგი გამოიღო და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონება, ნათურაც დაექვემდებარა განვითარებას.

ელექტრო დრელი დარტყმის ფუნქციით და მის გარეშე

ელექტრო დრელი არის მეტად მრავალფუნქციური ელექტრო ხელსაწყო. დრელი გამოიყენება ბეტონზე, ქვაზე, ლითონსა და ხეზე სამუშაოდ. მისი ძირითადი ფუნქცია ხვრელის გაკეთებაა, თუმცა შესაბამისი კომპლექტაციის წყალობით, იგი სახრახნისადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მანქანის მტვერსასრუტი მტვრის ბუდეს მარტივად შლის

საცხოვრებელი ადგილის შემდეგ ავტომობილი ადამიანისათვის ყველაზე მეტად ნაცნობი სივრცეა, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. ამდენად მოწესრიგებული ადამიანი ავტომობილის სისუფთავეს არანაკლებ ყურადღებას უთმობს. ყველა თქვენგანისათვის სავარაუდოდ მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილი ვიზუალურად შესაშურ მდგომარეობაში გყავდეთ, ამისათვის კი მზად ხართ არ დაიშუროთ დრო და ენერგია. ავტომობილის ვიზუალი მხოლოდ მისი გარე ფასადით არ შემოიფარგლება. ალბათ ხშირად აწყდებით შემთხვევებს , როდესაც უწყინარი მგზავრობის დროს თქვენი თანამგზავრების დაუდევრობით ავტომობილის სალონი ნელ-ნელა პირვანდელ სახეს კარგავს და მტვრის ბუდედ იქცევა. ასეთ დროს ორი ვარიანტი გაქვთ: შეეგუოთ იმას, რომ ყველა თქვენსავით არ ფიქრობს თქვენს ავტომობილზე, ან მარტომ გააგრძელოთ მგზავრობა. დიდი ალბათობით არჩევანს ამ უკანასკნელზე არ შეაჩერებთ. Holst.ge ამ პრობლემის გადასაჭრელად გთავაზობთ მესამე ვარიანტს: მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის BLACK&DECKER-ის პორტატიულ და მძლავრ მანქანის მტვერსასრუტს.

კუთხლივ სახეხი ხელსაწყო - თქვენი მარჯვენა ხელი

თუ გონებას დავძაბავთ, არც თუ ისე იშვიათი მომენტი ამოტივტივდება ჩვენი ცხოვრებიდან, როდესაც სახლში ყოფნისას რაღაცის შეცვლა, შეკეთება ან არსებული მასალით ახლის შექმნა გვსურდა. ყველა ამ მომენტის დადგომისას პირველი აზრი, რომელიც თავში გაგვიელვებდა და მოტივაციაზე დამანგრევლად იმოქმედებდა, უსათუოდ ხელსაწყოების არასაკმარისი რაოდენობა იქნებოდა.

688 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება