| ბლოგი |
განათება
|
| ბლოგი |
განათება
|
ტოპ 3 ბრენდის ლედ ნათურები
ნათურა ის ნივთია, რომელიც ყველა ადგილს სჭირდება და არ მოიძებნება სივრცე სადაც ის გამოუსადეგარი იქნება. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა და აუცილებელია, რომ მისი სწორად შერჩევა იცოდეთ. ეს საკითხი კი ძალიან მარტივია და ბლოგში ყველაფერს დეტალურად შეიტყობთ.
ვიდეო ძიძა - ფუფუნება თუ აუცილებლობა თანამედროვე მშობლისთვის?
წარმოიდგინეთ ასეთი ძალიან საყვარელი სურათი: ბავშვს დააძინებთ, ფეხაკრეფით გამოდიხართ ოთახიდან და როგორც კი სამზარეულოში ყავის დასასხმელად ემზადებით, გეჩვენებათ, რომ იქიდან ტირილის ხმა ისმის. რა თქმა უნდა, მაშინვე საძინებელში ბრუნდებით და... ბავშვს მშვიდად სძინავს. გამოდიხართ და ჰოი, საოცრება - ისევ იგივე მეორდება... ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა, არა? სწორედ აქ ჩნდება კითხვა: არის თუ არა ვიდეო ძიძა უბრალოდ მორიგი ძვირადღირებული მოწყობილობა, თუ ის არის უაღრესად საჭირო ნივთი, რომელიც მშობლებს სიმშვიდესა და თავისუფალ დროს უბრუნებს?
ყველაფერი, რაც სათვალთვალო კამერებზე უნდა იცოდეთ
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, სათვალთვალო კამერა აღარ არის მხოლოდ მსხვილი ბიზნეს ობიექტების ან ფუფუნების საგანი. ის გადაიქცა საიმედო პარტნიორად, რომელიც გარემოს ადამიანის ნაცვლად აკონტროლებს, როცა დაკავებულები ვართ ან სახლიდან შორს ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სათვალთვალო კამერები სიმშვიდისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა.
უსაფრთხოება ჩვენი კარებიდან იწყება: რატომ არის საჭირო კარის ზარი?
კარის ზარის დანიშნულება არა მხოლოდ ჩვენი სიმშვიდის დაცვა, არამედ იმის შეტყობინებაც არის, რომ ზღურბლთან ვიღაც დგას, მაგალითად, რომელიღაც ცუღლუტი ბავშვი, რომელიც ერთობა; კარის მეზობელი, რომელსაც მაკარონის წვნიანზე ორი კბილი ნიორი მიაკლდა; ზედა მეზობელი, რომელსაც სარეცხის გაფენისას სვიტრი ჩამოუვარდა; ჯაჯღანა მეზობელი, რომელსაც სურს, მანქანა გაუწიოთ, რადგან... რადგან უბრალოდ, შარზეა. რას ვიზამთ, ამ ყველაფერს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, კარის ზარი გვჭირდება იმისთვის, რომ სკოლიდან მოსულ შვილს კარი დროზე გავუღოთ, სამსახურიდან მოსულ მეუღლეს ზღურბლზე შევეგებოთ და მოკლედ, ძალიან, ძალიან, ძალიან საჭირო რამეა.
სწორად შერჩეული მაგიდის სანათი პროდუქტიულობის გაზრდაშიც კი დაგეხმარებათ
ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა საღამოს მუშაობისას თვალები გვეღლება, ყურადღება გვეფანტება და ერთადერთი სურვილი ძილია. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ხშირად ეს არა გადაღლილობის, არამედ ცუდი განათების ბრალი შეიძლება იყოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად შერჩეული მაგიდის სანათი მხოლოდ დეკორის ნაწილი სულაც არ არის - ის თქვენი მთავარი მოკავშირეა ფოკუსის შესანარჩუნებლად და სასურველი შედეგების მისაღწევად.
Linus-ის ტოპ 3 მაგიდის სანათი
ზოგიერთი ინსტრუმენტი სახლსა თუ სხვა ადგილს, სრულ იდილიას სძენს. ამ სიაში საპატიო ადგილს იკავებს მაგიდის სანათები. გარდა იმისა, რომ ხელსაწყოს სივრცეში მეტი სინათლე შემოაქვს, ინტერიერსაც განსაკუთრებულობას ანიჭებს და დადებით ატმოსფეროს ქმნის. არსებობს რამდენიმე მარტივი საკითხი, რომელიც ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ. თითოეული მათგანის შესახებ ბლოგში მოგიყვებით.
ყველაფერი ტოპ 3 ნათურის შესახებ
ნათურა ის ხელსაწყოა, რომლის გარეშე ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. ინსტრუმენტს აქტიურად ვიყენებთ ნებისმიერ სივრცეში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ის ხარისხიანი იყოს. რა სახის ლედ ნათურები არსებობს? როგორ უნდა შევარჩიოთ ხელსაწყო სწორად და რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენამდე? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ბლოგში იპოვით.
ფანრის შერჩევაზე თუ ორჭოფობთ, ყური დაგვიგდეთ
ერთ მარტივ, მაგრამ შეუმჩნეველ ფაქტზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება: სანამ ქუჩის განათება გამოჩნდებოდა, ქალაქები, პრაქტიკულად, წყვდიადით იყო მოცული. საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ რაც შეეხება ბუნებას, აი, იქ კი უფანრობა ნამდვილად საგრძნობია.
რომელია Linus-ის გამორჩეული უსაფრთხოების კამერა?
ყოველდღიურობაში ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მათგანი სწორედ უსაფრთხოებაა. ნებისმიერ ადგილას ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ. სათვალთვალო კამერები კი სწორედ ამისთვისაა და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ინსტრუმენტი თანამედროვე სამყაროში ფართოდ გამოიყენება. ხელსაწყოს შეხვდებით სხვადასხვა ადგილას. ეს სივრცე შეიძლება იყოს სახლი, მაღაზია ან სხვა ობიექტი.
ფანარი - ადამიანის მიერ გამოგონილი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პრაქტიკული მოწყობილობა
კაცობრიობის განვითარებაში ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა სინათლეს. პირველი სანთლებიდან და ჩირაღდნებიდან დაწყებული ნავთის ლამპებით დამთავრებული, თითოეული გამოგონება ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ელექტროენერგიის გამოჩენამ განათების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო, რამაც იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ ადამიანმა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პრაქტიკული მოწყობილობა - ფანარი გამოიგონა.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.