| ბლოგი |
სანტექნიკა და გათბობა
|
| ბლოგი |
სანტექნიკა და გათბობა
|
ტოპ 3 რჩეული ელექტრო გამათბობელი
გამათბობელი ზამთრის განუყოფელი ნაწილია. ხელსაწყოს გარეშე სიცივე რთულად გადასატანია, ფაქტობრივად, წარმოუდგენელიც კი. ნურც იმაზე იდარდებთ, თუ ცენტრალური გათბობა არ გაქვთ და ყველა ოთახში არ თბილა. მსგავს სიტუაციებში გაგახსენდეთ, რომ არსებობს ელექტრო გამათბობლები, რომლებიც ტემპერატურის მომატების ოსტატია. მაგალითად, თუ თქვენს საძინებელში ძალიან ცივა, ინსტრუმენტის მეშვეობით, სურათი რადიკალურად შეიცვლება და ოთახი დათბება. ნამდვილად საჭირო ხელსაწყოა, თუმცა, სწორად უნდა შეარჩიოთ. რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინება და ეგ არის, შედეგიც მიღწეულია. ელექტრო გამათბობლის შერჩევაში კი, ჩვენ დაგეხმარებით. მოდით, მნიშვნელოვანი საკითხის განხილვით დავიწყოთ.
ცენტრალური გათბობის ქვაბის უპირატესობები
ცენტრალური გათბობა თუ გაქვთ, ყოველდღიურობა ბევრად კომფორტული იქნება. ინსტრუმენტი კარგად გამოსაყენებელია და ამავდროულად, ნებისმიერ სეზონზე საჭირო. თუმცა, გათბობის ქვაბი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ოთახის მასშტაბიდან დაწყებული, ყველა სხვა წვრილმანი, თუ არაწვრილმანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. რაც შეეხება თავად გათბობის ქვაბს, მონაცემებზე ჩაღრმავებაა საჭირო. აუცილებელია, რომ მახასიათებლები ერთმანეთს შეადაროთ და ამის შემდეგ შეიძინოთ, თქვენთვის სასურველი ცენტრალური გათბობის ქვაბი.
თქვენ გვითხარით, რისთვის გჭირდებათ ონკანი და ჩვენ გეტყვით, რომელი უნდა შეიძინოთ
აბაზანას რომ ქაფით გაავსებ, იქვე ერთ კათხა ლუდს დაიდგამ, ტანსაცმელს გაიძრობ, მოდუნებისთვის გაემზადები და ჰოპ, მხოლოდ ამის შემდეგ გაგახსენდება, გამოძახებაზე რომ ხარ და ონკანი გაქვს გამოსაცვლელი - ასეთია სანტექნიკოსის ყველაზე საშინელი ღამის კოშმარი.
გაზის წყლის გამათბობელი - მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ
რა კარგია თბილი კერა, თბილი ლოგინი და ამ ყველაფრის ფონზე, თბილი წყალიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა, სამზარეულოს ნიჟარა კი ჭურჭლით არის სავსე, ან მაშინ, როცა კაი გემრიელი შხაპის მიღების სურვილი აქვს ადამიანს.
ონკანის შერჩევა მეტად სათუთი საქმეა და შეცდომა არ უნდა დაუშვათ
ის, ვინც ფიქრობს, რომ დიასახლისობა მარტივი საქმეა, არასოდეს ჩაულაგებია დასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ერთ ხელში ტელეფონით და მეორე ხელში - „ბუბლიკით“. და ის, ვინც ფიქრობს, რომ დიასახლისისთვის კი არა, ზოგადად, მთელი ოჯახისთვის, ნებისმიერი ონკანი გამოსადეგია, ძალიანაც ცდება!
ელექტრო გამათბობელი - ზამთარი კომფორტულად რომ გავატაროთ
ის ამბავი თუ იცით, ციყვმა შეცდომით არასწორი სოკოები მოიმარაგა და მთელი ზამთარი ტურისტებს ბობ მარლის დისკებს რომ ჰპარავდა? ასეა, ჩემო ბატონო, ასე, ზამთრისთვის მომზადება უყურადღებოდ არაფრით შეიძლება - ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გათვალოთ, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან რამეს ეხება, როგორიც არის გათბობა და ელექტრო გამათბობელი.
ცენტრალური გათბობის ქვაბი - ცივ ზამთარში სახლი რომ ჩაღუნღულებული იყოს
ალბათ, ქვაბი მაშინ არის კარგი, ხაშლამით რომ არის სავსე. აი, ისეთი ხაშლამით, თითო ნაჭერში კაი შეკრულ - „ნივა“ იქით იყოს და - „ოპელს“ მაინც რომ გაგიცვლიან. ეს კარგ ქვაბს რაც შეეხება, თუმცა არსებობს საუკეთესო ქვაბიც - ცენტრალური გათბობის ქვაბი გვაქვს მხედველობაში, რომელშიც მართალია, მანქანას არავინ გაგვიცვლის, მაგრამ სამაგიეროდ, ცივ ზამთარს ჩაღუნღულებული სახლით გადაგვატანინებს.
ხარისხიანი ონკანების ფართო არჩევანი
როცა სახლში ხარისხიანი ონკანი გაქვთ, ჩათვალეთ რომ ყველაფერი მწყობრშია. ასე იმიტომ არის, რომ უხარისხო ინსტრუმენტი დიდი თავის ტკივილია. მართალია ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა, მაგრამ ონკანი მაინც ლიდერობს. რატომ ვუსვამთ ხაზს ამ საკითხს ? ნამდვილად საყურადღებოა და წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივდივართ. აბა, წარმოიდგინეთ, მწყობრიდან გამოსული ონკანი, ტბად გადაქცეული სახლი და საჩხუბრად მომზადებული მეზობელი. დაგვეთანხმებით, რომ წასაკითხადაც ცუდია და რეალობად ქცევაზე აღარც ვსაუბრობთ. თქვენ კი გაგიმართლათ და ჩვენთან მოხვდით. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ხარისხიან პროდუქტს გთავაზობთ. ისეთ გამძლეს, რომ მარტივად არ გაფუჭდეს და მეზობელთან კამათიც თავიდან აირიდოთ. თუმცა, არის საკითხები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
შეიძინეთ ხარისხიანი ონკანი Holst.ge-ზე და მოუფრთხილდით სასმელ წყალსაც და საკუთარ ბიუჯეტსაც
სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ერთი ოთხ სულიანი ოჯახი წელიწადში დაახლოებით 300 ათას ლიტრ წყალს მოიხმარს. ალბათ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველა ონკანი მწყობრშია, მაგრამ თუკი რომელიმე დაზიანებულია და შეუჩერებლად წვეთავს, მაჩვენებელი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. ეს კი, დაგვეთანხმებით, ისეთ შეუფასებელ რესურსთან, როგორიც წყალია, უსამართლობაა - რაც არ უნდა ბევრი წყალი გვქონდეს ქვეყანაში, აუცილებლად, ყველა შესაძლო საშუალებით, მას მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ.
ონკანი აუცილებლად ხარისხიანი შეარჩიეთ, მის არჩევაში კი Holst.ge დაგეხმარებათ!
წარმოიდგინეთ, აბაზანა წყლით აავსეთ, ქაფით დაფარეთ, სასურველი ღვინით ბოკალი შეავსეთ, რომელიც წამსვე დაიორთქლა, საყვარელი მუსიკა ჩართეთ და უეცრად გაგახსენდათ - იქ იმიტომ ხართ, რომ ონკანი შეაკეთოთ... რას ვიზამთ, სჭირდება ხოლმე ონკანს შეკეთება, თუმცა ხშირად რომ არ მოგიხდეთ ამ უსიამოვნებასთან გამკლავება, რამდენიმე საჭირო რჩევას მოგცემთ: შეარჩიეთ აუცილებლად ხარისხიანი ონკანი, აბაზანისთვის იქნება, თუ სამზარეულოსთვის, მოუფრთხილდით და რაც მთავარია, Holst.ge-ზე შეიძინეთ.
როგორ უნდა შეარჩიოთ ონკანი?
ხარისხიანი ონკანის შერჩევა რთულია, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი გავამარტივოთ. ბლოგში ბევრ მნიშვნელოვან მახასიათებელზე ვისაუბრებთ, ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით გადაიკითხეთ. ონკანის შერჩევისას, მცირე დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.