| ბლოგი |
სანტექნიკა და გათბობა
|
| ბლოგი |
სანტექნიკა და გათბობა
|
გაზის წყლის გამათბობელი - უსაფრთხო კომფორტი
ალბათ ხშირად გსმენიათ გამოთქმა „თევზი უწყლოდ“ და გიფიქრიათ როგორი გაუსაძლისია ასეთ დროს ამ არსების ყოფა. უწყლოდ დარჩენილი ადამიანიც არანაკლებ უმწეო მდგომარეობაში ვარდება. ეს არ ეხება მხოლოდ სასმელ წყალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
წყლის გამათბობლის არჩევა
საბოლოოდ დგება ის დღე, როდესაც ონკანის მოშვებისას წყალი აღარ გათბება. როდესაც თქვენი წყლის გამაცხელებელი მწყობრიდან გამოდის, თქვენ შესაძლოა პანიკაში ჩავარდეთ ახლის შეძენამდე. განსაკუთრებით კი - ზამთარში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ ცხელი წყალი. წყლის გამათბობელი ის ნივთია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, როგორც წესი, იქამდე არ გვახსენდება, სანამ მწყობრიდან არ გამოვა. წყლის გამაცხელებელი კულისებშია, ცხელი წყლით ამარაგებენ თქვენს მილებსა და საშხაპე კაბინებს, ონკანებს და ამით ასრულებენ დიდ, საჭირო სამუშაოს. საშუალოდ, ოჯახი ყოველდღიურად 64 გალონ წყალს მოიხმარს და საშუალოდ 1000 ლარი უჯდება წყლის გამათბობელის შენახვა წლიდან წლამდე. ფაქტობრივად, წყლის გათბობა კომუნალური გადასახადების 14-18%-ს შეადგენს.
უმაღლესი ხარისხის Winger-ის ცენტრალური გათბობის ქვაბები
ცენტრალური გათბობის ქვაბი აღარ არის ფუფუნების საგანი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია ზამთრის სიცივისას სახლის გასათბობად. თუ თქვენი გათბობის სისტემით წინა ზამთარს უკმაყოფილო დარჩით, ან ახალ სახლში გადახვედით, თქვენი ოჯახის სითბოსა და კომფორტისთვის, დროა გათბობის ქვაბი შეიძინოთ.
Kettler-ის მაღალხარისხიანი ონკანები
მოსახლეობის ჯანმრთელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის წყალი, რომელსაც სვამენ. ღმერთის წყალობით, ჩვენი ქვეყანა წყლის ხარისხზე ვერ დაიჩივლებს, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო და გემრიელი წყალი გაგვაჩნია დედამიწაზე. თუმცა, სანამ წყალი ბუნებიდან ჩვენამდე მოაღწევს, შესაძლოა რამდენიმე ისეთი შეცდომა დავუშვათ, რომ წყლის საუკეთესო თვისებები ისევ და ისევ წყალში ჩავყაროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ მაქსიმალურად ჯანსაღი გზა წყლის ჩვენამდე მოსასვლელად. ამ გზის ბოლო ნაწილი კი ონკანია.
უსაფრთხოების ნორმები წყლის გამათბობელისთვის
2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ყოველი 4 ოჯახიდან 3-ში გაზის წყლის გამათბობელი არის დამონტაჟებული. თითოეულ წყლის გამათბობელს გააჩნია საკუთარი საექსპლუატაციო ვადა, რომლის გადაცდენა რეკომენდირებული არ არის. ამ ფაქტის უგულებელყოფა არაერთხელ გამხდარა ფატალური შედეგის მიზეზი. ასე რომ, ეცადეთ წყლის გამათბობელი დროულად შეცვალოთ ხოლმე.
წყლის გამათბობლების საუკეთესო არჩევანი
წყლის გამათბობელი ჩენი ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოსახლეობის უმეტესობას წყლის გამაცხელებელი უკვე დამონტაჟებული აქვს, თუმცა მას მოქმედების გარკვეული ვადა აქვს და გამოცვლას საჭიროებს, შესაბამისად გაზის კალონკა ყოველთვის მოთხოვნადი პროდუქტია. თუ თქვენც წყლის გამათბობელის შეძენით ხართ დაინტერესებული, ჰოლსტი დიდ არჩევანს გთავაზობთ.
წებო, ქაფი, სილიკონი?
რემონტი და მშენებლობა ისეთი პროცესია რომელიც წარმოუდგენელია სილიკონის, ქაფის, წებოსა და მსგავსი ქიმიური ნივთიერებების გარეშე. სანამ აღნიშნული მასალის შეძენას გადაწყვეტთ აუცილებელია განსაზღვროთ რა მიზნებისთვის გჭირდებათ საყოფაცხოვრებო სამუშაოებისათვის თუ პროფესიული საქმიანობისთვის. ყველა ნივთიერება გამოიყენება სხვადასხვა მასალაზე, და თითოეულ მათგანს ააქვს სხვადასხვა ფუნქცია.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.