| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
მოემზადე ზამთრისთვის ელექტრო გამათბობელთან ერთად
ზამთარი ახლოვდება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გამათბობელია საჭირო. რა სჯობს სითბოში მყუდროდ მოწყობასა და გემრიელი ჩაის დაგემოვნებას?! ჰოდა, ამ ჰარმონიული გარემოს შექმნაში, ჩვენი საოცარი ელექტრო გამათბობლები დაგეხმარებათ.
რა უნდა იცოდეთ მაღალი წნევის სარეცხი აპარატის შეძენამდე?
აი, ვინ თქვა, რომ უწესრიგობასთან, ლაქებთან, ჭუჭყთან ბრძოლა დამღლელი უნდა იყოსო? პირიქით, წარმოიდგინეთ, საყვარელ ავტომობილს რომ რეცხავთ, ასუფთავებთ, აკრიალებთ და მერე ასეთი დასუფთავებულ-დაკრიალებული „რკინის რაშით“ იწონებთ თავს მართალია, საცობებში, მაგრამ ნუ, რას ვიზამთ.
პრაქტიკულობა და ხარისხი: ყველაფერი ონკანებზე, რომლებსაც Holst.ge-ზე შეიძენთ
წარმოიდგინეთ დილა, ნახევრად გახელილი თვალებით შედიხართ აბაზანაში და პირველი, ვინც გესალმებათ, არის... ონკანი... ჰო, სწორედ ის - თქვენი წყლის ცერემონიების მთავარი გმირი. ვუშვებთ, ვკეტავთ, ვუშვებთ, ვკეტავთ, ვბრაზდებით როცა წვეთავს და მაინც ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში.
საიდან უნდა დაიწყო ბარგალკის შერჩევა?
საქმე მეტალის დაჭრასა და ძირფესვიანად დამუშავებას ეხება? ბარგალკა ზუსტად ამ კონკრეტულ სამუშაოებშია გაწაფული და ნებისმიერ მომენტში გაგიმართავთ ხელს. ხელსაწყო ყველაფერს იდეალურად ასრულებს, მარტივიდან დაწყებულ და რთულით დასრულებულ სამუშაოებს, არაჩვეულებრივად უმკლავდება. მოკლედ, მისი ქება თამამად შეგვიძლია, რადგან იმსახურებს.
უკაცრავად და რემონტი თუ გაქვთ, ელექტრო პულიზივატორის შეძენაზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ
ელექტრო პულივიზატორით ნებისმიერი ზედაპირის შეღებვა შეიძლება. საღებავი მცირე ზომის ავზიდან ტუმბოს დახმარებით საქშენის გავლით გამოდის. ხრახნი, რომელიც როგორც წესი, სახელურზეა განთავსებული, საღებავის რაოდენობის დარეგულირების საშუალებას იძლევა. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ჭავლის ელექტრო რეგულატორით. ასევე, სპეციფიკური დეტალისთვის დამუშავებისთვის შესაძლებელია ცალკე საქშენის შერჩევა.
როგორც ავეჯი და ტექნიკა, ისე ელექტრო სახრახნისის ქონაც აუცილებელია ნებისმიერ ოჯახში
ავეჯის, ტექნიკის, ჭურჭლის, ჰიგიენური საშუალებების, აფთიაქის გარეშე ხომ პრაქტიკულად, შეუძლებელია თანამედროვე ოჯახი, არა? ასევე შეუძლებელია, ერთი ელექტრო სახრახნისი მაინც არ მოგეძიებოდეთ უჯრაში, საკუჭნაოში, კარადის თავსა თუ იმ ადგილას, სადაც ყველაზე საჭირო ხელსაწყოებს ინახავთ.
ტოპ 3 ჯაჭვური ხერხი, რომელსაც შეგიძლია ენდო
გახსოვთ როგორი იყო ხერხი ძველად? მაგალითად, ხის მორის დანაწევრებას, თუ ის დიდი იყო, ორი ადამიანი სჭრდებოდა. ისეთი მოკლე ინსტრუმენტიც არსებობდა, რომელსაც ერთი კაციც ჰყოფნიდა, მაგრამ ძალიან დამღლელი პროცესი იყო და ბევრი დრო მიჰქონდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, სამყარო გათანამედროვდა და შეიქმნა ჯაჭვური ხერხი, რომელმაც უამრავ პრობლემას დაუსვა წერტილი.
როგორ და რატომ გვიმარტივებს ცხოვრებას წყლის ტუმბო
ერთი ასეთი საინტერესო ანდაზაა: „წყალზე გასდე ხიდიო, მოისხი მადლი დიდიო“. როდის და რომელ საუკუნეში ითქვა ეს ანდაზა პირველად, რთული სათქმელია, თუმცა, დღეს, 21-ე საუკუნეში რომ წყალს ხიდის გარდა კიდევ ბევრი რამ სჭირდება, ფაქტია. მაგალითად, წყლის პომპა, რომელიც დღეს უამრავი ოჯახისა და ბიზნესის შეუცვლელი დამხმარეა. იქნება ეს სარწყავი სისტემის გამართული მუშაობა, სახლისთვის წყლის მიწოდება თუ საწარმოო პროცესები - ტუმბო იქ არის, სადაც წყლის უწყვეტი ნაკადია საჭირო. მისი მრავალფეროვანი მოდელები და დანიშნულება საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიური საქმეები უფრო მარტივად და ეფექტიანად მოვაგვაროთ.
რომელი ჯობია: 800 ათასზე მეტი ავტომობილი თუ ამდენივე ელექტრო შალაშინი?
თბილისში ავტომობილების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბაო, ნახეთ ახალი კვლევის შედეგები? ბევრია, თან ძალიან ბევრი, არა? და რა კავშირშია დედაქალაქში ასე გიჟურად მომრავლებული ავტომობილები და ელექტრო შალაშინი? პირდაპირი კავშირი, პრინციპში, არ არის, თუმცა, ავდგეთ და დავაკავშიროთ, ჩვენს ხელში არ არის? მაგალითად, აი, ასე: 800 ათასზე მეტ ავტომობილს ხომ ჯობია 800 ათასზე მეტი ელექტრო შალაშინი, არა? იმიტომ ჯობია, რომ თუ ამდენი ინსტრუმენტი გაიყიდა, გამოდის, რომ საქმეც ძალიან ბევრია, ხალხიც დასაქმებულა და ჩვენც გავიხარებთ, თქვენც და აღარც ტრიფონიას დაიჭერს ვინმე. რაც მთავარია, საცობს არც 800 ათასი შალაშინი გამოიწვევს და არც - 800 მილიონი!..

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.