ბლოგი
ყველა

ბარომეტრი - ავტომობილის საბურავი უფრო დიდხანს და უსაფრთხოდ რომ გვემსახუროს

ეს საინტერესო ამბავი თუ იცით, აბა: კოლუმბიაში არსებობს არაერთი საამქრო, სადაც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ავტომობილის საბურავებისგან ამზადებენ. ამ მიზნისთვის, როგორც წესი, რბილ, ძირითადად, ზამთრის საბურავებს იყენებენ.

გარე განათება - ერთნაირად მნიშვნელოვანი როგორც საავტომობილო გზებზე, ისე საკუთარ ეზოებსა და ბაღებში

შუქნიშნებს რომ რამდენიმე ახალი ფერი დავამატოთ, რას იტყვით? მაგალითად, ძალიან, აი, ძალიან წითელი ფერი, რომლის მნიშვნელობაც ასეთი იქნება: „ე, ბიჭო, გაჩერდი, შე კაი კაცო, გაჩერდი, რა, ვინ ყოფილა ესა?!!“ ან სანამ მწვანე აინთება, ყვითლის შემდეგ რომ იასამნისფერი ინთებოდეს და მხოლოდ ამ დროს რომ ატეხონ ხოლმე სიგნალები იმ მძღოლებმა, მწვანის ანთებიდან პირველივე წამის მეათასედში რომ გაბმულად ასიგნალებენ და „ოე, ოეს“ გაიძახიან, თითქოს ნახირში იყვნენ...

ბენზო სათიბელა - ინსტრუმენტი, რომელიც მთელი დღის საქმეს რამდენიმე წუთში უმკლავდება

ბევრი ათასწლეულია, ადამიანი გაზონს უვლის და ალბათ, უძველეს ეპოქაში მცხოვრებ არც ერთ ადამიანს აზრადაც არ მოსვლია, ასეთი უცნაური რამ ეთქვა: გაზონი ვჭამოთ?!.. არ ჭამდნენ, უვლიდნენ, გულით უვლიდნენ, თავს ევლებოდნენ და უამრავი დამადასტურებელი აღმოჩენაც გაკეთებულა, რომ საკუთარი კარ-მიდამოს მოვლას ძველი წელთაღრიცხვის ადამიანიც დიდ ყურადღებას უთმობდა.

დამაგრძელებლები მაღალი სამუშაო რესურსებით

აუცილებლად შესაძენი ხელსაწყოების სიაში, დამაგრძელებელი მოწინავე პოზიციას იკავებს. ინსტრუმენტი ყველას და ნებისმიერ ადგილას შეიძლება დასჭირდეს. ხელსაწყოს მთავარი მისია კომფორტის შექმნაა. ინსტრუმენტის დახმარებით, სავალდებულო არ არის, მაინცდამაინც დენის წყაროსთან მოთავსდეთ, იმისთვის რომ მობილური დატენოთ. დამაგრძელებელს იქ წაიღებთ, სადაც გსურთ. ამაზე კომფორტული რა უნდა იყოს ?! ხელსაწყოებს ბევრი საერთო აქვს, მაგრამ განსხვავება უფრო მეტ. შერჩევისას კი ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ, მხოლოდ ასე იპოვით ზუსტად ისეთ მოდელს, როგორიც გჭირდებათ. ამ დეტალებში ჩვენ გაგარკვევთ, თქვენ კი ბლოგის ყურადღებით წაკითხვა გევალებათ.

მრავალფეროვანი სანათები Holst.ge- ზე

განათებაზე ბევრი საკითხია დამოკიდებული. პირველ რიგში კი, ჯანმრთელობა და თვალების უსაფრთხოება. იმისთვის რომ ჯანსაღი გარემო შევქნათ, კარგი სანათები დაგვჭირდება. ეს აუცილებელი კომპონენტია არა მარტო ამ საკითხისთვის, არამედ სახლში იდილიური გარემოს შექმნისთვისაც. სწორად შერჩეულ სანათი ინტერიერს სხვანაირ ელფერს სძენს. ახლა კი დროა საქმეს შევუდგეთ და ხელსაწყო ერთად შევარჩიოთ.

შესაწამლი აპარატი - საქმის გამარტივების ოსტატი

ზაფხულის დღეები შემოდგომით მალე ჩანაცვლდება. ამ დროს კი ყველაფერი სხვა ტალღაზე ეწყობა. ახალ სეზონს თავისი საზრუნავი ახლავს. სოფელში მოსავალია დასაბინავებელი და ზამთრის სამზადისიც დასაწყებია. ამ დროს კი, მცენარეები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ზაფხულის სიცხეებისგან გამოფიტულებს, კარგად დატენიანება ნამდვილად არ აწყენდა. უფრო მეტიც, აუცილებელიც კია. ეს აქტივობა სულ მნიშვნელოვანია და ნებისმიერ სეზონზე საჭიროა, მაგრამ შემოდგომაზე უფრო მეტად. ამისთვის შესაწამლი სითხე და აპარატი დაგჭირდებათ. ჩვენთან ორივეს შეძენა შესაძლებელია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ შესაწამლ აპარატებზე ვისაუბრებთ.

ტოპ 3 იდეალური სარწყავი შლანგი ეზოსთვის

სარწყავი შლანგი ჩვენი კომფორტისთვისაა შექმნილი. მოქნილი ხელსაწყო ნებისმიერ სივრცეში სწრაფად ადაპტირდება და გამოსაყენებლადაც მარტივია. შლანგის გარეშე ყველაფერი ბევრად რთულად იქნებოდა. ხელსაწყო საუკეთესოა, დიდი თუ მცირე ტერიტორიის მიწის დასატენიანებლად და მცენარეების ენეგიით ასავსებად. მხოლოდ ეს არ არის და შესაძლოა შლანგი მანქანის გასარეცხადაც გამოიყენოთ. ავტომობილს გულდასმით და რაც მთავარია, მარტივად დაასუფთავებთ. მოკლედ, ძალიან კარგი საშუალებაა და აუცილებლად უნდა გქონდეთ. სარწყავი შლანგების სისტემაში კი, ჩვენ გაგარკვევთ.

ჩამრთველ-როზეტები, რომელთა ხარისხზეც თავს დავდებთ

გაიხსენეთ ისეთი დაწესებულება, სადაც ჩამრთველ- როზეტები არ არის. ალბათ, არაფერი გაგახსენდათ, რადგან ასეთი შენობა არ ასებობს. კონკრეტული ხელსაწყოები ყველგან საჭიროა, სახლსა თუ სხვა ადგილას. ნებისმიერ სივრცეში შეიძლება გადავაწყდეთ. ჩამრთველი სინათლის ასანთებად გამოდგება, იმისთვისაა, რომ ოთახი გავანათოთ. როზეტი ელექტრო მოწყობილობების შესაერთებლად გამოიყენება. როგორც უკვე ვნახეთ, ორივე აუცილებელია და ბინას ყველგან იდებს. ამჯერად, სწორედ ჩამრთველ - როზეტების შერჩევაში დაგეხმარებით.

ცირკული ხერხები, რომლითაც საქმეს ეფექტურად შეასრულებთ

ცირკული ხერხის ფუნქცია ხისა და ბეტონის დამუშავებაა. ეს კი საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ინსტრუმენტმა ორივე მასალა სრულყოფაში უნდა მოიყვანოს და სირთულის მიუხედავად, კარგად იმუშაოს. ნებისმიერი ხელსაწყო ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ ცირკულ ხერხზე როცა ვსაუბრობთ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ინსტრუმენტი სირთულეებს მედგრად ხვდება და არაფერს უშინდება. მასალას კარგად ამუშავებს და სხვა სიკეთეებიც ახასიათებს, თუმცა, ცირკულ ხერხსაც გააჩნია, რადგან ყველა ასეთი არ არის. ჩვენ კი მხოლოდ საუკეთესო ინსტრუმენტებზე უნდა გიამბოთ და იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ, კარგი და ცუდი ცირკული ხერხი.

რა სარგებლობა მოაქვს მაგიდის სანათს - ეს უნდა იცოდეთ!

უჰ, ალბათ, რამდენჯერ გაუღვიძებიხართ ძახილს, თან მაინცდამაინც კვირა დილით: მალინა, მალინააა... მაწონი, მაწონიიი... პრინციპში, არახალი ამბავია და ჩვეულებრივიც კი, მაგრამ თქვენ ის წარმოიდგინეთ, ერთ სისხამ დილით ასეთი ხმა ჩაგესმათ: მაგიდის სანათები, მაგიდის სანათებიიი...

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენზო ხერხზე... ყურადღებით იყავით, გაგაგრძელებინებთ, იცოდეთ...

ჯაჭვური ხერხი აუცილებელია დიდი ბაღის მოვლისთვის, რატომაც არა? რაღა თქმა უნდა, შეშის მომარაგებისთვის, ეს უტყუარია! სამშენებლო სამუშაოებისთვის. ჯაჭვური ხერხი არაერთი სახეობის სამშენებლო მასალის დამუშავებისთვისაც გამოდგება - ნებისმიერი სიმტკიცის ხეს ხომ უპრობლემოდ უმკლავდება, მსუბუქ ბეტონსაც და პოლივინილქლორიდის მილებსაც.

რა აქვს მოტობლოკს სატრაბახო?

როგორც ყველა პატარა მანქანა ოცნებობს, რომ გავიზრდები, ჯიპი უნდა გამოვიდეო, ზუსტად ასეა მოტობლოკი - გავიზრდები და ტრაქტორი გავხდებიო, წაიოცნებებს ხოლმე... გამოდის, როგორც ადამიანების უმეტესობა არ აფასებს სათანადოდ საკუთარ შესაძლებლობებს, მოტობლოკიც ასე ყოფილა - დიდ ტრაქტორზე ნაკლები შესაძლებლობები სულაც არ აქვს და რიგ შემთხვევაში, ისეთ დავალებებსაც კი უმკლავდება, „მამაპაპური“ ტრაქტორისთვის შეუძლებელი რომ არის.

1317 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება