| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
ექსკლუზიური ინტერვიუ... პერფორატორთან: „შემქმნეს იმისთვის, რომ ადამიანების შრომა გავამარტივო“
ათასნაირი ინტერვიუ გექნებათ წაკითხული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან: მსახიობებთან, მომღერლებთან, მწერლებთან, პოლიტიკოსებთან - მით უმეტეს. ჰოდა, ოდესმე თუ გქონიათ შემთხვევა, რესპონდენტი არც მეტი, არც ნაკლები... პერფორატორი ყოფილიყო?
რა როლი აქვს ბარგალკას?
მეტალთან მუშაობა რთული და სპეციფიკური პროცესია. აუცილებელია, რომ გვერდით მარჯვე ხელსაწყოები გქონდეთ. მასალას მხოლოდ ასე თუ დაამუშავებთ, სხვა შემთხვევაში საქმე გართულდება. ამ ყველაფრის უბადლო მცოდნე კი ბარგალკაა. მეტალთან ურთიერთობა ნამდვილად არ ეშლება, მეტიც, მცირე გადაცდენასაც კი ვერ უპოვით.
შეიტყვე, რომელია საუკეთესო სასუქი
მცენარის კარგად გასაზრდელად, სასუქი აუცილებელი კომპონენტია. არსებობს მითები, რომ მსგავსი პრეპარატები მავნებელია, მაგრამ ასე არ არის. მთავარია, ხარისხიანი სასუქები გამოიყენოთ და პირიქით, მიწას მინერალებით აავსებს. პრეპარატს ზუსტად ასეთი ზემოქმედება აქვს. მცენარეებს სასარგებლო და არსებობისთვის აუციელებელ ნივთიერებებს აწვდის. ამ ყველაფერთან ერთად, კარგად ატენიანებს და მიწასაც ზუსტად ეს სჭირდება, რათა ჯანსაღი მცენარე გაიზარდოს. სასუქების შერჩევისას მხოლოდ რამდენიმე ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რჩევებს არ დავიშურებთ, მთავარია ყურადღებით გადაიკითხოთ.
ტოპ 3 გამოსადეგი ბეწვა ხერხი
საქმის გამარტივება თუ გსურთ, ამაში ბეწვა ხერხი დაგეხმარებათ. ინსტრუმენტი მოქნილია და სწრაფად საქმიანობს. მასალას კი სრულყოფილად ამუშავებს, საქმეს ხარვეზების გარეშე ასრულებს და საუკეთესო შედეგს დებს. ლობზიკი, ძირითადად, ხესთან, ფერად ლითონსა და მეტალთან მეგობრობს. თითოეულს სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს, ამიტომ, შეძენამდე ამ მახასიათებელს გაეცანით. ბეწვა ხერხი რთულ სიტუაციებშიც კი პოულობს გამოსავალს და პრობლემას მარტივად ჭრის. ხელსაწყოს იმედი სულ შეგიძლიათ გქონდეთ. კარგი იქნება შეძენამდე, რამდენიმე მონაცემი რომ გაითვალისწინოთ, თუ რომლები, ახლავე მოგახსენებთ.
გენერატორი - უშრეტი ენერგიის წყარო
სიბნელის პირისპირ არასდროს დარჩებით, თუ კი გენერატორი გაქვთ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ?! მართალია, ელექტროენერგიის პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. იქნებ უამინდობის შედეგად კაბელები დაზიანდეს ან მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს? მოკლედ, ყველაფერს მობილიზებულად უნდა შევხვდეთ. გენერატორი დიდ ენერგიას ფლობს და განაწილების ფუნქცია აქვს. შეუძლია სხვებსაც გაუზიაროს და ტექნიკა აამუშაოს მაშინ, როცა ელექტროენერგია არ იქნება. გენერატორში თავმოყრილი ძალა ყოვლისშემძლეა და საჭიროების დროს უპირობოდ დაგეხმარებათ.
შეიტყვე ყველაფერი ელექტრო სახრახნისის შესახებ
ზოგიერთ ხელსაწყოზე ცუდს ვერაფერს გაიგებთ, ყველა დადებითად ახასიათებს. ელექტრო სახრახნისი ზუსტად ამ კატეგორიაში გადის. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, იცის რომ მართლაც საუკეთესოა. ინსტრუმენტი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. სავალდებულო არ არის პროფესიონალი იყოთ. სახრახნისი სახლშიც გამოსადეგია და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება გამოადგეს. მაგალითად, თუ კი ოთახში ნახატის დაკიდვა გსურთ, ამისთვის კედლის გახვრეტა დაგჭირდებათ, ამ საქმეს კი სახრახნისი მიხედავს. მისი მთავარი ფუნქცია მსგავსი საქმიანობაა.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ელექტრო შალაშინის შეძენა გადაწყვიტეთ
კაცმა არ იცის, 1958 წელს მომხდარი ამ ორი მოვლენიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია: შერონ სტოუნის დაბადება თუ პირველი ელექტრო შალაშინის შექმნა... რა შუაშია ეს ხელსაწყო და შერონ სტოუნი? თურმე, თუ კარგად გაშალაშინებული არ არის სკამი, წამითაც არ ჩამოჯდება ზედო, ფეხის ფეხზე გადადებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...
თუკი რამე კითხვა გაქვთ მანქანის მტვერსასრუტზე, ყველა პასუხს აქ მიიღებთ
21-ე საუკუნე მხოლოდ იმიტომ კი არ არის საინტერესო, რომ ტექნოლოგიური წინსვლა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, იმ მიზეზითაც არის ძალიან მიმზიდველი, რომ ხელსაწყოები, მოწყობილობები, ესთეტიკურად უაღრესად დაიხვეწა.
ჰაერის კომპრესორი - მნიშვნელოვანი აქტივი სხვადასხვა მრეწველობისა და პროფესიული სფეროებისთვის
ჩინებულად არის ნათქვამი - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, კომპრესორი კი... მეკომპრესორემ ამუშაოს? არა, ეს ბოლო აშკარად არ ჯდება. ჯერ ერთი, ეგეთი პროფესია - მეკომპრესორეობა - არ არსებობს და მეორე, თუ გჭირდება ეს მეტად პრაქტიკული მოწყობილობა, ხელი არ უნდა ახლო? არ გამოვა ეგრე, ფაქტია და შევეცდებით, ყველაფერზე მაქსიმალურად დეტალურად მოგიყვეთ.
ბარომეტრი ძალიან ცოტა მძღოლს თუ აქვს მანქანაში, რაც პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი შეცდომაა!
სტატისტიკის თანახმად, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს კისერი 3 სანტიმეტრით გრძელი აქვთ... კიდევ ერთი უცნაური ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ თუ უხსოვარ დროში წვიმის მოსაყვანად შამანი საათობით აბრახუნებდა დოლზე, ან უარესი - მსხვერპლთშეწირვას მიმართავდა, ახლა ისღაა საკმარისი, უბრალოდ, მანქანა გარეცხოთ...
ფრეზი - ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი ოსტატის არსენალში უნდა შედიოდეს
თუკი შეიძლება ელექტროინსტრუმენტზე ვთქვათ: რაც ზემოთაა, ერთი იმდენი მიწისქვეშაც არისო, ერთ-ერთი პრეტენდენტი ნამდვილად გახლავთ ელექტრო ფრეზი. ვინც იცის ამ ხელსაწყოს შესაძლებლობები, ალბათ, ვერაფრით გავაკვირვებთ, თუმცა მაინც შევეცდებით, ხოლო ვინც ჯერ არ იცნობს, ყური დაგვიგდოს, ბევრ საინტერესო რამეს მოვახსენებთ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.