ბლოგი
ყველა

რატომ ენდობიან იტალიურ Kettler-ს საქართველოში და თითქმის მთელ მსოფლიოში?

როგორც წესი, როცა ვინმე იტალიას ახსენებს, ადამიანების უმეტესობას თვალწინ პიცა, პასტა, „ფერარი“ ან მილანის მოდის კვირეული დაუდგება ხოლმე. პრინციპში, გასაკვირი ამაში არც არაფერია, თუმცა, ბევრი რამის მიმატება კი მარტივად შეიძლება - რომანტიკა, ვენეცია და... სანტექნიკის წარმოება...

იტალიური ხარისხი თქვენს სახლში - როგორ და რატომ უნდა შეარჩიოთ Kettler-ის ბრენდის ონკანები

როცა სახლის რემონტისა თუ განახლების დრო დგება, როგორც წესი, მთელ დროსა და ბიუჯეტს ისეთ დეტალებს ვარგებთ, როგორიც, მაგალითად, იატაკია, კედლის საღებავი, ან - ავეჯი. ჰოდა, ვივიწყებთ იმ პატარა, მაგრამ ყოველდღიურ ელემენტებს, რომლებიც რეალურად ჩვენს კომფორტს განსაზღვრავენ. ონკანი სწორედ ერთ-ერთი ასეთი დეტალია: დღეში ათჯერ მაინც ვეხებით, თუმცა მისი შერჩევისას იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რამდენად ხანგრძლივი და უსაფრთხო იქნება რეალურ პირობებში.

იტალიური დახვეწილობა და ინოვაციები: გაიცანით Kettler-ი

მთელი მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი Kettler Sanitary CO 2013 წელს იტალიაში დაარსდა. კომპანიის შექმნის მთავარი ინსპირაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სააბაზანოსა თუ სამზარეულოს სივრცეების ინოვაციური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფა გახდა.

ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში არ არის საჭირო?

ვინა სთქვა, რომ დაეკარგათ ეშხი ქალებს კი არა და - ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში საჭირო არ არის? ჰაი, ჰაი, რომ არის და მერე - როგორ?! ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (ვერ დავანებებთ, მაგრამ მაინც), იქნებ, რემონტი გაქვთ და როგორ, წყლის გამაცხელებელი არ დაგჭირდებათ? მით უმეტეს, რემონტს აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ზაფხულის პერიოდში არ აკეთებს?

3 ბრენდის გამორჩეული ლაზერული თარაზოები

მშენებლობებზე მუშაობთ და ლაზერული თარაზო ჯერ კიდევ არ გაქვთ? მაშინ აუცილებლად გირჩევთ რომ შეიძინოთ, რადგან მის გარეშე საქმე სრულყოფილად ვერ კეთდება. ხელსაწყო საუკეთესოა სისწორეების დაცვის კუთხით და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ამ ტიპის სამუშაოებში ჩართოთ. ასე ბევრად უფრო ეფექტურად შეასრულებთ საქმეს და მეტად კმაყოფილი იქნებით.

რა არის რეისმუსი და რა უნდა იცოდე მის შესახებ?

გინდა ხისა და ბეტონის იდეალურად დამუშავება? მაშინ სწორედ რეისმუსი გჭირდება. ხელსაწყო საქმეს პროფესიონალურად ასრულებს და ორივე სახის მასალაზე კარგად მუშაობს. ამიტომ, თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, მისი შეძენა აუცილებელიც კია. მანამდე გეტყვით, რომ არსებობს რიგი მახასიათებლები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა ინსტრუმენტის სწორად შერჩევისთვის. ამ ყველაფერში კი ჩვენ გაგარკვევთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ბეტონის დამუშავების მთავარი ინსტრუმენტები: ვიბრატორი, საჭრელი და შემრევი

ნებისმიერი სამშენებლო თუ სარემონტო პროექტის წარმატება, პირველ რიგში, საძირკვლისა და ბეტონის კონსტრუქციის სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ხარისხიანი ბეტონი მხოლოდ სწორად შერჩეული ცემენტისა და ქვიშის ნაზავი არ არის - ეს არის პროცესი, სადაც თითოეულ ეტაპს თავისი სპეციალური ტექნიკა და ინსტრუმენტი სჭირდება.

განათების ხელოვნება: როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ჭერისა და კედლის სანათები

სახლის დიზაინზე ფიქრისას, როგორც წესი, მთელ ყურადღებას ავეჯს, ფერებსა და დეკორაციებს ვუთმობთ ხოლმე, თუმცა არის ერთი ელემენტი, რომელსაც ნებისმიერი სივრცის სრულიად გარდაქმნა შეუძლია და ეს ელემენტი განათება გახლავთ. სწორად შერჩეული ჭაღი თუ ბრა მხოლოდ ოთახის განათებას არ ემსახურება, ის განწყობასაც ქმნის, ასევე, ხაზს უსვამს ინტერიერის ღირსებებს და სივრცეს ბევრად უფრო ფუნქციურსა და მყუდროს ხდის.

სხვადასხვა ბრენდის 3 საუკეთესო ბარგალკა

მეტალის დაჭრა და დამუშავება თუ გსურთ, ბარგალკა ამ საქმისთვის საუკეთესოა. ხელსაწყო ოსტატურად მუშაობს და ყველაფერს სწრაფად ასრულებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბევრი სამუშაო და ცოტა დროა. ინსტრუმენტი მეტალს იდეალურად ჭრის და ამუშავებს. შეძენამდე გირჩევთ, რომ რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინოთ და ასე ბევრად უფრო სწორად მიხვალთ სასურველ ბარგალკამდე. ამ ინფორმაციას კი ბლოგში გაიგებთ.

ტოპ 3 მსუბუქი და ხარისხიანი სარწყავი შლანგი

შლანგი ყოველთვის კარგად გამოსაყენებელი ხელსაწყოა, მაგრამ ზაფხულში ორმაგად მნიშვნელოვანია. ამ სეზონზე ინსტრუმენტის ხშირად მოხმარება მოგიწევთ და კარგია, როცა სახლში გეგულებათ. ხელსაწყოს მეშვეობით შეგიძლიათ მორწყოთ მიწის დიდი ნაკვეთი სრულიად უპრობლემოდ. ზაფხულში კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი, რომ გამომშრალ ნიადაგს ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს სჭირდება ტენი, რათა მცენარეები კარგად გაიზარდოს. გარდა ამისა, გამოგადგებათ მანქანის, ხალიჩების ან სხვა მსგავსი რაღაცების გასუფთავებისას.

როგორ გავხადოთ წყლის ტუმბო მაქსიმალურად ეფექტიანი: პრაქტიკული რჩევები

შენიშნეთ, რომ წყლის წნევამ დაიკლო, ტუმბო უფრო ხშირად ითიშება ან იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე წარსულში? არ შეშინდეთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი აუცილებლად შესაცვლელია. ხშირად მიზეზი არასწორი პარამეტრები ან მცირე დეტალების უგულებელყოფაა.

ელექტრო დრელი რომ ერთგულად გემსახუროთ, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იცოდეთ

ტექნიკის ყიდვისას, რაღა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ წლები გაგვიძლოს და მით უმეტეს, კრიტიკულ მომენტში იმედი არ გაგვიცრუოს. ელექტრო დრელი კი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში თუ სახელოსნოში საპატიო ადგილს იკავებს. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ მისი ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობა მხოლოდ ბრენდზე ან ფასზე არ არის დამოკიდებული - მთავარი ამბავი ის გახლავთ, როგორ ვუვლით და ვიყენებთ.

1527 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება