| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
დრელი ისეთი უნდა იყოს, დიდხანს და ერთგულად რომ გემსახუროთ
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის ერთი დრელი? დიახ, ორი დრელი, სამი დრელი, ოთხი დრელი და მოკლედ, დრელები... რისთვის არის საჭირო დრელები და აი, ამაზე საუბრისა და მსჯელობისთვის გიწვევთ სწორედ.
გაზის წყლის გამათბობელი - მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ
რა კარგია თბილი კერა, თბილი ლოგინი და ამ ყველაფრის ფონზე, თბილი წყალიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა, სამზარეულოს ნიჟარა კი ჭურჭლით არის სავსე, ან მაშინ, როცა კაი გემრიელი შხაპის მიღების სურვილი აქვს ადამიანს.
ერთად შევარჩიოთ საუკეთესო ფანარი
ფანარი ყველასთვის გამოსადეგი ხელსაწყოა. შეიძლება ამ მომენტში არ გჭირდებოდეთ, მაგრამ ურიგო არ არის, რომ სათადარიგოდ შეიძინოთ. ბევრანირ სიტუაციაში გამოიყენებთ და იმიტომ. ინსტრუმენტებს ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს. ამ ყველაფრის ცოდნა კი საჭიროა. ამჯერად, ორ ხელსაწყოს განვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ ისეთი კარგი ფანრები გვაქვს, იმედებს არასდროს გაგიცრუებთ.
როგორი უნდა იყოს პერფორატორი?
კედლის გახვრეტა ან დანგრევა თუ გეგმაში გაქვთ, პერფერატორი საგულდაგულოდ დაგეხმარებათ. ინსტრუმენტი მსგავსი საქმიანობისთვისაა შექმნილი. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესს კარგად უძღვება. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს მეტად და ნაკლებად გამოსადეგი ხელსაწყოები. თუ როგორ უნდა განსაზღვროთ, რომელია თქვენთვის შესაფერისი პერფორატორი, ამაში ჩვენ დაგეხმარებით ?
რომელია კარგი ელექტრო პულივიზატორი?
ღებვა თავისთავად სასიამოვნო პროცესია. შეგიძლია ბოლომდე შენს სტიქიაში გადაეშვა, ყურსასმენები გაიკეთო და საქმეს შეუდგე. მუსიკას ხელი ააყოლო და კვალი კედლებსაც დაატყო. თერაპიის როლს ასრულებს. ეს ყველაფერი ბევრად სასიამოვნო კი, ელექტრო პულივიზატორთან ერთადაა. კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობთ, როცა საქმე მარტივად და ხარისხიანად სრულდება. აბა, თუ საღებავი ტანსაცმელზე გადავისხით, რაღა მუსიკა გაგვამხიარულებს ?! პულივიზატორი კი საქმეს მშვიდად შეგასრულებინებთ, გულითადად დაგეხამრებათ და საღებავს მხოლოდ კედლებს დაამჩნევს.
რამდენი როზეტი და ჩამრთველი უნდა იყოს სახლში და რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით
მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა კი არა, შტეფსელს რამდენი სახელი აქვს, თუ გაქვთ დათვლილი?! აბა, ახლა დავითვალოთ ერთად: შტეფსელი, როზეტი, დენცქვიტა, უფრო პოპულარული - შტეფცელი და... და... რა, განა საკმარისი არ არის ამდენი სახელი რომ აქვს სულ ერთი ბეწო მოწყობილობას? თან იქვე მისი „ახლო ნათესავიც“ გაიხსენეთ - ჩამრთველი და სოფელიც აშენდება.
გაეცით პასუხი კითხვას: როგორი კომპრესორი გჭირდებათ?
ხშირად ვიცით ხოლმე ადამიანებმა ყველაფრის გაბუქება და გადაჭარბება: „ისეთი სიმამრი მინდა, შვეიცარიულ ბანკში ანგარიში გამიხსნასო“, „ისეთს დაგარტყამ, ამერიკაში გაგაფრენო“, „ისეთი ჰაერის კომპრესორი მინდა, ყველგან რომ ეტეოდესო“...
ელექტრო შალაშინი ის ხელსაწყოა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია
ზედმეტად სათუთი საკითხი კი არის, მაგრამ მაინც უნდა შევეხოთ, ან მოდი, გავიმარტივებთ საქმეს და თქვენ გვიპასუხეთ: ხის მასალის ხარისხიანად დამუშავება დურგალზეა დამოკიდებული, თუ შალაშინი იღებს საკუთარ თავზე მთავარ საქმეს?
რატომ არის სასუქი სასარგებლო?
მცენარეები თუ კი გიყვართ და მიწასაც ხშირად ამუშავებთ, სასუქების შესახებაც გეცოდინებათ. კონკრეტულად ის, რომ სასარგებლო ნაერთებს შეიცავს და მიწას ატენიანებს. მცენარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს იღებს და სწორედ ამიტომაა სასარგებლო.
გენერატორები მაღალი რესურსებით
გენერატორი ჩაუნაცვლებელი ხელსაწყოა. ინსტრუმენტი ზუსტად მაშინ გეხმარებათ, როცა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობაა. მას რთული სიტუაციის განეიტრალება შეუძლია. ხელსაწყო ენერგიის წყაროა და თუ უეცრად შუქი ჩაქვრა, შეგიძლიათ დასახმარებლად უხმოთ. ინსტრუმენტი საქმის შესასრულებლად მუდამ მზადაა.
ტოპ 3 ბარგალკა, რომელიც მეტალს გულდასმით ამუშავებს
რთულია თუ არა, მეტალის დაჭრა და დამუშავება ? სამწუხაროდ, კი, საკმაოდ რთულია, მაგრამ საბედნიეროდ, ბარგალკა არსებობს. ჩათვალეთ, რომ პრობლემები გადაჭრილია. ხელსაწყო საოცრად მუშაობს და ყველანაირ საქმეს ერგება. ინსტრუმენტს მეტალის დაჭრაც შეუძლია და უბრალოდ დამუშავებაც. ზოგიერთი კუთხსახეხი ორივე სამუშაოში ერთვება, ზოგიც კი მხოლოდ რომელიმე ერთს ასრულებს. თუ როგორ უნდა განსაზღვროთ, რა ტიპის საქმისთვის გამოიყენება, დეტალურად გავივლით.
ონკანის შერჩევა მეტად სათუთი საქმეა და შეცდომა არ უნდა დაუშვათ
ის, ვინც ფიქრობს, რომ დიასახლისობა მარტივი საქმეა, არასოდეს ჩაულაგებია დასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ერთ ხელში ტელეფონით და მეორე ხელში - „ბუბლიკით“. და ის, ვინც ფიქრობს, რომ დიასახლისისთვის კი არა, ზოგადად, მთელი ოჯახისთვის, ნებისმიერი ონკანი გამოსადეგია, ძალიანაც ცდება!

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.