| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
ცირკული ხერხი - გამარტივებული საქმე
რა შეიცვალა ცირკული ხერხის გამოგონების შემდეგ ? რომელი ერთი ვთქვათ, მუშაობა რომ გამარტივდა თუ შესრულებული საქმის ხარისხმა რომ იმატა ? ან იქნებ ის, ყველაფერს რომ სწრაფად ასრულებს და დიდ დროს არ გაკარგვინებთ? ცირკული ხერხი ბევრი უპირატესობით სარგებლობს. ინსტრუმენტი ხისა და მეტალის დასამუშავებლად გამოიყენება. მასალას გულდასმით ასწორებს და საქმეს მუდამ პასუხისმგებლობით ეკიდება.
ონკანები, რომლების შეძენაც აუცილებელია
სამყაროში ბევრი უსიამოვნებაა, მაგრამ უხარისხო ონკანზე მეტად, ცოტა რამ. წარმოსადგენადაც კი ძალიან მძიმეა. მწყობრიდან გამოსული ონკანი უკონტროლოა. წყალი ელვის სისწრაფით მოდის და ვერავინ აჩერებს. ოთახი კი ტბას ემსგავსება. თუ თქვენს ქვემოთ ვინმე ცხოვრობს, მაშინ ორმაგი სევდაა. ცალკე თქვენი სახლი და ცალკე მეზობლის ჭერი. მოკლედ, მსგავსი სიტუაცია არავის აწყობს და ამ ცუდი ამბის თავიდან ასარიდებლად, ხარისხიანი ხელსაწყოა საჭირო. ასეთ ინსტრუმენტს კი ჩვენთან იპოვით. ონკანებზე ბევრს ვისაუბრებთ და საჭირო ინფორმაციებით მოგამარაგებთ.
ტოპ 4 სწრაფი დრელი
ვის ან რას უნდა მიმართოთ მაშინ, როცა საქმე კედლის გახვრეტას ეხება ? რთული გადასაწყვეტი სულაც არ არის, რადგან ერთადერთი გზა დრელზე გადის. სხვა ვარიანტი არც კი განიხილება, იმიტომ რომ კონკრეტულ ინსტრუმენტზე უკეთ, კედელს ვერაფერი ანგრევს. უნდა ვაღიაროთ, რომ მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მარჯვე ხელსაწყო ყველაფერს სხვა თვალით დაგანახებთ. დრელთან ერთად სირთულეები დაძლევადია, ამიტომ არაფერს შეუშინდეთ.
რას აკეთებენ ხოლმე მეზობლები პერფორატორით?
სიყვარული კი არის ბრმა, მაგრამ აი, მეზობელი - არა! არასოდეს! არც იოცნებოთ!.. მეზობელი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, მეზობელმა ყველაფერი იცის. უფრო მეტიც, ყოველთვის თქვენზე დაკავებული და საქმიანია და უთენია თუ მოქოქა პერფორატორი, უნდა მოითმინოთ! აკი გითხარით - მეზობელს ყოველთვის თქვენზე მეტი საქმე აქვს!
ბალგარკა - ინსტრუმენტი, რომელსაც არც მაჭანკალი სჭირდება, არც აბანოში გადანახულება..
თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო, ეგრე ამბობდნენ ძველად და პრინციპში, ახლაც იტყვიან ხოლმე... ასე იყო ნამდვილად: აბანოში ბევრ რამეს ეხდებოდა ფარდა, იქ პოულობდნენ უარყოფთსაც, დადებითსაც... დატრიალდებოდნენ მაჭანკლები... „გააიმასქნებდნენ“... მერე სარძლოს აბანოში გადაინახულებდნენ... საშინელი ჩვევა და ტრადიცია იყო და ძალიანაც კარგი, მივიწყებას რომ მიეცა!.. საქმემ უნდა გამოგაჩინოს და არა მაჭანკლებმა და აბანომ და ქვემოთ სწორედ ისეთ რამეზე უნდა ვისაუბროთ, რასაც დიახაც, არც მაჭანკალი სჭრდება, არც აბანოში გადანახულება - რაცაა, ეგაა და ამით ყველაფერი ნათქვამია!..
ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო - გენერატორი და... ლოქოც!..
ხომ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, არა? ჰოდა, ელექტროობის ძალიან უცნაური დასაწყისის შესახებ უნდა გითხრათ, უფრო სწორად, დენის დარტყმის შესახებ, რაც აუცილებლად გაგაკვირვებთ! რა არის გასაკვირი და ის, რომ რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, პირველი ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებმაც დენის დარტყმის სიმწარე გამოსცადეს, ძველეგვიპტურ ტექსტებში ჩვენს ერამდე 2750 წლით თარიღდება!
სად და როგორ გამოიყენებთ ფანარს?
ფანრით განათებულ სივრცეში, ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. თუ მოინდომებთ, წიგნსაც წაიკითხავთ და ნემსში ძაფსაც გაუყრით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ფანრები ასეთებია, მძლავრი და შეუპოვარი. თუმცა, ამ ყველაფრის თქმა, საკმარისი არ არის. დეტალურად განხილვაა საჭირო და დროა, საქმეს შევუდგეთ.
შეარჩიეთ მანქანის მტვერსასრუტი მარტივად
მანქანის მტვერსასრუტი კომპაქტური ხელსაწყოების რიგებში ეწერება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მოწინავე პოზიციას იკავებს. მოქნილობა მისი მთავარი უპირატესობაა. კიდევ ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ამით ნამდვილად გამორჩეულია. შეიძლება თქვათ, რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტი სადაც არსებობს, იქ სპეციალურიად მანქანისთვის განკუთვნილი რაღა საჭიროაო, მაგრამ ასე არ არის. ახლავე გეტყვით, თუ რატომ.
დაიხმარე პულივიზატორი და იმუშავე სწრაფად
პულივიზატორიდან საღებავი იფრქვევა და კედელი იღებება. სივრცე ლამაზდება, ნათდება და სილაღე ემატება. ხელსაწყო მარტივად და სწრაფად საქმიანობს. შესაბამისად, სამუშაო განწყობა ყოველთვის მაღალია. საქმეც თერაპიასავითაა და სასიამოვნო გამოცდილებაა. ხელსაწყოს მეშვეობით კედლებზე ხატვა, წერა და სხვადასხვა ფორმით აქტიურობაა შესაძლებელი. პულივიზატორი კი ამ საინტერესო ამბავში მთავარია.
დიახაც, „ლინუსის“ სანათები ბაროკოს სტილსაც დაამშვენებს, როკოკოსაც, ამპირსაც და მინიმალიზმსაც!..
ისე, გემოვნებაზე თუ არ იდავე ადამიანმა, აბა, სხვა რაღა არის სადავო? არ თქვათ ახლა, იმაზე კამათია საინტერესო, მესი უფრო მაგარი ფეხბურთელია თუ - რონალდო! თუმცა, ესეც გემოვნების ამბავია და საერთოდაც, რაც კამათი, ჩხუბი და აყალმაყალი მომხდარა, მიზეზი სწორედაც რომ განსხვავებული გემოვნება უნად იყოს. აბა, გაიხსენეთ, მაგალითად, ზოგის გემოვნებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრები არ ჯდებოდა და გაფართოება მოისურვა... ზოგს - სხვისი ცოლი მოეწონა - ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო...
რა კავშირია ჭიპონს, დიპლიპიტოსა და ლობზიკს შორის?
ჭიპონი და დიპლიპიტო თუ გეგონათ უცნაური საკრავი ინსტრუმენტები, რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ საკრავი ინსტრუმენტის როლს ხშირად ასრულებს... ხერხი. დიახ, დიახ, სწორედ იმ ხერხს, უამრავი რამის გახერხვაში რომ გვეხმარება ხოლმე, ხშირად იყენებენ როგორც საკრავ ინსტრუმენტს, ძირითადად, ქუჩის მუსიკოსები და ახლა რომ ძალიან მოდაშია, ის სიტყვა გამოვიყენოთ - პერფორმანსებსაც აწყობენ, ჩინებულს და მშვენიერს, თურმე...
ორიოდ სიტყვა შედუღების აპარატის ისტორიისა და ვრცლად მისი შესაძლებლობების შესახებ
თქვენ თუ იცით, რომ გამოცდილი შემდუღებელი, სანამ ფოტოაპარატიდან „ჩიტი გამოფრინდება“ და წამიერი სინათლე გაიელვებს, ნიღბის მორგებას ასწრებს? ჰოდა, აფერუმ მის ამ ჩვევას - შედუღების აპარატთან ურთიერთობა, სხვა ყველაფერთან ერთად, უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვასაც გულისხმობს.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.