| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
ნამდვილად კარგად იცით, როგორი საჭირო რამეა კიბე?
ძველი ანეკდოტი კია, მაგრამ არც ისე ურიგო - ბავშვი დედას გასძახებს: - „დე, დროზე მოდი, კიბე გადამიყირავდა...“ „ვაიმე, გაიგებს მამაშენი და ნახე, რა დღე დაგაყაროს...“ „მამამ გაიგო უკვე, დე, ჭაღზეა ჩამოკიდებული...“ Holst.ge კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოება ყველგან და ყველაფერში უნდა გახსოვდეთ, კიბეზე უბრალოდ ჩამოჯდომა იქნება ეს, ჭაღზე ნათურის გამოცვლა, ჭერის შეთეთრება, კედლის ამოყვანა, ლესვა, ღებვა, ხესა თუ შენობაზე აძრომა...
მაგიდის სანათი - გაალამაზეთ ინტერიერი, გაახარეთ ბავშვები, იზრუნეთ მხედველობაზე
გენიალური ქართული ფილმი „მზე შემოდგომისა“ უნდა გაგახსენოთ ახლა, უფრო სწორად, ერთი ძალიან გამორჩეული მომენტი: „ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მეთევზეები შენი მეზობლები არიან, აბანოში ურიგოდ წასვლა გინდა და მექისეც შენი მეზობელია...“ მთლად კარის მეზობლობისა რა გითხრათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რა გინდა სულო და გულო, Holst.ge-ზე არ მოიძიოთ - მაგიდის სანათი დაგჭირდებათ, Holst.ge შენ გვერდითაა, მუზა ხშირად გსტუმრობს და ღამით წერა გიყვარს და Holst.ge ამ ამბავშიც დაგეხმარება... აჰ, ბავშვს გინდა გული გაუხარო? Holst.ge-ზე მაგიდის სანათები იმდენი და იმდენნაირია, ნებისმიერი ასაკის ადამიანს რომ მოხიბლავს.
გაიმარტივეთ საქმე ცირკულ ხერხთან ერთად
ჩვეულებრივი ხერხისგან ცირკულს ბევრი რამ განასხვავებს. თითოეული სხვადასხვა საქმისთვისაა განკუთვნილი. გაუგებრობა რომ არ წარმოშვას, ბევრჯერ დაზუსტებაა საჭირო. ორივე კარგად მუშაობს, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. მოკლედ, ცირკულ ხერხს ხისა და ბეტონის დამუშავება აბარია. ამიტომ, მსგავსი საქმიანობისთვის ეს კონკრეტული ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. არჩევაში კი ჩვენ დაგეხმარებით.
ელექტრო გამათბობელი - აუცილებელი ნივთი ზამთრისთვის
ხეებს ფოთლები ელვის სისწრაფით სცვივა. ღამეები უფრო გრძელი და ცივია. მზის სხივებმაც ძალა დაკარგა, ადრინდელივით ვეღარ გვათბობს. ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ზამთარი კარს მოგვადგა. ამ სუსხიან სეზონზე კი მხოლოდ სითბო თუ გვიშველის. პირველ რიგში, ადამიანები რომ ერთმანეთის მიმართ გავცემთ, ის იგულისხმება. ოდნავ სხვანაირ სითბოს კი ელექტრო გამათბობელი გვჩუქნის. სწორედ ამ საჭირო ინსტრუმენტზე უნდა გიამბოთ.
რა უნდა იცოდე ელექტრო შალაშინის შესახებ
მასალების უმეტესობას დამუშავება სჭირდება. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გარეშე, საქმე ბოლომდე ვერ მიდის. პროცესის წარმართვაში ელექტრო შალაშინი დაგეხმარებათ. ხელსაწყოს მთავარი მოვალეობა მასალის დახვეწაა. შედეგად კი თვალწარმტაც ნაშრომს ვიღებთ. ამიტომ, შალაშინი არ დაივიწყოთ და დაიხმარეთ.
ტოპ 3 მძლავრი შედუღების აპარატი
შედუღების აპარატი მასალებს ერთმანეთთან აერთებს. მეტალს ფორმას უცვლის და საკუთარ ადგილს უჩენს. საქმეს მთელი სიზუსტით ასრულებს. ყველაფერზე მაქსიმალურად პასუხისმგებელია. სისწრაფეც მისი მოგონილია. დიდი დრო არ სჭირდება, ხელსაწყო სწრაფად მუშაობს.
ნათურა - რა უნდა იცოდე, გენიალურ გამოგონებაზე
ნათურის გამოგონებამ ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალა. ჩაბნელებულ სახლებს სინათლის სხივები მოედო. სამყარომ პირი უკეთესობისკენ იბრუნა. ნათურების არსებობა ახლა არავის უკვირს, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. მას შემდეგ ყველაფერი კარგისკენ იხრება. დღეს ნათურის სხვადასხვა სახეობებიც კი გვაქვს. ასევე, არსებობს სანათები და სხვა კომფორტული მოწყობილობები, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ამჯერად, უშუალოდ ნათურებზე ვისაუბროთ.
თუ დრელი დრელობს, კედელი ორი ხელით იხვრიტებაო...
„კარგი დრელი მათრახს არ დაირტყამსო“ - არა, ასე არ არის... „დრელი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - არა, ბატონო, არც ასეა! „ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და უკვე დრელს არქმევდნენო“ - ასე ხომ არ არის და არც არასოდეს იქნება! საერთოდაც, რა გახდა, რომ ერთ გემრიელ ხალხურ ანდაზაში ელექტრო დრელი იყოს ნახსენები? ნუ, კარგით, უბრალოდ დრელი მაინც? პრინციპში, სწორია ბურღი, მაგრამ მოგეხსენებათ, რიგ მიზეზთა გამო, ასე უფროა დამკვიდრებული. ჰოდა, ამჯერად ბარბარიზმებსა თუ ნასესხებ სიტყვებზე საუბარი გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, ერთი, მთლად ანდაზას თუ არა, შექებას მაინც თუ იმსახურებს ეს ხელსაწყო.
ნებისმიერი სახელოსნოს მშვენება - ელექტრო ფრეზი
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ხოლო ნებისმიერი სახელოსნო ფრეზმა დაამშვენოსო. პირველი გამოთქმა ხშირად გაგვიგია და შინაარსსაც კარგად ვხვდებით, აი, მეორე „ანდაზის“ მნიშვნელობას კი ზედმიწევნით ზუსტად აგიხსნით, თან ისე, რომ კითხვას როცა დაასრულებთ, გაურკვეველი აღარაფერი დაგრჩებათ და ყველაფერში დაგვეთანხმებით.
ბეწვა ხერხი - ხელსაწყო, რომელიც უცხო ენასაც კი შეგასწავლით
„შპრეხენ ზი დოიჩ?“... „დუ იუ სპიქ ინგლიშ?“... „პარლე ვუ ფრანსე?“... „პარლი იტალიანი?“... ისე, რა გადასარევი ნათქვამია: „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“... და ამ ამბავში განსაკუთრებით უცნაური რა არის, იცით? ისე, რომ თავადაც ვერ ვხვდებით, რამდენიმე ენას ვფლობთ და ისე ვიყენებთ მაგალითად, გერმანულ სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერც ვაცნობიერებთ. სამაგიეროდ, ქვეცნობიერმა იცის, რომ დიდებულ ადამიანთან აქვს სამუდამო კავშირი დამყარებული...
ცენტრალური გათბობის ქვაბი - სულ სხვა სითბო და სიმხურვალე
სითბო და სიმხურვალე პაწროსა და გივილოს იმ პაპანაქებაშიც კი უნდოდათ და ზამთრის ყინვასა და სუსხში ხომ ნამდვილი მისწრებაა სითბოცა და სიმხურვალეც, რასაც როგორ მიიღებთ? რაღა თქმა უნდა, Holst.ge-ზე შერჩეული ხარისხიანი ცენტრალური გათბობის ქვაბის მეშვეობით.
ავტომოყვარულების საუკეთესო დამხმარე - მტვერსასრუტი
მოკლედ, სადღაც 1978 წელია... გატყუებთ, 1980 და ერთმა ზედმეტად ეკონომიურმა ოჯახმა გადაწყვიტა, ვიდეოოპერატორისთვის გადასახდელი თანხა დაეზოგა და უბრალოდ, ქორწილი კარგად დაიმახსოვრა… რა გითხრათ, ეკონომიურობა ნამდვილად არ არის უარყოფითი თვისება, ალბათ, ნებისმიერ სფეროში, თუმცა რაც ავტომობილსა და მის მოვლას შეეხება, აი, აქ უკვე ყოველგვარი ეკონომია გვერდზე უნდა გადავდოთ. დიახ, დიახ, გვერდზე უნდა გადავდოთ დაღლილობაც, მოწყენილობაც, შიმშილიც და ერთი გემოზე მივაწკრიალოთ ჩვენი „რკინის რაში“.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.