ბლოგი
ყველა

რა უნდა იცოდე ელექტრო შალაშინის შესახებ

მასალების უმეტესობას დამუშავება სჭირდება. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გარეშე, საქმე ბოლომდე ვერ მიდის. პროცესის წარმართვაში ელექტრო შალაშინი დაგეხმარებათ. ხელსაწყოს მთავარი მოვალეობა მასალის დახვეწაა. შედეგად კი თვალწარმტაც ნაშრომს ვიღებთ. ამიტომ, შალაშინი არ დაივიწყოთ და დაიხმარეთ.

ტოპ 3 მძლავრი შედუღების აპარატი

შედუღების აპარატი მასალებს ერთმანეთთან აერთებს. მეტალს ფორმას უცვლის და საკუთარ ადგილს უჩენს. საქმეს მთელი სიზუსტით ასრულებს. ყველაფერზე მაქსიმალურად პასუხისმგებელია. სისწრაფეც მისი მოგონილია. დიდი დრო არ სჭირდება, ხელსაწყო სწრაფად მუშაობს.

ნათურა - რა უნდა იცოდე, გენიალურ გამოგონებაზე

ნათურის გამოგონებამ ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალა. ჩაბნელებულ სახლებს სინათლის სხივები მოედო. სამყარომ პირი უკეთესობისკენ იბრუნა. ნათურების არსებობა ახლა არავის უკვირს, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. მას შემდეგ ყველაფერი კარგისკენ იხრება. დღეს ნათურის სხვადასხვა სახეობებიც კი გვაქვს. ასევე, არსებობს სანათები და სხვა კომფორტული მოწყობილობები, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ამჯერად, უშუალოდ ნათურებზე ვისაუბროთ.

თუ დრელი დრელობს, კედელი ორი ხელით იხვრიტებაო...

„კარგი დრელი მათრახს არ დაირტყამსო“ - არა, ასე არ არის... „დრელი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - არა, ბატონო, არც ასეა! „ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და უკვე დრელს არქმევდნენო“ - ასე ხომ არ არის და არც არასოდეს იქნება! საერთოდაც, რა გახდა, რომ ერთ გემრიელ ხალხურ ანდაზაში ელექტრო დრელი იყოს ნახსენები? ნუ, კარგით, უბრალოდ დრელი მაინც? პრინციპში, სწორია ბურღი, მაგრამ მოგეხსენებათ, რიგ მიზეზთა გამო, ასე უფროა დამკვიდრებული. ჰოდა, ამჯერად ბარბარიზმებსა თუ ნასესხებ სიტყვებზე საუბარი გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, ერთი, მთლად ანდაზას თუ არა, შექებას მაინც თუ იმსახურებს ეს ხელსაწყო.

ნებისმიერი სახელოსნოს მშვენება - ელექტრო ფრეზი

პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ხოლო ნებისმიერი სახელოსნო ფრეზმა დაამშვენოსო. პირველი გამოთქმა ხშირად გაგვიგია და შინაარსსაც კარგად ვხვდებით, აი, მეორე „ანდაზის“ მნიშვნელობას კი ზედმიწევნით ზუსტად აგიხსნით, თან ისე, რომ კითხვას როცა დაასრულებთ, გაურკვეველი აღარაფერი დაგრჩებათ და ყველაფერში დაგვეთანხმებით.

ბეწვა ხერხი - ხელსაწყო, რომელიც უცხო ენასაც კი შეგასწავლით

„შპრეხენ ზი დოიჩ?“... „დუ იუ სპიქ ინგლიშ?“... „პარლე ვუ ფრანსე?“... „პარლი იტალიანი?“... ისე, რა გადასარევი ნათქვამია: „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“... და ამ ამბავში განსაკუთრებით უცნაური რა არის, იცით? ისე, რომ თავადაც ვერ ვხვდებით, რამდენიმე ენას ვფლობთ და ისე ვიყენებთ მაგალითად, გერმანულ სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერც ვაცნობიერებთ. სამაგიეროდ, ქვეცნობიერმა იცის, რომ დიდებულ ადამიანთან აქვს სამუდამო კავშირი დამყარებული...

ცენტრალური გათბობის ქვაბი - სულ სხვა სითბო და სიმხურვალე

სითბო და სიმხურვალე პაწროსა და გივილოს იმ პაპანაქებაშიც კი უნდოდათ და ზამთრის ყინვასა და სუსხში ხომ ნამდვილი მისწრებაა სითბოცა და სიმხურვალეც, რასაც როგორ მიიღებთ? რაღა თქმა უნდა, Holst.ge-ზე შერჩეული ხარისხიანი ცენტრალური გათბობის ქვაბის მეშვეობით.

ავტომოყვარულების საუკეთესო დამხმარე - მტვერსასრუტი

მოკლედ, სადღაც 1978 წელია... გატყუებთ, 1980 და ერთმა ზედმეტად ეკონომიურმა ოჯახმა გადაწყვიტა, ვიდეოოპერატორისთვის გადასახდელი თანხა დაეზოგა და უბრალოდ, ქორწილი კარგად დაიმახსოვრა… რა გითხრათ, ეკონომიურობა ნამდვილად არ არის უარყოფითი თვისება, ალბათ, ნებისმიერ სფეროში, თუმცა რაც ავტომობილსა და მის მოვლას შეეხება, აი, აქ უკვე ყოველგვარი ეკონომია გვერდზე უნდა გადავდოთ. დიახ, დიახ, გვერდზე უნდა გადავდოთ დაღლილობაც, მოწყენილობაც, შიმშილიც და ერთი გემოზე მივაწკრიალოთ ჩვენი „რკინის რაში“.

გენერატორი - საქმის პროფესიონალი ხელსაწყო

გენერატორებს უდიდესი ენერგია აქვს. სწორედ ამ მარაგით სხვა ხელსაწყოებს ამუშავებს. ინსტრუმენტი სახლშიც საჭიროა და სხვა დაწესებულებებშიც. გენერატორი მაშინ გამოგადგებათ, თუ კი ელექტრო ენერგია გამოირთვება. სწორედ ასეთი გამოუვლი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. საქმეს თავს კარგად ართმევს. მეტიც, იმდენად ეფექტურია, რომ ხელოვნურად შექმნილი დენის წყარო, სულაც არ გეგონებათ.

რაში გამოგადგებათ ელექტრო სახრახნისი

ხრახნის დამაგრება სპეციფიკური საქმეა. პროფესიონალი ხელსაწყო და მარჯვე ოსტატი სჭირდება. თუ ორივე ადგილზეა, მაშინ საქმე გადაწყვეტილია. ამისთვის ელექტრო სახრახნისი საუკეთესოა. მარჯვე ხელსაწყო რთულ სიტუაციაში თქვენს გვერდით იქნება. დეტალური ინფორმაციისთვის კი სტატია ყურადღებით გადაიკითხეთ.

ყველაფერი გამძლე ონკანების შესახებ

ხარისხიანი ონკანი ყველაფერის ტოლფასია. გამძლე ინსტრუმენტის წყალობით, მშვიდად იქნებით. იმის შიში, რომ მილი დაზიანდება და სახლს ტბად გადააქცევს, სამუდამოდ დაგავიწყდებათ. სხვა შემთხვევაში კი მართლა ასე იქნება. გაფუჭებული ონკანიდან წყალი სწრაფად მოჟონავს, იმდენად რომ უეცრად ვერ უშველით. ამასობაში, მთელი ოთახი წყალში გაეხვევა და ვინ იცის, იქნებ მეზობლამდეც კი ჩააღწიოს.

ტოპ 3 ხარისხიანი სანათი

სანათს ერთადერთი მოვალეობა აკისრია, კერძოდ, სივრცის განათება. ყველაფერი მარტივია, ამას სიტყვაც ამბობს. ოღონდ ხელსაწყო კონკრეტულ ადგილს ანათებს, მაგალითად, სამუშაო კუთხეს. დიდ ტერიტორიას ვერ სწვდება, მაგრამ პატარა სივრცეებს სასიამოვნო ტონალობას მატებს.

1527 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება