| ბლოგი |
განათება
|
| ბლოგი |
განათება
|
დახვეწილი დიზაინი და მაღალი სიმძლავრე - ის, რაც Ledex-ის მაგიდის სანათებს აერთიანებს
მაგიდის სანათი ყველაზე კომფორტული და გამოსადეგი ხელსაწყოა, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად გამოიყენოთ. ინსტრუმენტი დაგეხმარებათ, რომ ოთახის კონკრეტული სივრცეები უფრო მეტად იყოს განათებული, დანარჩენი კი სურვილისამებრ, შეგიძლიათ საშუალოდ ან სულაც არ გაანათოთ. ამით შექმნით მყუდრო ატმოსფეროს და ბევრად უფრო მშვიდ სივრცეს. გარდა ამისა, თუ მაგალითად წიგნის წაკითხვა, ხატვა ან სხვა მსგავსი აქტივობა გსურთ, მაგიდის სანათები დაგეხმარებათ, რომ დეტალები უკეთ დაინახოთ, თვალის გადაღლის გარეშე.
სიბნელეში რომ არ დარჩეთ - საუკეთესო ფანრები ნებისმიერი სიტუაციისთვის Holst.ge-ზე
სიბნელეში მოულოდნელად აღმოჩენა - იქნება ეს სახლში შუქის გათიშვა, ღამით გზაზე მანქანის გაფუჭება თუ ტყეში დაბანაკება - ყოველთვის დისკომფორტთან და ცოტა არ იყოს, შიშთანაც კი ასოცირდება. ასეთ დროს ხარისხიანი და საიმედო ფანარი არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ პირველადი საჭიროების ნივთია.
განათების ხელოვნება: როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ჭერისა და კედლის სანათები
სახლის დიზაინზე ფიქრისას, როგორც წესი, მთელ ყურადღებას ავეჯს, ფერებსა და დეკორაციებს ვუთმობთ ხოლმე, თუმცა არის ერთი ელემენტი, რომელსაც ნებისმიერი სივრცის სრულიად გარდაქმნა შეუძლია და ეს ელემენტი განათება გახლავთ. სწორად შერჩეული ჭაღი თუ ბრა მხოლოდ ოთახის განათებას არ ემსახურება, ის განწყობასაც ქმნის, ასევე, ხაზს უსვამს ინტერიერის ღირსებებს და სივრცეს ბევრად უფრო ფუნქციურსა და მყუდროს ხდის.
რომელია Ledex-ის 3 გამორჩეული მაგიდის სანათი?
გსურთ რომ ოთახში მყუდრო გარემო შექმნათ და სივრცეები სასიამოვნოდ გაანათოთ? მაშინ ზუსტად ჩვენი საოცარი მაგიდის სანათები დაგეხმარებათ მშვიდი ატმოსფეროს შექმნასა და სხვადასხვა კუთხის კარგად მოწყობაში. თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ხელსაწყო და კიდევ სხვა მსგავს კითხვებზე პასუხებს ბლოგში ამოიკითხავთ.
კარის ზარი, როგორც თქვენი სახლის პირველი მცველი
მოდით, ტიპური დღე წარმოიდგინეთ: სამზარეულოში სადილს ამზადებთ, ტელევიზორს უყურებთ ყურსასმენებით თქვენს საყვარელ მუსიკას უსმენთ ან უბრალოდ, თქვენთვის წამოწექით, ოცნებობთ და საერთოდ არ გაინტერესებთ, რა ხდება გარე სამყაროში. აი, ზუსტად ამ დროს კი კართან სტუმარი, კურიერი ან მეზობელი დგას. ძველი, მავთულებზე დამოკიდებული ზარების ეპოქაში, ერთი გაწყვეტილი სადენი ან შორეულ ოთახში ჩახშული ხმა საკმარისი იყო, რომ ზარები გამოგრჩენოდათ. ახლა კი, როცა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, სახლის უსაფრთხოება და კომფორტი სრულიად ახალ ეტაპზეა გადასული და ამის მთავარი მიზეზი ხშირად ყველაზე შეუმჩნეველი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალია. დიახ, დიახ, სწორად მიხვდით - კარის ზარი.
3 დამაგრძელებელი, რომელიც ყოველდღიურობაში გამოგადგება
დამაგრძელებელი ყველგან საჭიროა და ერთი კი არა, არსებობს სივრცეები, სადაც ბევრი გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო საქმეს გვიმარტივებს და ჩვენს ყოველდღიურ კომფორტზე ზრუნავს. ინსტრუმენტი იმისთვისაა შექმნილი, რომ გულითადად დაგვეხმაროს და თითოეული მომენტი სასიამოვნო გახადოს. ასეთ ქებას ნამდვილად იმსახურებს, რადგან მართლა ამ მიზანს ემსახურება.
Linus-ის ერთ-ერთი საუკეთესო უსაფრთხოების კამერა
ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია და ყოველთვის პირველ ადგილას უნდა იყოს. სწორედ ამ საკითხში მონაწილეობს სათვალთვალო კამერები, რომლებიც სხვადსხვა ადგილას შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს კონკრეტული ხელსაწყო არავისთვისაა ზედმეტი, პირიქით ყველასთვის ძალიან გამოსადეგია. შერჩევაც საკმაოდ მარტივია, მთავარია იცოდეთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და გულდასმით გაითვალისწინოთ. ამ დეტალებს კი ბლოგში ჩვენ გაგაცნობთ.
4 ჩამრთველ-როზეტი, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ
არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლებსაც იშვიათად გამოიყენებთ, ან აქტიურად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული საქმე თქვენი ყოველდღიურობაა. ამასთანავე, ვაწყდებით ისეთ ინსტრუმენტებსაც, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება უწევს ყველას და თან მნიშვნელობა არ აქვს სამუშაო სფეროს. მოკლედ, საუბარი ჩამრთველ-როზეტებზეა. ეს კონკრეტული ხელსაწყო მართლა ყველასთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა მისი სწორად შერჩევა იცოდეთ. ეს ყველაფერი კი საკმაოდ მარტივია. დეტალებში ჩვენ გაგარკვევთ.
3 განსხვავებული ტიპის სანათი
სანათებს ჩვენს ყოველდღიურობაში დიდი როლი აქვს, რადგან თუ გვინდა, რომ მყუდრო გარემო შევიქმნათ და სივრცე გავანათოთ, სწორედ ამ ნივთს მივმართავთ. ხელსაწყოს შერჩევა საკმაოდ მარტივია. ამისთის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მახასიათებლის გათვალისწინება. ამ ყველაფრის შემდეგ კი სასურველი სანათი თქვენს ხელთ იქნება. მაინც რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და საიდან უნდა დაიწყოთ ხელსაწყოს შერჩევა? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ბლოგში ამოიკითხავთ. ასე რომ, დავიწყოთ.
როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია: LED-ნათურების მთავარი უპირატესობები
ხშირად, როცა კომუნალური გადასახადების შემცირებაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში დიდ ტექნიკას: კონდიციონერს, სარეცხ მანქანას ან მაცივარს ვადანაშაულებთ. თუმცა, რეალური და ყველაზე მარტივი გამოსავალი ხშირად ჩვენს თავზემოთ, ჭერში იმალება.
როგორ შევმატოთ სიმყუდროვე სამუშაო კუთხეს სწორი სანათით?
სახლიდან მუშაობა, გვიანობამდე მეცადინეობა თუ უბრალოდ საყვარელი წიგნის კითხვა - ჩვენი სამუშაო მაგიდა ხშირად იქცევა სივრცედ, სადაც დღის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. თუმცა, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ხშირად ვგრძნობთ დაღლილობას, დისკომფორტს ან მოტივაციის ნაკლებობას, რის მიზეზსაც იშვიათად ვეძებთ... განათებაში. არადა, არასწორმა შუქმა შეიძლება სივრცე საავადმყოფოს პალატას დაამსგავსოს, მაშინ, როცა სწორად შერჩეულ მაგიდის სანათი ნამდვილ მშველელად გვევლინება.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.