| ბლოგი |
სანტექნიკა და გათბობა
|
| ბლოგი |
სანტექნიკა და გათბობა
|
როგორ გრძნობს სხეული სითბოს, სანამ ოთახი გათბება - ანუ რა შეუძლია ელექტრო გამათბობელს?
ზამთარში ოთახის გათბობა ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა მთელ სივრცეს თანაბრად უნდა მოემატოს. ზოგჯერ უბრალოდ გვჭირდება, რომ სითბო სწრაფად ვიგრძნოთ - სამუშაო მაგიდასთან, დივანზე, აივანზე, სახელოსნოში თუ სხვა კონკრეტულ სივრცეში. ჰოდა, სწორედ აქ ჩნდებიან კვარცის ელექტრო გამათბობლები თავიანთი მთავარი უპირატესობით: ჰაერის ნელ-ნელა გათბობის ნაცვლად, ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით, ეს მოწყობილობა სითბოს პირდაპირ ადამიანსა და მის გარშემო არსებულ საგნებზე გადასცემს. სწორედ ამიტომ, მისი ჩართვის შემდეგ სითბოს შეგრძნება შეიძლება ოთახის მთლიანად გათბობამდე დაიწყოს.
რატომ უნდა შეიძინო Kettler-ის გაზის წყლის გამათბობელი?
ონკანს ხსნი, რამდენიმე წამი გადის და წყალი უკვე ცხელია. თითქოს მარტივი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში ამ რამდენიმე წამში გაზის წყლის გამაცხელებელში რამდენიმე რამ ერთდროულად ხდება. საინტერესო ის არის, რომ ბევრ თანამედროვე გაზის გამაცხელებელს დიდი რაოდენობით ცხელი წყლის შენახვა საერთოდ არ სჭირდება. წყალი ცხელდება მაშინ, როცა ის მოწყობილობაში გადის.
Kettler-ის საშხაპე სისტემები - ის, რაც ყველას სჭირდება
აბაზანის მოწყობისას ხშირად ყველაზე დიდ ყურადღებას ფილებს, ავეჯსა და შემრევს ვაქცევთ, თუმცა ყოველდღიურ კომფორტს სწორედ ის დეტალებიც განსაზღვრავს, რომლებსაც ერთი შეხედვით ნაკლები მნიშვნელობა აქვს. საშხაპე ყურმილი, მილი, თავაკი თუ საშხაპე კომპლექტი ყოველდღიური გამოყენების ნაწილია და მათი სწორად შერჩევა აბაზანის ფუნქციურობასთან ერთად მის ვიზუალურ მხარესაც განსაზღვრავს. KETTLER-ის საშხაპე სისტემების ასორტიმენტი სწორედ ამ განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით არის შექმნილი. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია როგორც ცალკეული დეტალები, ისე სრულყოფილი საშხაპე კომპლექტები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არსებული სისტემის განახლება ერთი კონკრეტული ელემენტის შეცვლით შეძლოს ან აბაზანისთვის სრულად ახალი საშხაპე გადაწყვეტა შეარჩიოს.
Kettler - შენი შეუცვლელი არჩევანი
Kettler ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდია მთელს მსოფლიოში. ყველა პროდუქტი, რომელსაც ქმნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ კითხვა, რადგან თქვენს ხელთ საუკეთესო ინსტრუმენტებია. ამჯერად ბლოგში Kettler-ის გათბობის სისტემებს დეტალურად განვიხილავთ და შერჩევაში დაგეხამრებით.
Kettler - ბრენდი, რომელიც საუკეთესო ონკანებს გვთავაზობს
ონკანი სამზარეულოსა თუ აბაზანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი დეტალია. მისი არჩევისას მხოლოდ გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ონკანი იყოს ხარისხიანი, პრაქტიკული, გამძლე და კონკრეტულ სივრცესთან შესაბამისი.
Kettler - ბრენდი, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის
სახლისა და სხვადასხვა დაწესებულებისთვის ხელსაწყოების შერჩევა ფოკუსირებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ბრენდი შევარჩიოთ და მაღალი ხარისხის მქონე ინსტრუმენტი შევიძინოთ. ასე თავს ბევრად უფრო საიმედოდ ვიგრძნობთ და მეტად ნაკლები შანსია იმის, რომ ხელსაწყო მალე გამოვიდეს მწყობრიდან. პირიქით, ხარისხიანი ინსტრუმენტები დიდხანს ძლებს და მხოლოდ კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. ერთ-ერთი მყარად დასაყრდენი ბრენდი Kettler-ია. თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ, ბლოგში ზუსტად ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრებთ.
რატომ ენდობიან იტალიურ Kettler-ს საქართველოში და თითქმის მთელ მსოფლიოში?
როგორც წესი, როცა ვინმე იტალიას ახსენებს, ადამიანების უმეტესობას თვალწინ პიცა, პასტა, „ფერარი“ ან მილანის მოდის კვირეული დაუდგება ხოლმე. პრინციპში, გასაკვირი ამაში არც არაფერია, თუმცა, ბევრი რამის მიმატება კი მარტივად შეიძლება - რომანტიკა, ვენეცია და... სანტექნიკის წარმოება...
იტალიური ხარისხი თქვენს სახლში - როგორ და რატომ უნდა შეარჩიოთ Kettler-ის ბრენდის ონკანები
როცა სახლის რემონტისა თუ განახლების დრო დგება, როგორც წესი, მთელ დროსა და ბიუჯეტს ისეთ დეტალებს ვარგებთ, როგორიც, მაგალითად, იატაკია, კედლის საღებავი, ან - ავეჯი. ჰოდა, ვივიწყებთ იმ პატარა, მაგრამ ყოველდღიურ ელემენტებს, რომლებიც რეალურად ჩვენს კომფორტს განსაზღვრავენ. ონკანი სწორედ ერთ-ერთი ასეთი დეტალია: დღეში ათჯერ მაინც ვეხებით, თუმცა მისი შერჩევისას იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რამდენად ხანგრძლივი და უსაფრთხო იქნება რეალურ პირობებში.
იტალიური დახვეწილობა და ინოვაციები: გაიცანით Kettler-ი
მთელი მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი Kettler Sanitary CO 2013 წელს იტალიაში დაარსდა. კომპანიის შექმნის მთავარი ინსპირაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სააბაზანოსა თუ სამზარეულოს სივრცეების ინოვაციური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფა გახდა.
ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში არ არის საჭირო?
ვინა სთქვა, რომ დაეკარგათ ეშხი ქალებს კი არა და - ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში საჭირო არ არის? ჰაი, ჰაი, რომ არის და მერე - როგორ?! ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (ვერ დავანებებთ, მაგრამ მაინც), იქნებ, რემონტი გაქვთ და როგორ, წყლის გამაცხელებელი არ დაგჭირდებათ? მით უმეტეს, რემონტს აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ზაფხულის პერიოდში არ აკეთებს?
3 სხვადასხვა ტიპის გამორჩეული ონკანი
ონკანი ის ხელსაწყოა, რომელიც მართლა ყველას სჭირდება და მის გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამიტომ, შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ონკანების შესახებ ბლოგში ყველაფერს გაიგებთ და ბოლოს რამდენიმე მათგანს დეტალურადაც განვიხილავთ. ასე რომ, წინ საინტერესო საკითხავი გელით.
ყველაზე გამაღიზიანებელი ხმა: რატომ წვეთავს ონკანი და როგორ შევაჩეროთ ის?
არსებობს არც თუ სასიამოვნო ხმები, რომლებიც ფულის ფლანგვასთან ასოცირდება. მათ შორის პირველი - ონკანიდან წყლის წვეთების ხმა არის. სტატისტიკის მიხედვით, გაუმართავმა ონკანმა, რომელიც წუთში სულ რამდენჯერმე წვეთავს, თვეში შეიძლება ასობით ლიტრი წყალი სრულიად უსარგებლოდ დაგვიკარგოს. ეს არის პრობლემა, რომლის გადადებასაც ხშირად სახვალიოდ ვამჯობინებთ ხოლმე, თუმცა რეალობა მარტივია: ონკანი თავისით არასდროს კეთდება.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.