ბლოგი
ბაღის მოვლა

გაზონის საკრეჭი ჰარმონიული მუშაობისთვის

თვალისთვის საამებელ ამბებს შორის, ადგილს მოვლილი გაზონიც იკავებს. სიმეტრიულად გადაჭრილი ბალახი და მწვანე ფერი სასიამოვნო სანახაობაა. ამ ყველაფრის უკან ადამიანების თავდაუზოგავი შრომა დგას. სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით კი პროცესი მარტივდება. გაზონის საკრეჭი სწორედ ასეთი ინსტრუმენტია. ადრე ხელთათმანებსა და ბასრპირიან ხელსაწყოს მოიმარჯვებდნენ ხოლმე, მაგრამ ამის მერე ბევრი დრო გავიდა. გაზონის საკრეჭი ბევრად უკეთესი გამოგონებაა. ბალახს თანაბრად და სწრაფად გადაჭრით. ეზოს მწყობრში მოიყვანთ და შემდეგ გაწეული შრომით დატკბებით. ამაზე სასიამოვნო კი ცოტა რამ არის.

როგორი უნდა იყოს წყლის ტუმბო

ჩვენს ყოველდღიურობაში წყალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩაუნაცვლებელი საშუალებაა და მის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. თუმცა, ჭიდან ამოზიდვა და სახლში გადანაწილება ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. ოღონდ მთავარია რომ წარსულს ჩაბარდა. როცა საქმეში წყლის ტუმბო ერთვება, ორმაგი შრომა საჭირო არ არის. ხელსაწყოს მიენდეთ და საქმეს პირნათლად შეასრულებს.

რა არის წყლის ტუმბო?

ტერმინი წყლის ტუმბო არის საერთო სახელი პროდუქციის ფართო ჯგუფისთვის, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება წნევით წყლის გადასატანად. ეს ტერმინი მოიცავს ტუმბოებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სიტუაციებში, როგორიცაა წყლის გადინება. წლის პომპა ძირითადად გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც წყალია, ხოლო სხვა მოდელები წყალი მაღალი წნევით გადააქვთ ბაღების ან მიწის ნაკვეთების მორწყვისთვის. გარდა ამისა, არის ასევე წყლის ტუმბოები, რომლებიც აძლიერებენ წყლის წნევას წყლის მილებში ან ახორციელებენ წყლის ცირკულაციას გათბობის სისტემიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს წყლის პომპა ნებისმიერი სიტუაციისთვის. მაგალითად, წყლის გადინება - უფრო ხშირად ხდება შემოდგომაზე და ზამთარში, ხოლო გაზაფხული და ზაფხული უფრო მშრალი სეზონებია, რომლებშიც შეიძლება საჭირო გახდეს წყლის მიწოდება.

მზადება ზაფხულისთვის - საუკეთესო გაზონის საკრეჭები

უკვე მოემზადე ზაფხულისთვის? და რაც შეეხება თქვენს ბაღს? Holst.ge-ზე ჩვენ გვაქვს ბაღის მოვლის ნებისმიერ მოწყობილობა, რათა უ ზრუნველვყოთ თქვენი ბაღისთვის საუკეთესოს. მიუხედავად იმისა, გაქვთ პატარა გარე სივრცე თუ მიწის ნაკვეთი, დარწმუნებულები ვართ, რომ გინდათ ის მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეს - მთელი წლის განმავლობაში!

როგორ უნდა შეარჩიოთ სარწყავი შლანგი სწორად

შლანგი კომფორტული და სწრაფი სარწყავი საშუალებაა. როგორც დიდი, ასევე პატარა ტერიტორიისთვისაც გამოგადგებათ. ხელსაწყოს გარეშე კი საქმე გაცილებით რთულია. ერთი ადგილიდან მეორეზ წყლის გადატანა, ხელით მოგიწევთ. ეს კი დისკომფორტს ქმნის. თუ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი, მაშინ მით უფრო გამორიცხულია. სხვადასხვა სახის პლანტაციებს მორწყვა მუდმივად ესაჭიროება. დატენიანებული მიწა კი კარგ პროდუქტს ზრდის. სწორედ ამიტომ, მსგავს სიტუაციებში სარწყავი შლანგი აუცილებელია. გარდა ამისა, პატარა ბაღსაც სჭირდება. დიდი რაოდენობის მცენარეებს სწრაფად რწყავს და დროს ფუჭად აღარ კარგავთ. რაც მთავარია, პრაქტიკული გამოსაყენებელია და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის.

ტოპ 4 კომპაქტური შესაწამლი აპარატი

შესაწამლი აპარატები თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. არც ისე სასიამოვნო პროცესი, უეცრად სხვანაირი ხდება. უფრო უკეთესი, ვიდრე იყო. ამას მარჯვე ხელსაწო განაპირობებს. განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე დიდ ტერიტორიას ეხება. ზაფხულის მწველ სიცხეში პლანტაციების შეწამვლა, სულაც არ არის კომფორტული. თუმცა, მცენარეებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვადასხვა სეზონზე სპეციფიკური წამალი სჭირდება. პროცესი რომ გამარტივდეს, ამისთვის შესაწამლი აპარატები არსებობს. ინსტრუმენტის წყალობით შვებას პოულობთ და საქმე მეტად გიყვარდებათ.

როგორ უნდა შეიმსუბუქოთ საქმე, ბენზო ხერხით

სპეციფიკური ხმა ხერხის დამახასიათებელი თვისებაა. სიტყვაზე პირველად სწორედ ეს ნაცნობი და ოდანვ შემაწუხებელი ხმაური გვახსენდება. თანამედროვე ხელსაწყოები ბევრად დახვეწილია, მაგრამ ეს უკანასკნელი ფონად მაინც გასდევს. გარდა ამისა, სხვა უარყოფითი მხარე არ აქვს, პირიქით. კარგად რომ დავფიქრდეთ, რაიმე სასიამოვნოს პოვნა, ამაშიც კი შეიძლება. ძირითადად, ხერხის ხმა სოფელს, შემოდგომის სამუშაოებს, ერთიან ფუსფუსსა და ბედნიერ წუთებს უკავშირდება. ამ დროს ნათლად წარმოიდგენთ და საქმეს შემართებით შეუდგებით. ამიტომ, გონებაში ჩალექილი ეს ხმაც კი დიდ როლს თამაშობს. სხვა მხრივ წუნს ვერ უპოვით. დადებითი მხარეების ჩამოთვლა კი ჩვენზე იყოს და საქმეს შევუდგეთ.

რა გამოყენება აქვს წყლის ტუმბოს?

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ იღებთ წყალზე მყისიერ წვდომას, მიუხედავად იმისა, რომ მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე ცხოვრობთ, ან როგორ მიეწოდება წყალი გამუდმებით მთელი წლის განმავლობაში ქალაქგარეთ? ამაზე პასუხი მარტივია. ყველა ეს შესაძლობლობა ტუმბოების გამოგონების დამსახურებაა. მეტი რომ იცოდეთ ტუმბოების მუშაობისა და სხვადასხვა ტიპის შესახებ, წაიკითხეთ!

3 საუკეთესო შესაწამლი აპარატი

ყველა მიწათმოქმედისთვის, შესაწამლი აპარატი ფასდაუდებელი ხელსაწყოა, რომელიც მფლობელს მოსავლის მიღებაში ეხმარება. შესაწამლი აპარატები შექმნილია იმისთვის, რომ შესაბამისი წამალი მცენარეულ კულტურას მიასხუროს, რათა მან მცენარე დაავადებებისგან დაიცვას. დღესდღეობით მცენარის უამრავი დაავადებაა გავრცელებული, რასაც გარემო პირობების მკვეთრი გაუარესება უწყობს ხელს. ამის წინააღმდეგ კი სხვადასხვა მედიკამენტი იქმნება, რომელიც მცენარეს იცავს. სწორედ წამლის მცენარესთან მიტანის პროცესში არის შესაწამლი აპარატი გადამწყვეტი ხელსაწყო, რომელიც დროის სვლასთან ერთად უფრო უმჯობესდება, დახვეწილი, მსუბუქი, ხელსაყრელი ხდება მისი მფლობელისთვის.

რა უნდა იცოდე წყლის ტუმბოს შესახებ

ადამიანის ცხოვრებაში წყალს შეუცვლელი ადგილი უჭირავს. პირველ რიგში, ჯანმრთელობის მხრივ. მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე ისეთივე ადგილს უნდა იკავებდეს, როგორც სხვა ატრიბუტები. დღის უმეტეს მონაკვეთში, წყლის მიღება აუცილებელია. მეორე მხრივ კი წარმოიდგინეთ, როგორ გვეცლება ფეხქვეშ მიწა, როცა ონკანიდან მხოლოდ რამდენიმე წვეთი მოდის. გარდა იმისა, რომ წყალი ყოველთვის საჭიროა, ასევე მნიშვნელოვანია მისი სწორად განაწილება. თუ გინდათ რომ მთელ სახლში მოგეწოდებოდეთ, მაშინ წყლის ტუმბო დაგჭირდებათ. თითოეული წვეთის დაზოგვა მნიშვნელოვანია. ხელსაწყო კი დანაკარგის გარეშე ანაწილებს, თან სრულიად კომპაქტურად. შედეგად, ბუნებრივ რესურს მოუფრთხილდებით. ასევე, წყალი ყოველთვის მაღალი წნევით მოგეწოდებათ და არა თითზე ჩამოსათვლელი წვეთებით.

LuxGarden-ის საუკეთესო შესაწამლი აპარატები

სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მცენარეული კულტურის მავნებლებისგან დაცვას და მისთვის საჭირო მინერალების მიწოდებას. ამ პროცესს შეწამვლა ეწოდება და მნიშვნელოვანი პროცედურაა მცენარეული კულტურის მოყვანისთვის.

გაზონის საკრეჭი თქვენი ეზოსთვის

დღევანდელ რეალობაში როცა ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნიკა და ხელით მუშაობა მთლიანად ჩაანაცვლა ტექნოლოგიამ გამონაკლისი არც ეზოს მოვლა ან სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა. ბალახის სათიბელას გამოჩენამ თავის მხრივ ძალიან გაადვილა ფერმერების, მებაღეებისა თუ გლეხების საქმიანობა. მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოსთვის განკუთვნილი დრო დააბალანსა და შეამცირა. ახლა მათ ორჯერ და სამჯერ მეტად შეუძლიათ დაზოგონ თავიანთი საქმიანობისთვის გამოყოფილი დრო. თუ მანამდე, მაგალითად, მებაღეს ფიზიკური დატვირთვით, უშუალოდ თავისი ხელებით უწევდა ეზოს ბალახისგან გაწმენდა ახლა ის ამ პროცესს ბალახის საკრეჭის გამოყენებით უფრო მარტივად და სასიამოვნო გარემოში შეძლებს. ამდენად, მისი აგარაკი ან სახლი პატარა თუ დიდი ეზოთი მუდმივად მოწესრიგებული და იდეალურ ფორმაში იქნება.

204 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება