| ბლოგი |
ბაღის მოვლა
|
| ბლოგი |
ბაღის მოვლა
|
ბაღის მოვლა - საუკეთესო საშუალება სტრესის მოსახსნელად
მცენარეებთან ურთიერთობა, დარგვა და მოვლა, ერთ-ერთი საუკეთეს საშალებაა განტვირთვის და სტრესის მოსაშორებლად. ბავშვობაში ყველას გვიკვირდა თუ რას აკეთებდა ბებო ამდენ ხანს ბოსტანში. მერე იზრდები და ყველა შენი დარგული მცენარე გიყვარს და საერთოდაც ამაყობ რომ დარგე. ამასთან, მებაღეობა შემოსავლის მომტანია. შეგიძლია ნატურალური, შენს ბაღჩაში მოყვანილი ხეხილით და ბოსტნეულით იკვებო. სამწუხაროა, რომ უკანასკნელი ტენდენციებით სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ეწევა მებაღეობას. თუმცა მსოფლიოში COVID ვირუსის გავრცელებიდან თავის ასარიდებლად შეიზღუდა სოციალური აქტივობები, საერთოდ გარეთ გამოსვლაც კი საფრთხის შემცველი გახდა. ამ დროს კი რა უნდა ყოფილიყო მებაღეობაზე უფრო უსაფრთხო და გასართობი. ამასთან, ბევრმა გაიაზრა, რომ პანდემიით შეიზღუდებოდა ქვეყნებს შორის ვაჭრობა, რაც სხვადასხვა საკვები პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევდა. მართლაც, უამრავმა ადამიანმა მიჰყო ამ საქმიანობას ხელი. ვისაც ამის საშუალება ქალაქში არ ჰქონდა სოფელს მიაშურა.
რა უნდა იცოდეთ წყლის ტუმბოს შეძენისას
წყლის ნასოსის შეძენისას გვაქვს მოთხოვნა, მოგვაწოდოს ის რაოდენობის წყალი, რაც გვჭირდება და სრულყოფილად გვემსახუროს დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი წყალია და მასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად წყლის ნასოსი საუკეთესო გამოსავალია. წყლის ტუმბო გჭირდებათ მცენარეების მორწყვისთვის, სახლში მუდმივი წყლის მოწოდებისთვის ან თუნდაც ჭიდან წყლის ამოსაღებად. მოკლედ, ყველა ვთანხმდებით წყალის და წყლის ტუმბოს აუცილებლობაზე, თუმცა როგორ უდნა ავარჩიოთ ის შეძენისას? რა უნდა გავითვალისწინოთ?
ზედაპირის წყლის ტუმბოს მონტაჟი
თუ წყლის ტუმბოს შეძენას აპირებთ, ან უკვე შეიძინეთ და დამონტაჟებისთვის ხელოსანს ეძებთ, გვინდა გითხრათ რომ წყლის ტუმბოს, განსაკუთრებით კი ზედაპირის წყლის ტუმბოს დამონტაჟება რთული არ არის. მთავარია იცნობდეთ წყლის ტუმბოს მექანიზმს, თუ როგორ მუშაობს.
ბალახის საკრეჭი
ეზოს თუ აგარაკის მოწესრიგება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ საქმეს თქვენ გაგიმარტივებთ ელექტრო სათიბი. ის დაგეხმარებათ გაზონის მოვლაში და მარტივად მოახერხებთ ზედმეტი ბალახის მოშორებას და გარემოს გალამაზებას. ეს მოწყობილობა საუკეთესოდ ასრულებს თავის ფუნქციას და მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროს.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.