| ბლოგი |
ბაღის მოვლა
|
| ბლოგი |
ბაღის მოვლა
|
წყლის ტუმბოების რეიტინგი
ქალაქებში წყალი თითქმის შეუფერხებლად მიდის მოსახლეობამდე. თუმცა, რაიონების უმეტესობაში წყლის სისტემა არ გვხვდება. თუ თქვენ ერთ-ერთი ამ მაცხოვრებლების წარმომადგენელი ხართ, რომელსაც წყალი სახელმწიფოსგან უზრუნველყოფით არ მიეწოდება, მაშინ წყლის ტუმბო დაგჭირდებათ. მუნიციპალური წყლის მომარაგების მქონე ადგილებში, ადგილობრივი სახელმწიფო მმართველობის ერთეული იღებს პასუხისმგებლობას წყლის რეგულირებაზე და შეფერხების შემთხვევაშიც თვითონ აგვარებს პრობლემას. მაგალითად, თუ წყლის გამტარი გატყდა სარემონტო ჯგუფები მალევე ერთვებიან აღდგენით სამუშაოებში. მაგრამ, თუ თქვენთან წყალი ჭიდან ან ჭაბურღილიდან მარაგდება და რაიმე პრობლემა შეიქმნა, მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა მისი გამოსწორება. სწორედ ამიტომ არის საჭირო თავის დროზე სწორად შეარჩიოთ წყლის ტუმბო, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი გართულებები.
როგორ შევარჩიოთ წყლის ტუმბო?
თანამედროვე სამყაროში წყალმომარაგება და გამოყენებული წყლის გაყვანა თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ჩვენი კომფორტის შესაქმნელად. თქვენი სახლი წყლის გარეშე წარმოუდგენელია თუმცა როგორ უნდა მოიქცეთ აგარაკზე როდესაც ეს ფუფუნება არ გაქვთ.
როგორ შევარჩიოთ ბალახის სათიბელა?
ბალახის სათიბელა ძალიან მოსახერხებელი და საჭირო ხელსაწყოა. არსებობს მათი ორი სახეობა: ელექტრო და ბენზინზე მომუშავე სათიბელები. ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული ბალახის სათიბელა შეიძინოთ.
როგორ შევარჩიოთ ჯაჭვური ხერხები ძრავის მიხედვით
ჯაჭვური ხერხი საუკეთესო იარაღია ხის, მორების და საერთოდ, ნებისმიერი ხის მასალის მოსაჭრელად. ორ კაციან, ბირდაბირ ხერხთან შედარებით, გაცილებით ხარისხიან შედეგს იღებთ და რაც მთავარია გაცილებით სწრაფად. ამ საკითხზე ყველა ერთხმად შევთანხმდებით.
ბაღის მოვლა - საუკეთესო საშუალება სტრესის მოსახსნელად
მცენარეებთან ურთიერთობა, დარგვა და მოვლა, ერთ-ერთი საუკეთეს საშალებაა განტვირთვის და სტრესის მოსაშორებლად. ბავშვობაში ყველას გვიკვირდა თუ რას აკეთებდა ბებო ამდენ ხანს ბოსტანში. მერე იზრდები და ყველა შენი დარგული მცენარე გიყვარს და საერთოდაც ამაყობ რომ დარგე. ამასთან, მებაღეობა შემოსავლის მომტანია. შეგიძლია ნატურალური, შენს ბაღჩაში მოყვანილი ხეხილით და ბოსტნეულით იკვებო. სამწუხაროა, რომ უკანასკნელი ტენდენციებით სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ეწევა მებაღეობას. თუმცა მსოფლიოში COVID ვირუსის გავრცელებიდან თავის ასარიდებლად შეიზღუდა სოციალური აქტივობები, საერთოდ გარეთ გამოსვლაც კი საფრთხის შემცველი გახდა. ამ დროს კი რა უნდა ყოფილიყო მებაღეობაზე უფრო უსაფრთხო და გასართობი. ამასთან, ბევრმა გაიაზრა, რომ პანდემიით შეიზღუდებოდა ქვეყნებს შორის ვაჭრობა, რაც სხვადასხვა საკვები პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევდა. მართლაც, უამრავმა ადამიანმა მიჰყო ამ საქმიანობას ხელი. ვისაც ამის საშუალება ქალაქში არ ჰქონდა სოფელს მიაშურა.
რა უნდა იცოდეთ წყლის ტუმბოს შეძენისას
წყლის ნასოსის შეძენისას გვაქვს მოთხოვნა, მოგვაწოდოს ის რაოდენობის წყალი, რაც გვჭირდება და სრულყოფილად გვემსახუროს დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი წყალია და მასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად წყლის ნასოსი საუკეთესო გამოსავალია. წყლის ტუმბო გჭირდებათ მცენარეების მორწყვისთვის, სახლში მუდმივი წყლის მოწოდებისთვის ან თუნდაც ჭიდან წყლის ამოსაღებად. მოკლედ, ყველა ვთანხმდებით წყალის და წყლის ტუმბოს აუცილებლობაზე, თუმცა როგორ უდნა ავარჩიოთ ის შეძენისას? რა უნდა გავითვალისწინოთ?
ზედაპირის წყლის ტუმბოს მონტაჟი
თუ წყლის ტუმბოს შეძენას აპირებთ, ან უკვე შეიძინეთ და დამონტაჟებისთვის ხელოსანს ეძებთ, გვინდა გითხრათ რომ წყლის ტუმბოს, განსაკუთრებით კი ზედაპირის წყლის ტუმბოს დამონტაჟება რთული არ არის. მთავარია იცნობდეთ წყლის ტუმბოს მექანიზმს, თუ როგორ მუშაობს.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.