| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
თქვენ თუ აფასებთ პერფორატორს სათანადოდ?!
ხრახნი, რომელიც კედელში ჩაქუჩით არის ჩასმული, უფრო მყარია, ვიდრე ლურსმანი, რომელიც კედელში სახრახნისით ჩასვით - ხალხური სიბრძნე, თუმცა რომელი ხალხის სიბრძნე, კაცმა არ იცის - ასეთი „ჭკვიანური“ დასკვნის გამოტანა ბევრს კი არ შეუძლია...
სუპერშესაძლებლობების მქონე დანადგარი, სახელწოდებით - გენერატორი
1827 წელს უნგრელმა ფიზიკოსმა ანიოშ იშტვან იედლიკმა ხელი მიჰყო მბრუნავი ექსპერიმენტებს ელექტრომაგნიტური მოწყობილობების გამოყენებით, რომელთაც მეცნიერი თვითმბრუნავ ელექტრომაგნიტურ როტორებს უწოდებდა. ამ დინამო მანქანაზე მუშაობა იედლიკმა 1850-იან წლებში დაამთავრა, თუმცა გამოგონება არ დააპატენტა, რადგან იფიქრა, რომ არ იყო პირველი, ვინც ეს გააკეთა და სულ ტყუილად, რადგან მისი მოწყობილობა გენერატორების ერთ-ერთ პირველ პროტოტიპად მიიჩნევა.
მანქანის მტვერსასრუტი - „მტვერი კი არ უნდა იფანტებოდეს, უნდა შეიწოვებოდეს“
რაც არ უნდა დაუჯერებლა დმოგეჩვენოთ, ცნობილი ფაქტია, რომ 173 გამოგონება, რომლებიც მანქანას სხვადასხვა დროს გამოსდგომია, ერთ დროს სჭირდებოდა ან ახლაც გამოიყენება, ქალებს ეკუთვნით. პრინციპში, ცოტათი უხეშად ნათქვამი გამოვიდა - ვითომ, რატომ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ქალებიც არანაკლებ ნიჭიერები, წარმატებულები და შრომისუნარიანები არიან?! ალბათ, ამ უხეშობის გამართლება ასე შეიძლება: იმ პერიოდში, როცა ავტომობილს მსოფლიო ნელ-ნელა ეცნობოდა და ეგუებოდა, ქალებს თავის გამოჩენის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ...
ტოპ 4 ეფექტური ელექტრო სახრახნისი
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრო სახრახნისი პირველობას არ თმობს. გასაკვირი არაფერია, რადგან ინსტრუმენტი სათანადოდაა აღჭურვილი და ყველა სირთულისთვის მზადაა. სწორედ ამიტომ, კონკურენციას ვერცერთი ხელსაწყო უწევს და სახრახნისი პირველობას ინარჩუნებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ცუდი და კარგი ინსტრუმენტები. ჩვენ მხოლოდ მეორე კატეგორის ხელსაწყოები უნდა გაგაცნოთ. მათი ნდობა კი ნამდვილად თვალდახუჭულს შეგიძლიათ.
დრო ფუჭად რომ არ დაკარგოთ, შეგიძლიათ, სასურველი ელექტრო შალაშინი Holst.ge-ზე შეიძინოთ
აბა, რანაირი ნათქვამია: „მამაშენს შენ ნაცვლად ტაბურეტკა გაეკეთებინაო“?! იმ „ტაბურეტკას“, რა, შრომა და გარჯა არ უნდა?! ზომების აღება, გამოთლა, სიმეტრიის დაცვა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხიჭვები რომ არ შეერჭოს ადამიანს, საგულდაგულოდ გაშალაშინება არ სჭირდება?! და ვინმეს ჰგონია, კარგი შალაშინი თუ არ აქვს „მამას“,ღვთის პირიდან გავარდნილ შვილზე უკეთეს ტაბურეტს გააკეთებს? შანსი არ არის, ჩემო ბატონო, გა-მო-რიც-ხუ-ლი-ა!..
ტოპ 3 პროფესიონალური ელექტრო ფრეზი
პირდაპირ გეტყვით, რომ ხისა და ბეტონის დასამუშავებლად, ელექტრო ფრეზი ჩაუნაცვლებელია. ხელსაწყოს რთული მისია აკისრია, მაგრამ არაჩვეულებრივად ასრულებს. მისთვის გადაუჭრელი პრობლემა უცხო ხილია. ამიტომ, რაც არ უნდა სპეციფიკური საქმე დახვდეს, მაინც კარგად გაუმკლავდება. ინსტრუმენტის იმედი ყველაზე რთულ სიტუაცებშიც კი შეიძლება გქონდეთ. ფრეზი ხისა და ბეტონის მასალას ამუშავებს, მეტად დახვეწილს ხდის და საბოლოო იერს აძლევს. თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, მაშინ ხელსაწყო აუცილებლად დაგჭირდებათ. შეძენამდე კი გარკვეული სახის ინფორმაციას მოგაწვდით.
სიზუსტის მწვერვალების დაპყრობა თუ გსურთ, ხელთ ნიველირი უნდა იქონიოთ
როგორც ფრანგი სკულპტორი, ოგიუსტ როდენი ამბობდა, „ხელოვნება იწყება იქ, სადაც არის შინაგანი სიზუსტე“... გადასარევად უთქვამს, რა გინდა, რომ დაუწუნო, მაგრამ ვისაც ეს შინაგანი სიზუსტე არ დააფერთხა განგებამ, რა ქნას, რა წყალში გადავარდეს?!
ტყუილის თქმა რომ არ დაგჭირდეთ, არ ჯობია, საკუთარი დრელი გქონდეთ?
დავიწყოთ იმით, რომ დრელი, იგივე ბურღი, ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, რომელიც გამოსადეგია რემონტისას, ავეჯის აწყობისას. დრელი დაგეხმარებათ, დამოუკიდებლად, ხელოსნის, „ყველაფერშიკი“ მეზობლისა თუ მეგობრის დახმარების გარეშე დაამაგროთ კედელზე თარო, დაკიდოთ ნახატები და რომელი ერთი საქმე ჩამოგითვალოთ. მთავარი ის არის, ზუსტად ის ინსტრუმენტი მოიძიოთ, რომელიც თქვენი ამოცანებისთვის გამოგადგებათ.
ერთად შევარჩიოთ ხარისხიანი ბარგალკა
მეტალი სპეციფიკური მასალაა და ხშირად რთული დასამუშავებელია. თუმცა, მარჯვე ბარგალკასთან ერთად, ნურაფრის შეგეშინდებათ. ინსტრუმენტი რთულს საქმეს მარტივად აქცევს და გულითადად გეხმარებათ. მთავარია ხელსაწყო სწორად შეარჩიოთ და ყველაფერი ზუსტად განსაზღვროთ. ამაში ჩვენ დაგეხმარებით და ბარგალკების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
თუ სასწაულების არ გჯერათ, ელექტრო პულივიზატორი აუცილებლად უნდა გამოცადოთ
ხდება, როგორ არ ხდება სასწაულები, მაგრამ ცოტა ხელის წაშველებაც საჭიროა და ისეთ შედეგებს მიიღებთ, ყველაზე დაუჯერებელსაც კი დაიჯერებთ. აი, მაგალითად, ავიღოთ ელექტრო პულივიზატორი: არასოდეს გამოგიყენებიათ და არ გაქვთ იმედი, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ? მოდით, გადადგით ნაბიჯი, სცადეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
„კარგი მოსწავლეების“ ხელსაწყო - ელექტრო სახრახნისი
ინდირა განდის უთქვამს თავის დროზე: „ისტორია საუკეთესო მასწავლებელია ყველაზე ცუდი მოსწავლეებითო“... რა იგულისხმა დიდად პატივცემულმა განდიმ, ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ისე შორს წავალთ, უკან დაბრუნებას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. სამაგიეროდ, იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ საუკეთესო მასწავლებელმა - ისტორიამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო შემოგვინახა - სახრახნისი, ჩვენ კი იმდენად კარგი მოსწავლეები აღმოვჩნდით, აგერ, 21-ე საუკუნეში იმის შესაძლებლობა გვაქვს, ჩვეულებრივი რას გვიქვია, უკვე ელექტრო სახრახნისი გამოვიყენოთ, თანაც - დიდი წარმატებით.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.