| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
უნდა ვათხოვოთ თუ არა პერფორატორი მეზობელს?
შუაღამისას რომ მეზობელი გაგაღვიძებს, არიქა, პერფორატორი მათხოვეო, კი მიხვდები, რომ იქ დამთავრდა მშვიდი ძილის შესაძლებლობა, თანაც, რამდენი ხანი, მხოლოდ ამ მეზობელმა თუ იცის... რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? კი, ნამდვილად ისეთ ინსტრუმენტზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, მაგრამ მეორე საკითხია - უნდა ვათხოვოთ თუ არა პერფერატორი მეზობელს? მით უმეტეს, ასეთ მეზობელს?!
რომლებია ყველაზე გაყიდვადი დრელები?
გსმენიათ, დრელის ოსტატობის შესახებ ? საქმენი საგმირონი ნამდვილად მისი ხელწერაა. ინსტრუმენტი ყველა რთულ სიტუაციას უმკლავდება და თან როგორ? ძალიან ყოჩაღად. მოკლედ, სანგრევ - სახვრეტი ხელსაწყოებიდან, ნამდვილად გამორჩეულია. თუმცა, დრელის შეძენისას ყურადღება გვმართებს. არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. ბლოგში სწორედ ამაზე უნდა გიამობოთ. მაშ ასე, დავიწყოთ.
ხშირად დასმული შეკითხვები ჰაერის კომპრესორზე
კომპრესორი უნიკალური ხელსაწყოა. ის რომ არა, რიგი საქმეები საერთოდ არ გამოვიდოდა. ინსტრუმენტი დიდ ენერგიას ფლობს, რასაც შემდგომ სხვა ხელსაწყოებს უნაწილებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათ ამუშავებს, წნევით ავსებს და საქმეს სწრაფად ასრულებინებს. სწორედ ამიტომ, კომპრესორი ბევრ სიტუაციაშია საჭირო.
სრულფასოვანი რემონტის მთავარი გმირი - ლაზერული თარაზო
ჩვენი კანტორის ხალხი რომ მოვა ახალსახლობაზე, მუსიკაც შესაბამისი უნდა იყოს და რაც მთავარია, რემონტი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე გაკეთებული. რა თქმა უნდა, მთავარი აქ მაინც ის არის, რომ რემონტი კანტორის ხალხის გულზე გასახეთქად კი არ უნდა იყოს სრულყოფილი, საკუთარი თავის გასაბედნიერებლად. სრულფასოვანი რემონტის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი, გვერწმუნეთ, ლაზერული თარაზო გახლავთ.
რატომ არ უნდა გააკაროთ ხის დასამუშავებელ მასალას უხარისხო ელექტრო შალაშინი
„გუგლის“ საძიებო სისტემაში სიტყვა „ხიჭვი“ რომ ჩაწეროთ, იმდენ მეთოდს ამოგიგდებთ მის მოსაშორებლად, ამორჩევაც კი გაგიჭირდებათ. იქვე ხიჭვის შერჭობის არაერთი მიზეზიც წერია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერსად შეხვდებით გაფრთხილებას, რომ თუკი ხის დასამუშავებელ მასალას უხარისხო სალაშინი გააკარეთ, ამ უსიამოვნებას, დიდი ალბათობით, ვერ ასცდებით.
კუთხსახეხი - ნაყოფიერი შრომის ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტი
თუ გახსოვთ, შრომას როგორი განმარტება აქვს? ტყუილად რომ არ იწვალოთ, ახლავე შეგახსენებთ: „შრომა - ეს არის ადამიანის გაცნობიერებული, გამიზნული ფიზიკური ან გონებრივი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტი იქმნება და რომელიც ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას ემსახურება...“
ტოპ 3 ცირკული ხერხი, რომელიც საქმეს შეგიმსუბუქებს
როგორი ტიპის ხელსაწყო ამუშავებს ხესა და ბეტონს კარგად ? საკმაოდ გავრცელებული კითხვაა და მოდით, ეს თემა დეტალურად განვიხილოთ. დასაწყისშივე გეტყვით, რომ ხისა და ბეტონის დამუშავება არც ისე მარტივი საქმეა. ბევრი შრომა და რა თქმა უნდა, საუკეთესო ხელსაწყო სჭირდება. ამ უკანასკნელის გარეშე არაფერი გამოვა. ასეთი ინსტრუმენტი კი ცირკული ხერხია. საქმის კარგად შესასრულებლად, სწორედ ის გვჭირდება. მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია, ახლა კი სხვა საკითხებზე გადავიდეთ.
შედუღების აპარატს უთხრეს: ისე გემრიელად უნდა მუშაობდე, ადამიანს საქმე გაუადვილოო...
შედუღების აპარატი იყო საშინლად განერვიულებული იმ დღეს, გაიძახოდა: კიდეც დავლევ, კიდეც მოვწევ, კიდეც ვინერვიულებ და პენსიაშიც არ გავალო. მერე რომელიღაცა ინსტრუმენტი მიუბრუნდა, რა დალევა და პენსია, ისე გემრიელად უნდა მუშაობდე, ადამიანს საქმე გაუადვილო და ტყუილად ზუზუნს თავი დაანებეო. აი, აქ კი შეცბა, ლამის დამიწების კაბელი გაწყვიტა ნერვიულობით და უკვე მშვიდად ჩაილაპარაკა: მეო, კაცო, სვარკის აპარატი ვარ თუ „პროპკა“, რა ნერვებს ავყევიო - ტყუილ ზუზუნს შეეშვა და ისე სინქრონულად აზუზუნდა, თითქოს, სიმფონიური ორკესტრის გენერალურ რეპეტიციას ესწრებაო...
რეისმუსი - ელექტრო ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანის მიღწევების ჩინებული მაგალითია
ხის მასალის დამუშავება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ვისაც ამ მიმართულებით უმუშავია, აუცილებლად დაგვეთანხმება. საჭიროა სიზუსტე, სიფრთხილე, განსაკუთრებული მონდომება, რათა სასურველი შედეგის მიღება მოხერხდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე მიღწევები გვანებივრებს კიდეც და რეისმუსი ამის ნათელი მაგალითია.
გადაიკითხეთ, ელექტრო დრელის შეძენამდე
დრელი რომ საქმის პროფესიონალია, ეჭვი არცერთი წუთით არ უნდა შეგეპაროთ. დიახ, ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ხელსაწყოს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ინსტრუმენტი სანგრევ- სახვრეტად გამოიყენება. საქმე რთულია და მარჯვე ხელსაწყო სჭირდება. ასეთი კი დრელია. ინსტრუმენტი მუდამ გამართულად მუშაობს და დაბრკოლებებს არ სცნობს. მთავარია, ხელსაწყო სწორად შეარჩით, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.
კომფორტული მანქანის მტვერსასრუტები
ავტომობილის მფლობელებს რამდენიმე წესის შესრულება მართებთ. პირველ რიგში, მანქანა ხშირად უნდა შეამოწმონ და საჭიროების შემთხვვევაში, სწრაფად შეაკეთონ. თქვენი და სხვების უსაფრთხოებისთვის, ეს ყოველივე მნიშნველოვანია. მეორე წესი კი მანქანის სისუფთავეს, როგორც გარეგნულ, ისე შინაგანს, ეხება. ავტომობილი ამ მხრივაც სულ წესრიგში უნდა იყოს, რაც ხშირად რთულია, მაგრამ გეტყვით, თუ როგორ უნდა გაიმარტივოთ საქმე. ამისთვის მხოლოდ მანქანის მტვერსასრუტი დაგჭირდებათ. ხელსაწყო თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ, მუდამ კარგად მუშაობს და გამოსაყენებლადაც მარტივია. ინსტრუმენტის შეძენამდე კი კარგი იქნება, თუ რამდენიმე ფაქტს გაითვალისწინებთ. ამ ყველაფერზე ახლავე გიამბობთ.
რომელი ბეწვა ხერხი მუშაობს იდეალურად?
რთულია თუ არა ხისა და ბეტონის დამუშავება ? დიახ, რთულია, მაგრამ მარჯვე ხელსაწყოს მეშვეობით, ყველაფერი ადვილად მიღწევადია. რომელია ის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ამ საქმეში დაგვეხმარება ? ამ კითხვაზე ერთი პასუხი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ბეწვა ხერხია. ინსტრუმენტს კონკურენციას თითქმის ვერცერთი ხელსაწყო ვერ უწევს. მოკლედ, ხესა და ბეტონთან სამუშაოდ, ბეწვა ხერხზე უკეთ ვერაფერი დაგეხმარებათ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.