| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
რისი ცოდნა გაგიმარტივებთ, ელექტრო შალაშინის შერჩევას?
დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ვაპირებთ, ხელსწყოების შესახებ ყველაფერი დავწეროთ და სათქმელი შუა გზაზე არ გავწყვიტოთ. სულ ბოლოს კი აუცილებელია, გადავიკითოთ, შევასწოროთ, გავმართოთ და თქვენამდე მოვიტანოთ. დაახლოებით, ასე იქცევა ინსტრუმენტი, რომელზეც უნდა გიამბოთ. ელექტრო შალაშინი ხესა და ბეტონს ამუშავებს, ბოლო შტრიხს ავლებს და საქმეს წერტილს უსვამს. თითქოს სრულყოფილად დასრულებულ ნაშრომში, შეცდომებს მაინც პოულობს და გულდასმით ასწორებს. შალაშინის მასალაზე გადატარება აუცილებელია, თუ ხარისხიანი პროდუქტის მიღება გსურთ.
რა მოეთხოვება საუკეთესო შედუღების აპარატს?
მასალების ერთმანეთთან შეერთება წარმოუდგენელი იყო. მერე კი შედუღების აპარატი გამოჩნდა და ეს აზრი გააქარწყლა. ამ ინსტრუმენტის წყალობით, ადამიანებმა შვებით ამოისუნთქეს. სვარკის აპარატი სხვადასხვა მასალას აკავშირებს, აერთიანებს. ამას კი მარტივად და სწრაფად ახერხებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროის მხრივაც კომფორტულია.
ბარგალკა - ხელსაწყო, რომელიც მეტალთან მუშაობისას გჭირდებათ
ყველაფერი ასე იწყება: სპეციფიკური ხმა ისმის და ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად მუშაობს ბარგალკა. კონკრეტულად, რას საქმიანობს ? მისი მოვალეობა მეტალის დაჭრა და დამუშავებაა. გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ მასალაზე მუშაობს და თუ ხისთვისაც გსურთ, მაშინ სხვა ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. ბალგარკა კი მეტალისთვისაა შექმნილი და მისი პროფესიონალიზმის შესახებ ყველასთვის ცნობილია.
შეიძინე ელექტრო სახრახნისი სახლიდან გაუსვლელად
ღილაკზე თითის დაჭერისთანავე, საინტერესო ამბავი იწყება. ელექტრო სახრახნისი სამუშაო განწყობას, მაშინვე იძენს და თქვენც მოტივაციით გავსებთ. ისეთი მარჯვეა, რომ სხვანაირად შეუძლებელია, დადებით ენერგიას ყველა მიმართულებით ავრცელებს. პრინციპში, რთული საქმე აბარია და შესაბამისი მიდგომის გარეშე, არაფერი გამოუვა. ამიტომ, იცოდეთ რომ პასუხისმგებლიანი ხელსაწყოა და საქმეს გულს ყოველთვის უდებს.
ცირკული ხერხი - ინსტრუმენტი, რომელმაც დიდი ხანია, ავეჯისა და სადურგლო საქმის სპეციალისტები მოხიბლა
რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო როდია და რაც ჭრის, ყველაფერი სულაც არ არის ხერხი, მაგრამ როცა ცირკულ ხერხს ეხება საქმე, ნამდვილად ისე ჭრის, როგორც საჭიროა და შესაბამისად, სადაც ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტი რამეს დაიკვეხნის, იქაც ცირკული ხერხი უნდა ახსენოს!..
ელექტროენერგიის „უახლოესი ნათესავი“ - გენერატორი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
„ვიკიპედიამ“ დაიტრაბახა, „მე ყველაფერი ვიციო“. „გუგლმა“: „მე ყველაფერს მოვიძიებო“. „ფეისბუკიც“ გამოხტა: „მე ყველას ვიცნობო“. აქ ინტერნეტმა აზიდა წარბი: „ჩემ გარეშე არაფერს წარმოადგენთო“. ბოლო ელექტროენერგიამ ჩაიფხუკუნა მრავალმნიშვნელოვნად: „ხმა გაკმინდეთ, თქვე მატრაკვეცებოვო“. ჰოდა, გენერატორიც გაერია მარაქაში: „ჯიგარ ხარ, ელეო“, ფამილარულად მიმართა ელექტროენერგიას...
ლაზერული თარაზო - გაზომე სწორად და მარტივად
როცა საქმე სიზუსტეს ეხება, თვალი ხშირად იტყუება. მაგალითად, ფილის ტოლ ნაწილად გაჭრა რომ გსურთ და საქმეს შეუიარაღებელი ხელებით ასრულებთ, უზუსტობას იღებთ. ერთი არასწორი მოქმედება და სიმეტრიულობა ირღვევა. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ სინამდვილეში მძიმე შემთხვევაა. განსაკუთრებით საყურადღებო კედლების სისწორე და სივრცეების ერთმანეთთან თანხვედრაა. მაგალითად, ფანჯრის ადგილი ზუსტად უნდა ამოიჭრას და ზომები გათვალისწინებული იყოს.
სად და როგორ გამოიყენებთ ჰაერის კომპრესორს
ჰაერის კომპრესორის აუცილებლობაზე ბევრს ვისაუბრებთ და ამავდროულად გეტყვით, ისეთი ხელსაწყო არ არის, ყველას რომ სახლში უნდა ჰქონდეს. ინსტრუმენტის გამოყენების არეალი განსაზღვრულია. ორიოდე სიტყვით ამ საკითხსაც შევეხებით. მანამდე იმას გეტყვით, რომ ხელსაწყო თქვენს გულს მალე მოიგებს. იმდენად მარჯვეა, რომ სხვაგვარად შეუძლებელია.
რა არის ნიველირი და ვის სჭირდება ეს ხელსაწყო?
ერთიორი კარგი მარკშეიდერი ყველას სჭირდებაო, ვაჟა ზაზაევიჩს რომ ჰკითხო „ცისფერი მთებიდან“... რამდენად მართალია ეს შეხედულება, რთული სათქმელია, თუმცა მარკშეიდერს, გეოდეზისტსა თუ მშენებელს რომ ერთიორი კი არა, სამი და ოთხი კარგი ოპტიკური თარაზო სჭირდება, ეს ცხადზე უცხადესია! პრინციპში, კარგი თუა, სამი და ოთხი რაში სჭირდება? რა, კოლეგას რომ ათხოვოს, გვარიშვილობიდან ჩამოვარდება ვითომ?
ელექტრო შალაშინი - ხელსაწყო, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს არავის დაუთმობს
ბენჯამინ ფრანკლინს უთქვამს თავის დროზე, „შრომა ბედნიერების მამა არისო...“ უჰ, რაღაცნაირი ფრაზაა, აი, ისეთი, კიდეც რომ დაგაფიქრებს და ცოტა ხუმრობის ხასიათზეც რომ დაგაყენებს. უფრო მეტიც, შესაძლოა, ვიღაცამ ამ ფრაზას პოლიტკორექტულობის პრიზმიდან შეხედოს, დაიწუნოს და უკმაყოფილოდ ბრძანოს: „ვითომ რატომ მამა და არა დედა?!“
პატარაა, მაგრამ მუშა - ზუსტად იცით, რა შეუძლია მანქანის მტვერსასრუტს?
ზოგი ისეთი მძღოლია, საჭეს რომ მიუჯდება და მანქანას დაქოქავს, ნავიგატორი დანიშნულების ადგილს კი არ კარნახობს, ეგრევე ლოცვას იწყებს... არა, ასეთები შორს ჩვენგან - ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, გარშემომყოფების ჯანმრთელობაც...
ტოპ 3 ფრეზი უკეთ მუშაობისთვის
სახელწოდებას გაიგებთ და ყველაფერი ნათელია! მაგალითად, მაგიდის სანათის ფუნქცია, დასაწყისშივე თვალსაჩინოა. ფრეზის შემთხვევაში როგორაა საქმე? სახელი თუ არაფერს გეუბნებათ, ჩვენ გეტყვით, რომ ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. თან ისეთი, რომ თუ ხელში ჩაგივარდათ, ვეღარ დაივიწყებთ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.