ბლოგი
ელექტრო ინსტრუმენტები

მანქანის მტვერსასრუტი - ის, რაც კომფორტისთვის გჭირდება

ავტომობილს სათანადო ყურადღება სჭირდება. ყველაფერი მუდამ მწყობრში უნდა იყოს. ამაში მხოლოდ გამართულობა არ იგულისხმება. ცხადია, ეს უპირველესია, მაგრამ ამავდროულად, სისუფთავეც მნიშვნელოვანია. ეს კი საკმაოდ რთულია, რადგან მანქანა მცირე სივრცეებისგან შედგება და ზოგჯერ ყველა ტერიტორიას ვერ ვწვდებით. მანქანის მტვერსასრუტი თუ კი გაქვთ, პრობლემები ავტომატურად იხსნება. მარჯვე ხელსაწყო საქმის დიდოსტატია და არაფერი ეშლება. ინსტრუმენტისთვის არც ისეთი ადგილი არსებობს, რომელსაც ვერ მიწვდება და დაუსუფთავებელს დატოვებს. მოკლედ, საუკეთესოა და თუ ავტომიბილი გყავთ, მტვერსასრუტიც აუცილებლად დაგჭირდებათ.

როგორ ვიმუშაოთ კუთხსახეხით და - აუჩქარებლად, უსაფრთხოების წესების დაცვით და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს

ისეთი ტუნტყლი დაგროვდება ხოლმე, როცა კუთხსახეხი მუშაობს, ქლურცვა მოგინდება ადამიანს, მაგრამ სამაგიეროდ, საბოლოო შედეგია ისეთი, ვინც დაიწუნებს, ტაჯგენაგი არ ასცდება!.. სხვათა შორის, ბევრი სიტყვა გვაქვს, რომლებიც მიზეზთა გამო დავივიწყეთ, თუმცა, აგერ, რამდენიმეს ჩვენ შეგახსენებთ, ზოგი თავად მოიძიეთ, მეგობრებსა და თანამშრომლებსაც ეცოდინებათ, მათაც ჰკითხეთ - კარგ ხასიათზე ხომ დადგებით და ლექსიკონსაც გაიმრავალფეროვნებთ.

საქმე გამოჩნდა? განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ელექტრო სახრახნისით ყველაფერი უმალ მოგვარდება

დიდად არ გაგიკვირდებათ, ალბათ, ერთი ქალი თუ მეორეს სახრახნისს სთხოვს, მაგრამ თუკი მეორე მას მაშინვე ხელჩანთიდან ამოიღებს და გაუწვდის, აი, აქ კი სრული უფლება გაქვთ, თვალებიც გაგიფართოვდეთ და წამოიძახოთ - ვააა?!

ცირკული ხერხები, რომლითაც საქმეს ეფექტურად შეასრულებთ

ცირკული ხერხის ფუნქცია ხისა და ბეტონის დამუშავებაა. ეს კი საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ინსტრუმენტმა ორივე მასალა სრულყოფაში უნდა მოიყვანოს და სირთულის მიუხედავად, კარგად იმუშაოს. ნებისმიერი ხელსაწყო ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ ცირკულ ხერხზე როცა ვსაუბრობთ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ინსტრუმენტი სირთულეებს მედგრად ხვდება და არაფერს უშინდება. მასალას კარგად ამუშავებს და სხვა სიკეთეებიც ახასიათებს, თუმცა, ცირკულ ხერხსაც გააჩნია, რადგან ყველა ასეთი არ არის. ჩვენ კი მხოლოდ საუკეთესო ინსტრუმენტებზე უნდა გიამბოთ და იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ, კარგი და ცუდი ცირკული ხერხი.

თუკი სიახლე გსურთ, აიღეთ ხელში პულივიზატორი და საძინებელი ყველაზე კაშკაშა ფერებით გადაღებეთ

სიახლე ყოველთვის კარგია, მით უმეტეს, როცა შეგიძლია, რომ სიახლის ინიციატორიცა და შემსრულებელიც თავადვე იყო. რაც მთავარია, სულაც არ არის აუცილებელი, პირველივე სურვილის შემთხვევაში, მსოფლიო წესრიგში სცადოთ სიახლეების დანერგვა - უბრალოდ, საკუთარი საძინებლით დაიწყეთ, რაშიც შეუფასებელ დახმარებას ელექტრო პულივიზატორი აღმოგიჩენთ.

იცით, რა კავშირია ზღვას, მზეს, გარუჯვასა და დრელს შორის?

უცნაური კითხვა კი არის, მაგრამ თუ იცით, რა კავშირია ზღვას, მზეს, გარუჯვასა და დრელს შორის? კარგად დაფიქრდით, არ აჩქარდეთ, ამ სიცხეში აჩქარება და ზედმეტი სითხის დაკარგვა არ ეგების...

არც კი იფიქროთ, რომ ფრეზის შერჩევა რთულია

„დრელი ყველა ბზუისო, ფრეზერთან ყველა ტყუისო“... არა, დრელის შესაძლებლობების დაკნინება წამითაც არ გაგვივლია გულში - მას თავისი ადგილი აქვს ყველა ხელოსნისა და ჩხირკედელას არსენალში, მაგრამ როცა საუბარი ისეთ ინსტრუმენტს ეხება, როგორიც ელექტრო ფრეზი გახლავთ, ან ანდაზას მოიგონებს ადამიანი, ან ლექსს მიუძღვნის, მაგრამ საქმის კეთება თუ გადაწყვიტა, ისეთებს ჩაატარებს, უჰ, თქვენი მოწონებული!..

რაში დაგეხმარებათ ლაზერული თარაზო?

ლაზერული თარაზო მარჯვე და გამძლე ხელსაწყოა. ინსტრუმენტს დიდხანს და ეფექტურად მუშაობა შეუძლია. რიგ სიტუაციებში თარაზო აუცილებლად დაგჭირდებათ, მაგალითად მაშინ, როცა საქმე მშენებლობასა და სიზუსტეს ეხება. ასეთ ვითარებაში ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ამაში კი ლაზერული თარაზო დაგეხმარებათ.

რა უპირატესობები აქვს რეისმუსს?

ხისა და ბეტონის დასამუშავებლად, სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტი არსებობს, მაგრამ რეისმუსი ყველაზე ეფექტურია. ერთი კი არა, მრავალი უპირატესობა აქვს და სწორედ ამიტომაა გამორჩეული. ხელსაწყოს არაფერი აშინებს, მისთვის დაბრკოლება უცხო ხილია და გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს. საკმაოდ რთული მასალის დამუშავება ძალუძს და თან საქმეს მუდამ ხარისხიანად ასრულებს. მოკლედ, თქვენს წინაშე ნამდვილად საუკეთესო ხელსაწყოა და ბლოგში რეისმუსს უკეთ გავეცნობით.

შედუღების აპარატი და ფიზიკა - საჭიროა თუ არა შემდუღებლისთვის ფიზიკის ცოდნა?

სულაც არ არის საჭირო ფიზიკის კანონების ცოდნა იმის მისახვედრად, რომ სითხეში მოთავსებული სხეული მაშინვე დედის გინებას დაიწყებს, თუკი სითხე ყინულივით ცივია!.. სხვათა შორის, ფიზიკის კანონების არცოდნა სულაც არ ნიშნავს, რომ მათი დარღვევის უფლება გვაქვს.

ექსკლუზიური ინტერვიუ... პერფორატორთან: „შემქმნეს იმისთვის, რომ ადამიანების შრომა გავამარტივო“

ათასნაირი ინტერვიუ გექნებათ წაკითხული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან: მსახიობებთან, მომღერლებთან, მწერლებთან, პოლიტიკოსებთან - მით უმეტეს. ჰოდა, ოდესმე თუ გქონიათ შემთხვევა, რესპონდენტი არც მეტი, არც ნაკლები... პერფორატორი ყოფილიყო?

რა როლი აქვს ბარგალკას?

მეტალთან მუშაობა რთული და სპეციფიკური პროცესია. აუცილებელია, რომ გვერდით მარჯვე ხელსაწყოები გქონდეთ. მასალას მხოლოდ ასე თუ დაამუშავებთ, სხვა შემთხვევაში საქმე გართულდება. ამ ყველაფრის უბადლო მცოდნე კი ბარგალკაა. მეტალთან ურთიერთობა ნამდვილად არ ეშლება, მეტიც, მცირე გადაცდენასაც კი ვერ უპოვით.

788 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება