ბლოგი
ელექტრო ინსტრუმენტები

შეიძლება თუ არა, სვარკის აპარატი... ადამიანის სახელი იყოს?!

სვარკის აპარატი საშინლად იყო გაბრაზებული მშობლებსა და პრინციპში, ნათლიაზეც... აბა, როგორ შეიძლებოდა, ბავშვისთვის სვარკის აპარატის დარქმევა, აი, როგორ?! სხვათა შორის, კაი მაკვარანცხი ვინმე კი გახლდათ ეს ჩვენი სვარკის აპარატი - გასული საუკუნის 90-იანებში „ბუტკებს“ რომ მიჰქონდა ყველაფერი, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ერთ დღესაც გამყიდველმა ნისიაზე უარი უთხრა და ამანაც რა მოიფიქრა, არ იკითხავთ? ადგა და ღამით „ბუტკის“ კარ-ფანჯარა „დაუსვარკა“...

შეიტყვე მეტი ჰაერის კომპრესორის შესახებ

ერთი შეხედვით ჰაერის კომპრესორი დიდი გაუგებრობაა. უზარმაზარი ხელსაწყო და მისი მექანიზმები უცანურად გამოიყურება. მართლაც ასეა, მაგრამ ყველაფერში მარტივად გაერკვევით. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰაერის კომპრესორის მართვა რთული არ არის. ამასთანავე, უალტერნატივოა. ზოგიერთი საქმე მის გარეშე წარმოუდგენელია.

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინო კუთხსახეხი Holst.ge - ზე

ხელსაწყოების შეძენა თანამედროვე ადამიანის პრობლემა არ არის. თქვენ ისურვეთ და ირგვლივ ყელაფერია. სმარტ ნათურა გსურთ ? ან იქნებ კუთხსახეხი ? ერთი ხელის გაწვდენა და თქვენს წინაა. როგორც ხელსაწყოების, ასევე, შესაძენი ადგილების სიაც დიდია. მაღაზიები ინსტრუმენტებით სავსეა. საიმედოს პოვნა კი არც ისე რთულია. ალბათ, ამ წინადადებას ელით და არ დავაყოვნებთ. გირჩევთ, ხელსაწყოები Holst.ge - ზე შეიძინოთ. ორიოდე სიტყვას ამაზე გეტყვით და შემდეგ გამორჩეულ ბარგალკებზე გადავიდეთ.

გენერატორი - თან ძველ დროს გაგახსენებთ, თან სასარგებლო ამბებითაც მოგამარაგებთ

აბა, რას გაიხსენებთ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან? ალბათ, უცნაურ ფხვნილებს, რომელთაგან ზოგი წვენად გადაიქცეოდა ხოლმე, ზოგი ერბოკვერცხად, ზოგი - რძედ. ორცხობილას, რომელსაც ცეცხლი ეკიდებოდა, კი ბატონო. ასევე, სარკიან ლამპებს, „კერასინკებს“ და რაღა თქმა უნდა, ვის დაავიწყდება ფუფუნების ყველაზე გამორჩეული საგანი - გენერატორი, რომელიც პრაქტიკულად, ერთადერთი საშუალება იყოს, საყვარელი სერიალისთვის ან საინფორმაციო გამოშვებისთვის გვეყურებინა...

რეისმუსი - შალაშინის ღირსეული თანამებრძოლი

რასმუსენი რომ იყო, გახსოვთ? აი, ანდერს ფოგ რასმუსენი, დანიის ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი... სად რეისმუსი და სად რასმუსენი? ეგეც მართალია, მაგრამ უცბად რომ შემოგიხტება ტვინში რაღაც, როგორ გინდა, გაუმკლავდე და გასაქანი არ მისცე?

რა არის ნიველირი და რისთვის გამოიყენება ხელსაწყო?

არ თქვათ ახლა, ნიველირი არ მაქვსო!.. ოჯახი ხრამია, კაცო, არ გაგიგიათ? გქონდეთ სადმე ერთი კაი მშვენიერი ნიველირი, პურს ითხოვს თუ წყალს?! სხვათა შორის, ხუმრობა იქით იყოს და ოპტიკური თარაზო ასე ხელწამოსაკრავი ხელსაწყო ნამდვილად არ გახლავთ, არავითარ შემთხვევაში!

ლაზერული თარაზო - თუკი თქვენი საქმიანობა ზედმიწევნით სიზუსტეს საჭიროებს

ასჯერ რომ გაზომავ, კაცო, ასჯერ, მერე იმის გაჭრა როგორღა შეიძლება, ამდენ შრომას ასე ხელის ერთი მოსმით უნდა დაუსვა წერტილი?!.. კარგით, ჰო, სხვა რამე იგულისხმება, კი ბატონო და კიდევ კარგი, ამ ანდაზის მოგონებაზე მაშინ არ დაიწყეს ფიქრი, როცა ლაზერული თარაზო უკვე შექმნილი იყო, თორემ ვინ იწვალებდა ასჯერ კი არა, თუნდაც ათჯერ გაზომვაზე, წამებში მიიყვანდა საქმეს ბოლომდე.

გაიმარტივეთ საქმე ცირკულ ხერხთან ერთად

ჩვეულებრივი ხერხისგან ცირკულს ბევრი რამ განასხვავებს. თითოეული სხვადასხვა საქმისთვისაა განკუთვნილი. გაუგებრობა რომ არ წარმოშვას, ბევრჯერ დაზუსტებაა საჭირო. ორივე კარგად მუშაობს, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. მოკლედ, ცირკულ ხერხს ხისა და ბეტონის დამუშავება აბარია. ამიტომ, მსგავსი საქმიანობისთვის ეს კონკრეტული ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. არჩევაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

რა უნდა იცოდე ელექტრო შალაშინის შესახებ

მასალების უმეტესობას დამუშავება სჭირდება. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გარეშე, საქმე ბოლომდე ვერ მიდის. პროცესის წარმართვაში ელექტრო შალაშინი დაგეხმარებათ. ხელსაწყოს მთავარი მოვალეობა მასალის დახვეწაა. შედეგად კი თვალწარმტაც ნაშრომს ვიღებთ. ამიტომ, შალაშინი არ დაივიწყოთ და დაიხმარეთ.

ტოპ 3 მძლავრი შედუღების აპარატი

შედუღების აპარატი მასალებს ერთმანეთთან აერთებს. მეტალს ფორმას უცვლის და საკუთარ ადგილს უჩენს. საქმეს მთელი სიზუსტით ასრულებს. ყველაფერზე მაქსიმალურად პასუხისმგებელია. სისწრაფეც მისი მოგონილია. დიდი დრო არ სჭირდება, ხელსაწყო სწრაფად მუშაობს.

თუ დრელი დრელობს, კედელი ორი ხელით იხვრიტებაო...

„კარგი დრელი მათრახს არ დაირტყამსო“ - არა, ასე არ არის... „დრელი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - არა, ბატონო, არც ასეა! „ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და უკვე დრელს არქმევდნენო“ - ასე ხომ არ არის და არც არასოდეს იქნება! საერთოდაც, რა გახდა, რომ ერთ გემრიელ ხალხურ ანდაზაში ელექტრო დრელი იყოს ნახსენები? ნუ, კარგით, უბრალოდ დრელი მაინც? პრინციპში, სწორია ბურღი, მაგრამ მოგეხსენებათ, რიგ მიზეზთა გამო, ასე უფროა დამკვიდრებული. ჰოდა, ამჯერად ბარბარიზმებსა თუ ნასესხებ სიტყვებზე საუბარი გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, ერთი, მთლად ანდაზას თუ არა, შექებას მაინც თუ იმსახურებს ეს ხელსაწყო.

ნებისმიერი სახელოსნოს მშვენება - ელექტრო ფრეზი

პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ხოლო ნებისმიერი სახელოსნო ფრეზმა დაამშვენოსო. პირველი გამოთქმა ხშირად გაგვიგია და შინაარსსაც კარგად ვხვდებით, აი, მეორე „ანდაზის“ მნიშვნელობას კი ზედმიწევნით ზუსტად აგიხსნით, თან ისე, რომ კითხვას როცა დაასრულებთ, გაურკვეველი აღარაფერი დაგრჩებათ და ყველაფერში დაგვეთანხმებით.

690 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება