| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
| ბლოგი |
ელექტრო ინსტრუმენტები
|
აუცილებელი ნივთი თქვენი მანქანისთვის
ბევრი კარგი ხელსაწყო არსებობს, მაგრამ მანქანის მტვერსასრუტი ცალკე განზომილებაა. კომპლიმენტებს გულუხვად იმსახურებს და ჩვენც არ დავიშურებთ. სახელწოდებითაც ნათელია, რომ ხელსაწყო ავტომობილითვისაა განკუთვნილი. ცხადია, თუ სხვა დანიშნულებასაც უპოვით და სახლისთვისაც გამოიყენებთ, დანაშაული არ იქნება. სინამდვილეში კი მანქანის მტვერსასრუტია და ბინას სწორედ ამ სივრცეში იდებს. დადებით თვისებებზე კი დეტალურად გიამბობთ.
სარემონტო სამუშაოების დროს დრელმა ყველა გააოცა...
უცნაური და მყვირალა სათაურების მოგონება რომ იციან ხოლმე ზოგიერთი გამოცემის ჟურნალისტებმა, ჩვენ თუ დრელს გამოვიყენებთ „სკანდალის“ მთავარ მოქმედ პირად, რა დაშავდება? არც არაფერი! ჰოდა, ავდგეთ და ვცადოთ: „კანარის კუნძულებზე ელექტრო დრელი რჩეულთან ერთად ისვენებს“ - უცნაურია, გეთანხმებით!..
აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია გენერატორების შესახებ
გენერატორი სხვა განზომილებაა. ამდენი თანადგომა არცერთ ხელსაწყოს შეუძლია. აი, ეს კონკრეტული კი ყველასგან გამორჩეულია. რთულ სიტუაციებში გამოსავალს პოულობს და ღამეს დღედ აქცევს. ულევი ენერგიის წყაროა და დასახმარებლად მუდამ მზადაა.
ჩემი დრელები შენსას ჯობია, არა, შენი სჯობს ჩემს...
ამ სოციალურ ქსელებში იმდენ უცნაურობას გადააწყდება კაცი... აგერ, იმ დღეს იყო, ვიღაც დრელით, შენ ხარ ჩემი ბატონი... ყავას ამზადებდა. აი, იმ ყავას, ბოლომდე რომ ისმება და ჭიქაში არაფერი რჩება - საფუძვლიანად ააქაფა, ყინულები და კიდევ რაღაცები დაამატა და ალბათ, გემრიელი რამეც გამოუვიდა. კიდევ ვიღაც ადგა და დრელი ახლა ერბოკვერცხის მოსამზადებლად გამოიყენა...
პერფორატორი - ინსტრუმენტი, რომელსაც უმჯობესია, თუ უქმეებზე უთენია არ გამოიყენებთ
შრომამ შექმნა ადამიანი, კი ბატონო, მაგრამ თან გემრიელადაც დაღალა. ჰოდა, უქმეებზე, უთენია რომ პერფორატორი გაგაღვიძებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა რთული ამბავია. არა, ისიც შრომობს, ვინც უთენია ააგუგუნებს ხოლმე ინსტრუმენტებს, მაგრამ...
მანქანის მტვერსასრუტის ქონას თვით გოეთე მოგიწონებდათ...
თუკი მანქანის მტვერსასრუტი გაქვთ, აუცილებლად გჭრდებათ მანქანაც და თუკი მანქანა გყავთ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გჭირდებათ მტვერსასრუტი... ფაქტია, ავტომობილში მტვერსასრუტის ქონა სალონში სისუფთავის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რასაც უამრავი დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, უცხო ჩაგიჯდებათ, თუ ბავშვობის მეგობარი, უხერხულობის გრძნობას გადაურჩებით, თავს მოიწონებთ, კმაყოფილი იქნებით. საერთოდაც, არც თუ ცოტა რამ უშლის ადამიანს ნერვებს და პირადი სივრცე რომ დაწკრიალებული და მოწესრიგებულია, ჩათვალეთ, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დიდი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული. მოკლედ, სისუფთავე და წესრიგი ნამდვილად მნიშვნელოვანია და გოეთეც ხომ მაგას ამბობდა: „წესრიგი დროის მოფრთხილებას გვასწავლისო“...
მიეც დურგალსა ხელსაწყო, აშალაშინოს მორები, ანუ რაში შეიძლება გამოგვადგეს შალაშინი
თუ გახსოვთ, რას ნიშნავს მეთულუხჩე? და დაბაღი? ხარაზი გემახსოვრებათ, ნუ, მექისე მაინც აუცილებლად და წყალი არ გაუვა, გეცოდინებათ, რას ნიშნავს დურგალი. კიდევ ბევრი პროფესია მოიხსენიებოდა ძველ თბილისში განსხვავებულად და რაც ვახსენეთ, იმათ აქვე შეგახსენებთ: მეთულუხჩე, ჩემო ბატონო, წყლის დამტარებელი გახლდათ, დაბაღები ტყავის დამუშავების სპეციალისტები იყვნენ, ხარაზი ფეხსაცმლის მკერავ-ხელოსანია, მექისეს სასწაულმოქმედი ხელი ერთხელ მაინც თუ გამოგიცდიათ გოგირდის აბანოებში, მაგას ვერასოდეს დაივიწყებდით, მით უმეტეს, ნაბახუსევზეა მისწრება. აი, დურგალი კი ხის ნაკეთობებზე მომუშავე სპეციალისტი გახლავთ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ხელსაწყო, რაღა თქმა უნდა, შალაშინი გახლავთ.
ცირკული ხერხი - კომფორტული ხელსაწყო
ცირკულ ხერხზე მარჯვე ინსტრუმენტი, იშვიათად გამოიძებნება. რთული საქმე აბარია, მაგრამ თავს კარგად ართმევს. სტანდარტული ხერხისგან განსხვავებულია და ორი სახის მასალაზე მუშაობს. ხისა და ბეტონის სპეციფიკას კარგად ფლობს. ყველაფერი ზედმიწევნით იცის და საქმეში ეფექტურია.
ელექტრო სახრახნისი - თქვენი ერთგული დამხმარე
მნიშვნელოვან გამოგონებებს შორის, ელექტრო სახრახნისი საპატიო ადგილს იკავებს. სულაც არ ვაჭარბებთ. ხელსაწყო მართლაც არაჩვეულებრივია. ადამიანებისგან განსხვავებით, სახრახნისი არაფერზე წუწუნებს, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და მუდამ ეფექტურია. ცხადია, თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარ საქმეს თავად ასრულებს.
დაიხმარე პულივიზატორი და იმუშავე მარტივად
სამღებრო საქმიანობა ყოველთვის სახალისოა. მუსიკას ბოლომდე უწევთ, თქვენს სტიქიაში ხართ და კედლის ფერს ცვლით. ერთგვარი თერაპიაა და განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელს ელექტრო პულივიზატორი გიმშვენებთ. სწორედ აქ იწყება საინტერესო თავგადასავალი. ვერც კი წარმოიდგენთ, თავიდან რამდენ პრობლემს აგარიდებთ. იქნებ, საღებავის ლაქებისგან ტანსაცმელიც გადაარჩინოს. ახლა კი მეტად სასარგებლო ინფორმაციის ჯერია.
რა ფუნქცია აქვს ბეწვა ხერხს?
ხერხი უნიკალური ხელსაწყოა. ხის მორებს ჭრის და მარტივად ამუშავებს. სავარაუდოდ, ყურში ხმაც უკვე ჩაგესმათ, არემარეს რომ ექოსავით ედება. შორეული მოგონებებიც გაგახსენდებოდათ, თუ კი შემოდგომობით სოფელს სტუმრობთ. ზამთრის სამზადისისთვის ხერხი განუყოფელი ნაწილია. ამჯერად, ხერხზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ ოდნავ განსხვავებულზე. ბეწვა ხერხი სხვა თვისებების მქონეა. მხოლოდ ხის მორებს კი არ ამუშავებს, არამედ უფრო სფეციფიკური საქმე აბარია.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.