| ბლოგი |
განათება
|
| ბლოგი |
განათება
|
დიახაც, „ლინუსის“ სანათები ბაროკოს სტილსაც დაამშვენებს, როკოკოსაც, ამპირსაც და მინიმალიზმსაც!..
ისე, გემოვნებაზე თუ არ იდავე ადამიანმა, აბა, სხვა რაღა არის სადავო? არ თქვათ ახლა, იმაზე კამათია საინტერესო, მესი უფრო მაგარი ფეხბურთელია თუ - რონალდო! თუმცა, ესეც გემოვნების ამბავია და საერთოდაც, რაც კამათი, ჩხუბი და აყალმაყალი მომხდარა, მიზეზი სწორედაც რომ განსხვავებული გემოვნება უნად იყოს. აბა, გაიხსენეთ, მაგალითად, ზოგის გემოვნებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრები არ ჯდებოდა და გაფართოება მოისურვა... ზოგს - სხვისი ცოლი მოეწონა - ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო...
იცით, რა განსხვავებაა ლედ ნათურებსა და შუქდიოდურ ნათურებს შორის?
ბევრმა არ იცის და კითხულობს ხოლმე: ხომ არ იცით, რა განსხვავებაა ლედ ნათურებსა და შუქდიოდურ ნათურებს შორის? სხვათა შორის, ძალიანაც კარგია, თუ ადამიანი კითხვას სვამს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც აინტერესებს და რაღა თქმა უნდა, Holst.ge პასუხს არ დაუგვიანებს.
სად შეიძენთ ხარისხიან ჩამრთველ-როზეტებს?
ჩამრთველ - როზეტებთან ურთიერთობა ყოველდღიურობის ნაწილია. არ არსებობს სივრცე, სადაც ორივე არ დაგვჭირდება. მაგალითად, როზეტში დამტენის შეერთებით, ტელეფონი იმუხტება, მტვერსასრუტი ირთვება და ა.შ. რაც შეეხება ჩამრთველს, მისი მეშვეობით შუქს ვანთებთ ან ვაქრობთ. მართალაც ხშირად ვიყენებთ და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად გამძლე უნდა იყოს. რუტინულ საქმეს გმირულად შეხვდეს და მუშაობისგან არ გადაიწვას. Holst.ge - ზე სწორედ ასეთი ხარისხიანი ხელსაწყოებია განთავსებული.
როგორ უნდა შეარჩიოთ ფანარი - მარტივი კითხვის მარტივი პასუხები
რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ფანარი ზეცისკენ რომ მიმართოთ, მისი სინათლე სამყაროში სამუდამოდ დარჩება... ერთი ეგ არის, ვინ დაინახავს ჩვენი ფანრის სინათლეს რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ამ ურთულეს კითხვაზე პასუხს ვერაფრით გაგცემთ. სამაგიეროდ, მარტივ კითხვაზე - როგორ უნდა შეარჩიოთ ფანარი, მარტივი პასუხებით მოგამარაგებთ.
რატომ უნდა გქონდეს სახლში დამაგრძელებელი ?
წარმოიდგინეთ, მთელი დღე რომ ოცნებობდით, ის დრო დადგა. ლეპტოპთან ერთად, თქვენი საყვარელი ადგილისკენ მიდიხართ. ფილმს უნდა უყუროთ და იტიროთ ან იცინოთ. გააჩნია როგორი დღე გქონდათ. ისე ჩვენ მეორეს გირჩევთ. ეს- ესაა სკამში ეშვებით, მთელი დღის დაღლას ივიწყებთ, წარმოიდგენთ თუ როგორი საამო საათები გელით და გეღიმებათ. პარალელურად, ლეპტოპს რთავთ, მაგრამ შავი ეკრანი და საკუთარი ანარეკლი, ალმაცერად მოგჩერებიათ. და აი, რაშია საქმე! მოსასულიერებელი გყავთ ჯერ ლეპტოპი და მერე საკუთარი თავი. მეორე სევდიანი ამბავი ის იქნება, თუ სახლში დამაგრძელებელს ვერ იპოვით. გამოდის რომ მთელი დღის საოცნობო ადგილი უნდა დავიწყოთ და იქ გადაჯდეთ, სადაც დენის წყაროა. ამის გაანალიზების შემდეგ კი ნამდვილად სასოწარკვეთილი ხართ. მოკლედ, ხომ გახსოვთ სიცილი რომ გირჩიეთ ? ჰოდა, დამაგრძელებლებსაც გირჩევთ და შეიძინეთ, თუ არ გინდათ იგივე გადაგხდეთ. ალბათ, წასაკითხადაც საკმარისი კოშმარი იყო.
გარე განათება და მასთან დაკავშირებული საკითხები
გარე განათების გარეშე, შებინდება უინტერესო იქნებოდა. ასე ბევრად უკეთესია: საღამოვდება, დღის ფერები იკარგება, სადაცაა ქუჩებს სიბნელე შთანთქავს და ამ დროს ლაპიონები ერთიანად ინთება. გარემო მწყობრად და ლამაზად ნათდება. თუ კი ამ პროცესისთვის ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ, დააკვირდით, ვფიქრობთ, არის ამაში რაღაც საინტერესო. ახლა კი მთავარი პერსონაჟები უნდა გაგაცნოთ. ამ როლში ლამპიონი ან პროჟექტორია. ინსტრუმენტები სინათლეს ავრცელებენ და იმ მუხტას ქმნიან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ საჭირო ამბებს მოვყვებით და ბოლოს, რამდენიმე ხელსაწყოს დეტალურად განვიხილავთ.
შეარჩიეთ ნათურები Holst.ge - ზე
ნათურებს ბევრ ადგილას გადააწყდებით, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულები გვაქვს. ამ სიტყვებს პასუხისმგებლობით ვამბობთ და ლედ ნათურებს გაცნობთ. მათ რიგებში კი სმარტი და ემერჯენსი ხელსაწყოები იკვეთება. ორივე ინსტრუმენტი ერთმანეთისგან განსხვავდება, საერთო კი განათების ფუნქციაა. ორივე სახის ხელსაწყო მძლავრია და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაცებში გამოიყენოთ. ბუნდოვანი რომ არაფერი იყოს, ამაზე დეტალურად გიამბობთ.
რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით?
რა უნდა ქნათ და პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდეთ, რომ არ უნდა ინერვიულოთ! საერთოდაც, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რაც შეიძლება მოგვარდეს? და მით უმეტეს, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რასაც არაფერი ეშველება?! ჰოდა, მოკლედ, მთავარია, არ ინერვიულოთ, მით უმეტეს, ახლავე მოგართმევთ რჩევას - რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით და დამაგრძელებლები, დამაგრძელებლები უნდა გამოიყენოთ, ეს არის და ეს!..
მაგიდის სანათი - ის, რაც ყველას უნდა ჰქონდეს
როგორც იქნა, კომფორტული ადგილი იპოვეთ და წიგნი პირველ გვერდზე გადაშალეთ. დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი კარგად იკითხება, მაგრამ შემდეგ ფურცელზე ვითარება იცვლება. თვალები ფართოვდება და ნერვული სისტემა ღიზიანდება. რაღაც რიგზე ვერ არის. ყველაზე მტანჯველი მომენტი კი ახლაა, როცა ადგილი უნდა შეიცვალოთ. დიახ, ამ უსიამოვნების მიზეზი არასაკმარისი განათებაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მაგიდის სანათი დაგჭირდებათ. ამის შემდეგ კი ხელს მართლა ვერაფერი შეგიშლით. რაც მთავარია, განათება მოვა თქვენთან და არა პირიქით.
იყო სიბნელე და უკუნი, მოვიდა ნათელი და გაიხსნა ცა - აი, ასეთ საოცრებებს ახდენს გარე განათება!
აბა, რამ შეიძლება, სინათლეს აჯობოს? აჰ, უფრო დიდმა სინათლემ? ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი პასუხია! საერთოდ, დღე-ღამის ბნელ დროს ნორმალური ხილვადობით უზრუნველყოფა - ადამიანის უსაფრთხოდ გადაადგილებისა და კომფორტის პირობაა, რაშიც, დაგვეთანხმებით, ბუნებრივია.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.