ბლოგი
ყველა

სულ რომ პირველად გქონდეთ პულივიზატორთან შეხება, ჰოპ-ჰოპ და ყველაფერში უცბად გაერკვევით!

ის თუ იცით, მხატვრები თავიანთ ნახატზე ხელმოწერას ყოველთვის მარჯვენა ქვედა კუთხეში რატომ სვამენ? იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ზოგ-ზოგიერთმა, ხელმოწერის წყალობით, ნახატი კედელზე თავდაყირა არ ჩამოკიდოს...

რაც დრო გავა, ჰაერის კომპრესორს მით მეტად „დაუმუღამებთ“ და მისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ

„სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლუს-მინუს, ემცე კვადრატ, ეფ, ფუძე... ვნებათაღელვის, უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ... მიდით, ერთაოზ“...

წყლის ტუმბოს მარტივად შერჩევაში ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგეხმარებათ

კი, აფხიზლებს ხოლმე დილის ყავა ადამიანს, როგორ არა და ნუ, ჩაიც, მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტიანი გამოსაფხიზლებელი რომ წყალია, იცით? როგორ და ჭერიდან რომ წვეთ-წვეთად მოწანწკარებს - ისე გამოგაფხიზლებთ, მისაყოლებელი არც კი გაგახსენდებათ...

გაიცანით ჩვენი ყოვლისშემძლე ნათურები

შავ პეიზაჟს სევდიანი გაჰყურებდი, როცა ჩაბნელებული სახლებიდან ერთ-ერთში ნათურა, ხოლო შენს გულში იმედი აინთო. თუ დაკვირვებიხართ, სინათლეს ასეთი ეფექტი აქვს. დღესავით ნათელი სივრცის ცქერისას, ბევრად უკეთ და იმედიანად ვართ. ეს გრძნობა კი მაშინ ორმაგდება, როცა სახლი Osram- ის, Linus - ის ან Ledex- ის ნათურითაა განათებული. ვფიქრობთ, თავად უნდა დატესტოთ და გულის სიმები სასიამოვნოდ შეირხიოთ. მანამდე კი ერთი ამოსუნთქვით საკითხავ ბლოგს გაეცანით.

ინფორმაცია, რომელსაც დრელის შეძენამდე უნდა გაეცნოთ

აშენებაა რთული, თორემ დანგრევა მარტივიაო, ხომ გაგიგიათ ? სიმართლე კი ის არის, რომ საქმე სხვაგვარადაა. ეს ფრაზა კედლის ჩამოშლას არ მიესადაგება, რადგან წინ რთული სამუშაოა და მარჯვე ხელსაწყოებია საჭირო. ამ კონკრეტული საქმისთვის კი, დრელია განკუთვნილი. ინსტრუმენტთან ერთად საქმე მსუბუქდება და ისეთივე სიმძიმის აღარ არის, როგორიც წარმოგვედგინა. ოღონდ ასე იმ შემთხვევაშია, თუ ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ, საქმეს ზუსტად მოარგებთ და ყველა დეტალს წინასწარ გათვლით. ამ ყველაფერში ჩვენ დაგეხმარებით. ბლოგში ზოგადსა და კონკრეტულ ინფორმაციას გაეცნობით. შემდეგ კი ელექტრო დრელის შერჩევა მარტივდება.

რატომ სჭირდება ხელსაწყოების ნაკრები ყველას?

წარმოიდგინეთ, ერთ ყუთში უამრავი ხელსაწყოა მოთავსებული და სხვადასხვა საქმისთვის იყენებთ. კარგი შესაძლებლობაა და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ხელსაწყოების ცალ-ცალკე შეგროვება საკმაოდ რთულია. ნაკრებში კი, ერთმანეთის მსგავსი ინსტრუმენტები ერთიანდება. მაგალითად, შეგიძლიათ ნაწილი კარის შესაკეთებლად გამოიყენოთ, ნაწილიც ონკანის დასამონტაჟებლად და ა.შ. კომპლექტში ისეთი ხელსაწყოებია მოთავსებული, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება.

ცირკული ხერხი- მარჯვე ხელსაწყო რთული საქმისთვის

ბევრნაირი ხერხი არსებობს, თუმცა ყველას სხვადასხვა როლი აქვს. მთავარია ხელი სწორ ინსტრუმენტს ჩაავლოთ. ცორკული ხერხი ხისა და ბეტონის დასამუშავებლად გამოიყენება. თუ შეხება ამ მასალებთან გაქვთ, ხელსაწყო აუცილებლად დაგჭირდებათ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ონკანი?

ხარისხიანი ონკანის შერჩევა რთულია, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი გავამარტივოთ. ბლოგში ბევრ მნიშვნელოვან მახასიათებელზე ვისაუბრებთ, ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით გადაიკითხეთ. ონკანის შერჩევისას, მცირე დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორ უნდა შეარჩიო განათების ინსტრუმენტები?

ყველანაირი განათება, როგორც შიდა, ასევე გარე, სწორად შერჩევას საჭიროებს. დეტალების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ამიტომ, მახასიათებლებს გულისყურით გადახედეთ. ერთმანეთს შეადარეთ სამუშაო რესურსები, განათების სიმძლავრე, გაშლის კუთხე, ფერის ტემპერატურა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ.

შეიძინე სასოფლო-სამეურნეო იარაღები მარტივად

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რამდენიმე ინსტრუმენტი უნდა დაიხმაროთ. პირდაპირები ვიქნებით და ვიტყვით, რომ მათ გარეშე არაფერი გამოვა. ხელსაწყოებს სხვადასხვა ფორმით მიწის დამუშავება აბარია. წუნს დამდვილად ვერცერთს უპოვით, საქმეს ყველა ოსტატურად ასრულებს. საუბარია ისეთ ხელსაწყოებზე, როგორებიცაა: ბარი, თოხი, წერაქვი და ფიწალი. თითოეულ ინსტრუმენტს თავისი სამუშაო ელოდება. თუ კი სოფლის მეურნებაში ხართ ჩართული, მაშინ ოთხივე დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ნივთებსაც იპოვით, ამიტომ თვალ-ყური გვადევნეთ.

შედუღების აპარატი, როგორც საუკეთესო ხელსაწყო

შედუღების აპარატის გარეშე მასალების შეერთება, არავის წარმოუდგენია. სხვანაირად შეუძლებელია და იმიტომ. ეს საქმე პირდაპირ კავშირშია კონკრეტულ ხელსაწყოსთან. სვარკის აპარატი ყველაფერში დახელოვნებულია და ერთ გადაცდენასაც ვერ უპოვით. მთავარი სწორად შერჩევაა, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით.

აგარაკისთვის, სოფლისა თუ ბაღ-ბოსტნისთვის საჭირო ეს ინსტრუმენტები თუ მოგეძიებათ ფარეხსა და სარდაფში?

თუკი გსურთ, აგარაკი დაამშვენოთ, გაალამაზოთ და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი საღამოები გაატაროთ, თუკი გსურთ, რომ ბებია-ბაბუის სახლ-კარს მოუაროთ, ბაღ-ბოსტანში ჯანსაღი პროდუქტი გაახაროთ, მხოლოდ სურვილი რომ არ კმარა, კი გეცოდინებათ.

1381 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება