| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
ისტორიული პროდუქცია Holst.ge-ზე - როგორ შეიცვალა ონკანი უხსოვარი დროიდან 21-ე საუკუნემდე
ონკანები რომ თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვთანხმებით, დიდი ალბათობით. ალბათ, ისიც უდავოა, რომ როცა ონკანიდან წყალს ჭიქაში ვისხამთ, ან გამოსაფხიზლებლად ცხვირ-პირს ვიგრილებთ, არასოდეს ვფიქრობთ იმის შესახებ, როგორ მოხვდა იგი, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში...
ფანრები Holst.ge-ზე მონადირეებისთვის, მეთევზეებისთვის, ტურისტებისთვის... მოკლედ, ყველასთვის!
რაც კი რამე გამოუგონია ადამიანს, პრაქტიკულად, ყველაფერი საიმისოდ, რომ ყოველდღიურობა უფრო მარტივი გახადოს. ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ნამდვილად არის ფანარი, რომლის ისტორია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდს უკავშირდება, თუმცა მოდით, ამჯერად შორეულ წარსულს შევეშვათ და უფრო პრაქტიკული საკითხები განვიხილოთ.
შეეშვით საძიებო სისტემებს, ნიველირზე ყველა დეტალს Holst.ge გაგაცნობთ
„ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევაო“, გემრიელი ქართული ანდაზაა, მაგრამ ვისაც დიდი სამუშაოები აქვს შესასრულებელი და ჩვეულებრივი სახაზავით სირბილი ეზარება, ძალიან კარგი რჩევა გვაქვს - ნიველირი გამოიყენეთ! საერთოდაც, თუკი არის საშუალება, რომ საქმე გავიმარტივოთ, უარი რა ლოგიკით უნდა ვთქვათ? აი, ჰქონოდათ ნიველირი პირამიდების მშენებლებს და საოცარ ნაგებობებს სოკოებივით წამომართავდნენ...
თქვენ ის თუ იცით, ვინ არის როზეტთან შეხუმრებული?
ჩაკ ნორისმა რომ როზეტში თითი შეჰყო და დენს დაარტყა, იცით? ხუმრობით, რა თქმა უნდა, უკვე კარგა ხანია, შეხუმრებულები ყოფილან... ისე, ჩაკ ნორისი ისეთი ოხერი ვინმეა, უარესსაც იზამდა, მაგრამ ჩვენ, „რიგით მოკვდავებს“, მსგავსი ექსპერიმენტების ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს - როზეტი იმ სფეროს განეკუთვნება, რომელთან ხუმრობა ცოტა უადგილოა და უმჯობესია, საკითხს სერიოზულად მივუდგეთ! როგორ და რანაირად, ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს.
რატომ არის ინსტრუმენტების ნაკრები მაგარი, ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ
ხელსაწყოების ნაკრებები - საკმაოზე მეტად ფართო ცნებაა. მიზეზი ის გახლავთ, რომ შესაძლებელია მას აბსოლუტურად განსხვავებული კომპლექტაცია ჰქონდეს - დაწყებული რამდენიმე ყველაზე პოპულარული, დამთავრებული ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული ინსტრუმენტით. ამასთან, განსხვავებულია როგორც რაოდენობა (პროფესიონალურ ნაკრებებში, მაგალითად, ავტომობილებისთვის, დეტალების რაოდენობა ხშირად 200 ერთეულსაც კი აღემატება), ისე ხარისხი. ყველა ამ კრიტერიუმზეა დამოკიდებული როგორც გამოყენების სფეროები, ისე - ღირებულებაც.
როგორი ბეწვა ხერხები დაგხვდებათ Holst.ge- ზე?
ბეწვა ხერხი ის ძლიერი ინსტრუმენტია, ხესა და ბეტონს რომ ამუშავებს. სიმართლე ითქვას, ხელსაწყო უკონკურენტოა. საქმის პოფესიონალს არაფერი ეშლება და მუდამ ისე მუშაობს, როგორც პასუხისმგებლიან ინსტრუმენტს შეეფერება. აქედან გამომდინარე, მასთან საქმის დაჭერა არაჩვეულებრივია. შეძენამდე კი რამდენიმე წვრილმანია გასათვალისწინებელი. ამ მახასიათებლების ცოდნა, არჩევანს გაგიმარტივებთ. ყველაფერს დეტალურად მოვყვებით, მანამდე კი თქვენს ყურადღებას ვითხოვთ.
როგორ უნდა შეარჩიოთ დამაგრძელებელი?
დამაგრძელებლის გარეშე ვერცერთი სახლი წარმოგვიდგენია. ერთი ასეთი ინსტრუმენტი ყველგან საჭიროა. ხელსაწყო ნებისმიერ სივრცეს სწვდება და ელექტრო ინსტრუმენტებს მუხტავს. ალბათ, დაგვეთანხმებით რომ ძალიან კომფორტულია. ასევე, შეგიძლიათ ერთდროულად, ტელეფონიც დატენოთ და ლეპტოპიც. ხელსაწყოს სიგრძე კი საშუალებას მოგცემთ, სადაც მოგესურვებათ, იქ შეაერთოდ.
რატომ ლაზერული თარაზო?
არსებობს კონკრეტული სიტუაციები, როცა ლაზერული თარაზოს გარეშე არაფერი გამოდის. სწორედ ასეთი მოცემულობაა მშენებლობები და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებული მოვლენა. თარაზო სიზუსტით გამოირჩევა. ადამიანის თვალისგან განსხვავებით, ხაზებს ავტომატურად ასწორებს. მშენებლობისას კი მსგავსი საჭიროებები ხშირია. მაგალითად, როცა კუთხეა გასასწორებელი, ან იატაკზე სიზუსტეა დასაცავი.
ცეცხლთან და სათიბელასთან თამაში კატეგორიულად აკრძალულია, ამ უკანასკნელის მთავარი დანიშნულება გაზონის გალამაზებაა!..
ნაწყვეტი ინსტრუქციიდან: „ნუ შეეცდებით, ჩართული სათიბელას თავი ხელით ან ფეხით გააჩეროთ“... უსაფრთხოება რომ უმნიშვნელოვანესია, Holst.ge-ზე ამის შესახებ უამრავჯერ დაგვიწერია და კიდევ ძალიან ბევრჯერ გავიმეორებთ, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა კომპანია ამ მიმართულებით ზედმეტად ამლაშებს და აბსურდამდეც კი დადის. აგერ, რამდენიმე მაგალითი:

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.