ბლოგი
ყველა

ელექტრო პულივიზატორი - აუცილებელი ხელსაწყო სამღებრო სამუშაოებისთვის

არც ისე უხსოვარ დროს, კედლებს სხვანაირი ტექნიკით ღებავდნენ. სითხეს ჭურჭელში ათავსებდნენ და სამღებრო ინსტრუმენტს მასში დებდნენ. შემდეგ კი საღებავი კედელზე გადაჰქონდათ და საქმის დასრულებამდე, ამ პროცედურას გადიოდნენ. ამასობაში, ხელსაწყოს ბოლოდან საღებავი ჩამოდიოდა და იატაკზე ღრმა კვალს ტოვებდა. ელექტრო პულივიზატორი თავიდან სწორედ ამ გაუგებრობას აგარიდებთ. ამდენი ამბავი და დროის კარგვა რა საჭიროა, როცა უფრო მარტივადაც შეიძლება?! პულივიზატორს არანაირი სხვა ჭურჭელი და სამღებრო ინსტრუმენტი არ სჭირდება, ყველაფერი თავად არის. კედლებს ახლა უფრო განსხვავებულად ღებავენ, ბევრად კომფორტულად და სწრაფად.

ცენტრალური გათბობა - თქვენი „ციხე-სიმაგრე“ უფრო მყუდრო და კომფორტული რომ იყოს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახლში გამორჩეული სიმყუდროვე და კომფორტი გვქონდეს? ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ალბათ, სითბოა, სითბო, რომელიც სრულყოფილია მაშინ, როცა ჩვენს „ციხე-სიმაგრეზე“ ცენტრალური გათბობის ქვაბი ზრუნავს.

სულ ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ სახრახნისი საჩუქრად არ გამოდგება!

რა თქმა უნდა, საქორწილო საჩუქრად თუ განიხილავს ვინმე სახრახნისს, არც მთლად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ რიგით სიურპრიზად და თუნდაც დაბადების დღისთვის, რატომაც არა? ჰო, აქვე ისიც ვთქვათ, რომ სახრახნისი, მით უმეტეს, ელექტრო სახრახნისი, თუ იუბილარისთვის შეარჩევთ, მაინცდამაინც ტორტში არ დაუმალოთ, ცოტა არ იყოს, საჩოთირო ამბავია მაინც...

წინა კაცი უკანასი ხიდიაო... მით უმეტეს, თუ ხელში ფანარიც უჭირავს...

გზები მაინც გამინათე მთვარეო, მზეო და ვარსკვლავებო კი არა, საერთოდ არაფერი უნდა მივანდოთ ვინმეს და რამეს - თავად უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის შესაძლებლობა, რაც სჭირდება, ბოლომდე მიიყვანოს.

ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ხელსაწყო - ლობზიკი

ის თუ იცით, როდის არის ადამიანი სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს? ახლავე გეტყვით, დიდხანს არ გაგაწბილებთ: როდის და იმ მომენტში, როცა მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის სივს ავსებს!..

პერფორატორის უნიკალურ შესაძლებლობებსა და კნინობით-ალერსობით სახელებზე ხომ არ გვესაუბრა?

სიტყვას დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი ძალა! სულ ერთ სიტყვას შეუძლია, ადამიანს ფრთები შეასხას და მთები გადაადგმევინოს, ან პირიქით, ყოველგვარი მოტივაცია მოუსპოს...

ხარისხიანი ონკანი - ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ

ონკანი უპრობლემო ხელსაწყოა. მთავარია ფიქრებს არ შეყვეთ და მოშვებული არ დაგრჩეთ. ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც ყველანაირად კარგია. პირველ რიგში, მარტივად მონტაჟდება, მეორე კი ის რომ უპრობლემო სამართავია. ოღონდ მხოლოდ ხარისხიანი ონკანის შემთხვევაშია. ასეთი სად უნდა ოპოვოთ ? საუკეთესო ინსტრუმენტების თავშეყრის ადგილას, კერძოდ, Holst.ge - ზე. ონლაინ ჰიპერმარკეტი გულითად დახმარებას გაგიწევთ და საჭირო ხელსაწყოს გაპოვნინებთ.

მრავალფუნქციური ელექტრო დრელები

მარტივი გამოცანით დავიწყოთ და ვნახოთ სწორ პასუხამდე თუ მივალთ. ხელსაწყოს სპეციფიკური ხმა აქვს, კომპაქტური გამოსაყენებელია და მთების თუ არა, კედლების გადადგმა ნამდვილად შეუძლია. იმასაც დავამატებთ, რომ თქვენთან და კიდევ რამდენიმე სახის მასალასთან იმეგობრებს. პასუხისმგებლობას ბოლომდე ითავისებს და ერთგულების ფასიც იცის. უკვე მიხვდებოდით, მაგრამ დავაზუსტოთ რომ ელექტრო დრელზე ვსაუბრობთ. სათაურში არ უნდა გვეხსენებინა, მაგრამ ამ საოცარ ინსტრუმენტს ისედაც გამოიცნობდით. მოკლედ, ამ ბლოგში სასარგებლო ამბებს გაიგებთ. ისღა დაგვრჩენია, დრელის შერჩევას შევუდგეთ.

თარაზოს შეძენამდე საკითხავი

სწორი ხაზის გავლება მუდამ გვერთულება. თაბახის ფურცელზე წერის დროსაც არასწორი მიმართულებით მივდივართ. ის დროა, დარდი თთავი რომ უნდა დავიმძიმოთ და უეცრად სახაზავი გვახსენდება. პატარა იმედის ნაპერწკალია, ზუსტად ისეთივე, როგორიც ლაზერული თარაზო. საქმე იმაშია, რომ ხელსაწყოს უფრო რთული მისია აკისრია. სისწორეები ფურცელზე კი არა, სხვადასხვა სივრცეში უნდა დაიცვას. თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, წინასწარ გეტყვით რომ შესანიშნავი აღქმა აქვს და ქებას იმსახურებს.

რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით?

რა უნდა ქნათ და პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდეთ, რომ არ უნდა ინერვიულოთ! საერთოდაც, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რაც შეიძლება მოგვარდეს? და მით უმეტეს, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რასაც არაფერი ეშველება?! ჰოდა, მოკლედ, მთავარია, არ ინერვიულოთ, მით უმეტეს, ახლავე მოგართმევთ რჩევას - რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით და დამაგრძელებლები, დამაგრძელებლები უნდა გამოიყენოთ, ეს არის და ეს!..

კუთხსახეხი - პროფესიონალებისა თუ მოყვარული ჩხირკედელების უნივერსალური დამხმარე

ახლა, როცა ეს სტრიქონი იწერება, არც შუაღამე იწვის, დნება და არც მონაქროლი სიო იგრძნობა... თუმცა, არა, ისეთი გემრიელი სიცივეა, კი ატანს ძვალ-რბილში - ზამთარია გარეთ და აბა, სხვანაირად როგორ იქნება... ფაქტია, წელიწადის დროების თავისებურებებს ჩვენ ვერ შევცვლით, სამაგიეროდ, კუთხსახეხით შეგვიძლია ისეთი ცვლილებები მივიღოთ, ჩვენს გულებსაც რომ გაახარებს, დამკვეთ-დამსაქმებლისაც და ოჯახის წევრებისაც.

თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე ვისაუბროთ

„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“, ძალიან საინტერესოდ უთქვამს ჭკვიან ხალხს. ჰოდა, ახლა ორი კურდღლის დაჭერას გთავაზობთ - თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე, მის თავისებურებებზე, შესაძლებლობებზე, პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბროთ.

1319 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება