| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
შეიტყვე ყველაფერი ელექტრო სახრახნისის შესახებ
ზოგიერთ ხელსაწყოზე ცუდს ვერაფერს გაიგებთ, ყველა დადებითად ახასიათებს. ელექტრო სახრახნისი ზუსტად ამ კატეგორიაში გადის. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, იცის რომ მართლაც საუკეთესოა. ინსტრუმენტი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. სავალდებულო არ არის პროფესიონალი იყოთ. სახრახნისი სახლშიც გამოსადეგია და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება გამოადგეს. მაგალითად, თუ კი ოთახში ნახატის დაკიდვა გსურთ, ამისთვის კედლის გახვრეტა დაგჭირდებათ, ამ საქმეს კი სახრახნისი მიხედავს. მისი მთავარი ფუნქცია მსგავსი საქმიანობაა.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ელექტრო შალაშინის შეძენა გადაწყვიტეთ
კაცმა არ იცის, 1958 წელს მომხდარი ამ ორი მოვლენიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია: შერონ სტოუნის დაბადება თუ პირველი ელექტრო შალაშინის შექმნა... რა შუაშია ეს ხელსაწყო და შერონ სტოუნი? თურმე, თუ კარგად გაშალაშინებული არ არის სკამი, წამითაც არ ჩამოჯდება ზედო, ფეხის ფეხზე გადადებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...
თუკი რამე კითხვა გაქვთ მანქანის მტვერსასრუტზე, ყველა პასუხს აქ მიიღებთ
21-ე საუკუნე მხოლოდ იმიტომ კი არ არის საინტერესო, რომ ტექნოლოგიური წინსვლა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, იმ მიზეზითაც არის ძალიან მიმზიდველი, რომ ხელსაწყოები, მოწყობილობები, ესთეტიკურად უაღრესად დაიხვეწა.
ჰაერის კომპრესორი - მნიშვნელოვანი აქტივი სხვადასხვა მრეწველობისა და პროფესიული სფეროებისთვის
ჩინებულად არის ნათქვამი - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, კომპრესორი კი... მეკომპრესორემ ამუშაოს? არა, ეს ბოლო აშკარად არ ჯდება. ჯერ ერთი, ეგეთი პროფესია - მეკომპრესორეობა - არ არსებობს და მეორე, თუ გჭირდება ეს მეტად პრაქტიკული მოწყობილობა, ხელი არ უნდა ახლო? არ გამოვა ეგრე, ფაქტია და შევეცდებით, ყველაფერზე მაქსიმალურად დეტალურად მოგიყვეთ.
ბარომეტრი ძალიან ცოტა მძღოლს თუ აქვს მანქანაში, რაც პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი შეცდომაა!
სტატისტიკის თანახმად, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს კისერი 3 სანტიმეტრით გრძელი აქვთ... კიდევ ერთი უცნაური ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ თუ უხსოვარ დროში წვიმის მოსაყვანად შამანი საათობით აბრახუნებდა დოლზე, ან უარესი - მსხვერპლთშეწირვას მიმართავდა, ახლა ისღაა საკმარისი, უბრალოდ, მანქანა გარეცხოთ...
ფრეზი - ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი ოსტატის არსენალში უნდა შედიოდეს
თუკი შეიძლება ელექტროინსტრუმენტზე ვთქვათ: რაც ზემოთაა, ერთი იმდენი მიწისქვეშაც არისო, ერთ-ერთი პრეტენდენტი ნამდვილად გახლავთ ელექტრო ფრეზი. ვინც იცის ამ ხელსაწყოს შესაძლებლობები, ალბათ, ვერაფრით გავაკვირვებთ, თუმცა მაინც შევეცდებით, ხოლო ვინც ჯერ არ იცნობს, ყური დაგვიგდოს, ბევრ საინტერესო რამეს მოვახსენებთ.
წაიკითხე, სანამ მაგიდის სანათს შეიძენ
მაგიდის სანათი ფრიად კომპაქტური და გამოსადეგი ხელსაწყოა. სხვადასხვა სიტუაციაში ერთგულ მეგობრად მოგევლინებათ და უპირობოდ დაგეხმარებათ. მაგალითად მაშინ, როცა ღამით წიგნის კითხვა, წერა და ისეთი რამის კეთება მოგინდებათ, რასაც კარგი განთება სჭირდება. ასეთი საქმეებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ამბობენ, ერთი მაგიდის სანათი ყველა სახლში უნდა იყოსო და როგორ გინდა არ დაეთანხმო ?! ინსტრუმენტი შესაძლოა ხშირად დაგჭირდეთ, ყოველ შემთხვევაში გამოუყენებლობისგან მტვერი ნამდვილად არ დაედება.
გაზონის საკრეჭი - ეფექტური გზა გაზონის მოსავლელად
გაზონის გასაკრეჭად მოტივაცია და მარჯვე ხელსაწყო დაგჭირდებათ. თუ კი ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ, უშუალოდ მუშაობის პროცესი მარტივია, უფრო მეტიც, სასიამოვნოც კი. კარგი გაზონის საკრეჭი ასეთივე ემოციებს იწვევს, რადგან ბალახს იდეალურად ჭრის.
წყლის ტუმბო - თქვენი მარჯვენა ხელი
სახელის გაგონებისთანავე, დაახლოებით ვიცით, თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხელსაწყო ახლოდანაც უნდა გავიცნოთ. მოცემული ინფორმაციით კი, ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ და საჭირო დეტალებს ყურადღებას მიაქცევთ. მაშ ასე, მარტივით დავიწყოთ. წყლის ტუმბო უნიკალური ხელსაწყოა და უამრავ უპირატესობას ფლობს. დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი და მისი შეძენით ბევრს მოიგებთ. ხელსაწყო სიღრმიდან წყლის ამოსატანად ან სხვადასხვა მიმართულებით გადასანაწილებლად გამოიყენება. მართალია, საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ ინსტრუმენტისთვის დაბრკოლება უცხო ხილია.
მარტივად გამოსაყენებელი პულივიზატორები
პულივიზატორს მარტივი აგებულება აქვს და მოქნილია. ამ თვისების წყალობით, ნებისმიერ ადგილს ერგება. მუშაობა ყველგან შეუძლია, თქვენ ოღონდ მიუშვით. საქმე თამამად მიანდეთ, რადგან ღებვის დიდოსტატია და კედლებს ფერს ისე სწრაფად უცვლის, გაგიკვირდებათ კიდეც. მთავარია ხარისხიანი ინსტრუმენტი იყოს და თქვენ კი საქმისთვის შესაფერისი შეარჩიოთ. ამაზე სადარდებელი ნამდვილად არ გაქვთ, სათანადო პულივიზატორს ჩვენ შეგარჩევინებთ. რაც შეეხება ხარისხს, გეტყვით რომ Holst.ge - ზე ყველა ხელსაწყო მაღალი სტანდარტებისაა.
რჩევები დამაგრძელებლების შესახებ
რა არის სამყაროში ყველაზე კარგი გამოგონება ? ამ კითხვის პასუხი დამაგრძელებელია. შეიძლება ვაჭარბებთ და ბევრად უკეთესი რაღაცები შექმნილა, მაგრამ ამ უკანასკნელს თავისი უპირატესობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომფორტის ზონაში მოქცევა ნამდვილად შეუძლია. რა სჯობს იმ სიტუაციას, როცა ტელეფონით ხელში, კონკრეტულ ადგილას გემრიელად მოკალათდები და იმაზე დარდი წარსულს ბარდება, რომ მობილურს ვერ დატენი. ადგილის დათმობა არ მოგიწევთ, მხოლოდ დამაგრძელებელი უნდა გქონდეთ გვერდით. ასეთ მომენტში კი, ნამდვილად ყველას გვგონია, რომ საუკეთესო გამოგონებაა.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.