| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
4 მანქანის მტვერსასრუტი, რომელიც უნდა შეიძინოთ
ავტომობილისთვის განკუთვნილ ნივთებს შორის, მანქანის მტვერსასრუტი საპატიო ადგილს იკავებს. მცირე ზომის გამო, ბინას ყველგან იდებს და ნებისმიერ სივრცეს ერგება. ამის გარდა ბევრი უპირატესობა აქვს, რასაც ეტაპობრივად გავეცნობით. მარტივ კითხვებზე პასუხით დავიწყოთ.
უნივერსალური ჯარისკაცი კი არადა - უნივერსალური ხელსაწყო - ლობზიკი
რაღაცნაირად „საყვარლობა“ სახელი კი აქვს შერჩეული ამ ხელსაწყოს - ლობზიკი, მაგრამ სამაგიეროდ, მისი შესაძლებლობებია შთამბეჭდავი. ჰო, მთლად უნივერსალურ ჯარისკაცს ვერ ვუწოდებთ, თუმცა თამამად იმსახურებს უნივერსალური ხელსაწყოს საპატიო წოდებას. რატომ და იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ლობზიკმა შეიძლება შეცვალოს, მაგალითად, ფილების საჭრელი, კუთხსახეხი, მინების საჭრელი, ხერხი და ასე შემდეგ.
ნებისმიერი ტიპის განათება შეგიძლიათ, Holst.ge-ზე მოიკითხოთ, მოიძიოთ და მარტივად შეიძინოთ
თქვენც იხიბლებით ლამპიონებით, ღამით ქალაქებს რომ ანათებენ? თუმცა, მხოლოდ ქალაქებს რატომ? სოფლებსაც, აგარაკებსაც, საკუთარი სახლების ეზოებსაც გარე განათება სულ სხვანაირ ლაზათსა და პეწს აძლევს და რაც მთავარია - საჭირო განათებით უზრუნველყოფს.
თქვენ ოღონდ მოისურვეთ და შედუღების აპარატებით იმდენი საქმის გაკეთება შეიძლება...
ისე არასოდეს უნდა გაუხდეს ადამიანს საქმე, ვინმემ უთხრას: „შენ ყურებას, მირჩევნია, ჩართული სვარკის აპარატი მედგას წინ და იმას ვუყურებდეო“... თუ არც ისე ახლობელია ამის მთქმელი, კი გაატარებ, აი, დარდი, მაგრამ ძვირფასი ადამიანისგან ამის მოსმენას ყველაზე მურტალ მტერს თუ უსურვებს კაცი.
აბა, დამაგრძელებელი, საუკეთესო დამაგრძელებლებიიიი
დილით „მაწონი, მაწონის“ ან „მალინა, მალინას“ ნაცვლად ასეთი შეძახილები რომ გვაღვიძებდეს ხოლმე: „აბა, დამაგრძელებლები, საუკეთესო დამაგრძელებლებიიიი“... ძილში რომ ამას გაიგებ, რა ჭკუაზე დადგები, წარმოდგენაც რთულია, მაგრამ არც ის იქნება უკეთ, ამხელა სიტყვის მალ-მალე გამეორება რომ მოუწევს...
ელექტრო მიქსერი - ხელსაწყო, რომლის თაროზე შემოდება და მივიწყება არაფრით შეიძლება!
სულ რომ სანთლით ეძებოთ სამშენებლო ობიექტი, ისეთს ვერსად მიაკვლევთ, სადაც ელექტრომიქსერი თაროზე იქნებოდა შემოდებული. პრინციპში, ან სანთელი რად გვინდა, როცა Holst.ge-ზე ამდენი სახეობის ფანრის შერჩევაა შესაძლებელი, ან სად მიქსერი და სად დამტვერილი თარო?! ნამდვილად არ არის ელექტრომიქსერი ის ხელსაწყო, რომელიც ან თაროზე შემოდებას იმსახურებს, ან ავტომობილის საბარგულში ჩაგდებას და მივიწყებას - უაღრესად საჭიროა მშენებლობის პროცესში და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.
თუკი ხის მასალაზე მუშაობთ, ცირკულ ხერხზე უკეთესი რა უნდა შეიძინოთ?
„შრომა აკეთილშობილებს ადამიანს“, „შრომამ შექმნა ადამიანი“ და მსგავსი გამოთქმები ლამის დაბადებიდან გვესმის და ჩვენც ვშრომობთ, ვმუშაობთ და ასე ცხოვრება ბევრად საინტერესოა. ჰო, ზოგი სცენაზე მუშაობს, ზოგი - დაფრინავს, დანარჩენები ასწავლიან, აშენებენ, ხეს ამუშავებენ და აი, ზუსტად აქ გავჩერდეთ - თუკი ამ მიმართულებით აირჩიეთ შრომა-განვითარება, ჩინებული არჩევანი გაგიკეთებიათ.
რა სარგებლობა მოაქვს ლაზერულ თარაზოს?
უძველესი დროებაც რომ გავიხსენოთ, ადამიანი სულ იმას ცდილობს, მაქსიმალურად უსაფრთხო საცხოვრებელი ჰქონდეს. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ შესაბამისი ხელსაწყოები უკვე უხსოვარ დროშიც არსებობდა. საცხოვრებელი ობიექტების სართულებისა თუ ოთახების გასათანაბრებლად სხვადასხვა მექანიკური მოწყობილობები გამოიყენებოდა, მაგალითად, ძაფისგან გავლებული ხაზები, სითხიანი თარაზოები და ასე შემდეგ. თუმცა, მოგეხსენებათ, პროგრესი ერთ ადგილზე არ დგას და ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებითა და ლაზერული მოწყობილობებით იცვლება.
4 რჩეული ხელსაწყოების ნაკრები
ინსტრუმენტების ნაკრებში ბევრი ხელსაწყო ერთიანდება. თითოეული მათგანი სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოიყენება. ზოგიერთი შეიძლება ისეთ სახლის საქმეში დაგეხმაროთ, როგორიცაა კარის შეკეთება ან გამოცვლა, ონკანის დამონტაჟება და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ და სასურველია მუდამ გვერდით გქონდეთ. ამიტომ, ხელსაწყოების ნაკრები ბინას ყველა სახლში უნდა იდებდეს.
სამი ელექტრო ფრეზი, რომელიც საქმეს გაგიმარტივებთ
ელექტრო ფრეზი შეუცვლელი ინსტრუმენტია. ხელსაწყო ხისა და ბეტონის დასამუშავებლად გამოიყენება. მართალია ამ საქმეს სხვა ინსტრუმენტებიც ასრულებს, მაგრამ ფრეზზე უკეთესი ვერცერთი ვერ არის. ინსტრუმენტის შესახებ ყველა კითხვას პასუხი უნდა გავცეთ. ამიტომ, მარტივით დავიწყოთ და თანდათან გავართულოთ.
გენერატორების ფართო არჩევანი Holst.ge-ზე
გენერატორი ენერგიის საბადოა. იმდენად დიდ ძალას ფლობს, რომ სხვა ტექნიკასაც ამუშავებს. მისი მოვალეობა სწორედ ეს არის. ხელსაწყო გამოუვალი სიტუაციებისთვის საუკეთესოა. ამიტომ, სჯობს თადარიგი დაიჭიროთ და ერთი გენერატორი სახლში მუდამ გქონდეთ. რა დროს გამოგადგებათ ინსტრუმენტი ? უკვე ვახსენეთ, რომ ხელსაწყო ენერგიის საბადოა. ეს სრული სიმართლეა და მაშინ დაგჭირდებათ, როცა ელექტროენერგია არ გექნებათ. გენერატორები ასეთი სიტუაციისთვის მისწრებაა.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.