| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
შეარჩიე ნათურები სწორად
ხარისხიანი ნათურები ყველას გვჭირდება. კარგი ნათება და მაღალი სამუშაო რესურსების მქონე ხელსაწყო, აუცილებელიც კია. ასეთი ინსტრუმენტები დიდხანს მუშაობას და საქმეს მაღალ დონეზე ასრულებს. ნათურის შერჩევამდე რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი. ეტაპობრივად, სწორედ ამ რჩევებს ამოიკითხავთ.
3 პერფერატორი, რომელიც მუშაობას გაგიმარტივებთ
პერფერატორის საქმიანობა კედლების გახვრეტა ან ჩამოშლაა. რთული სამუშაოა და დიდ ენერგიას მოითხოვს. პერფორატორი ყველანაირად გამართული და სათანადოდ აღჭურვილი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში კი, საქმე მარტივდება. ამჯერად, სწორედ იდენტურ ხელსაწყოებს წარმოგიდგენთ. ინსტრუმენტები ყველა მიმართულებით საუკეთესოა.
ელექტრო შალაშინი - ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ კარგი, რომ არსებობს!..
ხელოსნებმა, რომლებიც ხის დამუშავებაზე მუშაობენ, შესანიშნავად იციან, რას წარმოადგენს ელექტრო შალაშინი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც ისინი სასურველ შედეგს უბრალოდ, ვერ მიიღებენ. ერთი ეგ არის, სახელწოდებაში ვერ თანხმდებიან - ზოგი ამბობს სალაშინი ჰქვიაო, ზოგის ვერსია შალაშინი გახლავთ, ვის როგორ მოსწონს, აწყობს თუ ახსოვს... საბედნიეროდ, ეს მცირე შეუთანხმებლობა პოლარიზაციის მიზეზი არასოდეს გამხდარა და ყველა ხელოსანი თანხმდება, რომ ელექტრო შალაშინი ის ინსტრუმენტია, რომელიც კიდევ კარგი, არსებობს!..
პულივიზატორით შედევრებსაც შექმნით, თქვენ ოღონდ მოინდომეთ
ამდგარიყო მალევიჩი და შავი კვადრატის დახატვის ნაცვლად, თეთრი კვადრატი შეექმნა - შავ საღებავსაც დაზოგავდა და... და მაინც ყველა გაკვირვებული იქნებოდა, ამ უცნაურობაში ფულს როგორ იხდიანო... ან თუ მაინცდამაინც შავი უნდა ყოფილიყო, ფუნჯებით რას ხატავდა, აეღო პულივიზატორი და ყველაზე ძვირფასს დაზოგავდა - დროს... შედეგი ამ შემთხვევაშიც ისეთი იქნებოდა, რაც ზემოთ ვთქვით...
გამოდგება თუ არა დრელი სარვამარტო საჩუქრად?
ჩანაწერი ზედმეტად უცნაური რომანტიკოსის დღიურში: „დრელი გამიფუჭდა. რას ვიზამ, მომიწევს, 8 მარტს ცოლს ახალი ვუყიდო“... კარგად რომ დავფიქრდეთ, ზედმეტად უცნაური რომანტიკოსის ცოლი თუ საკმარისად წინდახედულია, სულაც არ უნდა დაიწუნოს ასეთი საჩუქარი - უამრავი რამისთვის საჭიროა ეს ხელსაწყო და იმიტომ!
კიბე - ჩაუნაცვლებელი ხელსაწყო
კიბის მაგივრად ბევრი რამ შეიძლება გამოვიყენოთ. ბევჯერ ასეც მოვქცეულვართ, მაგრამ მთავარი სულ გვავიწყდება: უსაფრთხოება. ერთმანეთზე დალაგებული სკამები, მარტივად შეიძლება ჩამოიშალოს, ან თქვენ დაკარგოთ წონასწორობა და ესეც საკმარისი იქნება. არც სხვა მეთოდი გამოდგება. მოკლედ, კიბე ყველას სჭირდება. მყარი ზედაპირი და ხარისხიანი მასალა, თქვენს უსაფრთხოებაზეც იზრუნებს და საქმის მარტივად შესრულებაზეც. ინსტრუმენტებს შორის ბევრი განსხვავებაა, ამიტომ ყველაფერს დეტალურად გავეცნოთ.
ჰაერის კომპრესორი - ის, რაც გჭირდებათ
ნურაფრის შეგეშინდებათ, თუ კი გვერდით ჰაერის კომპრესორი გაქვთ. ხელსაწყო ამ და სხვა საქებარ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ზურგს როგორ გაგიმაგრებთ. მოკლედ, სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, საქმეზე გადავიდეთ. ამჯერად, ჰაერის კომპრესორებს უნდა გავეცნოთ, სიღრმისეულად შევისწავლოთ და არჩევანი გაგიმარტივოთ.
რა უნდა იცოდე ბენზო სათიბელაზე?
საქმის ხარისხიანად შესრულებას, ბევრი შრომა სჭირდება. გაზონის მოვლაც ზუსტად ასეთი ამბავია. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია, ინსტრუმენტი ხელს მაქსიმალურად გიწყობდეთ. ამ საქმიანობისთვის სხვადასხვანაირი ხელსაწყოა განკუთვნილი და რა გასაკვირია, რომ ხშირად ისმის კითხვა: რომელი სჯობს ? ბენზო სათიბელა უკონკურენტოა. გაზონის მოვლაში ბადალი არ ჰყავს.
თუ რეისმუსს აქამდე არ იცნობდით, არც ახლაა გვიან!..
ენა ცოცხალი ორგანიზმია, მოგეხსენებათ და უამრავ სიახლეს ირგებს. მერე, დრო რომ გავა, რაც ზედმეტია, მოიშორებს, რაღა თქმა უნდა და რაც საჭირო და გამოსადეგი იქნება, აუცილებლად დაიტოვებს. ამ სიახლეებში უცნაური ჟღერადობის სიტყვებიც გამოერევა, რასაკვირველია და სწორედ ასეთი გახლავთ რეისმუსი. დიდი ალბათობით, რეისმუსის მნიშვნელობა და დანიშნულება იმდენად ღირებულია, აღარსად წავა, დარჩება და დარჩება.
გვითხარით, როგორია თქვენი მანქანის მტვერსასრუტი და გეტყვით, ვინ ხართ თქვენ
ზოგიერთი ენამწარე იტყვის ხოლმე: კაცები და კატები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - ორივეს საშინლად ეშინია მტვერსასრუტისო... აბა, აი, თქვით ახლა, როგორ შეიძლება, ამას დაეთანხმო, მით უმეტეს, თუ ისეთ ელექტრო ინსტრუმენტს ეხება საუბარი, როგორიც მანქანის მტვერსასრუტი გახლავთ? თქვენ წარმოიდგინეთ, ეშინიათ კი არა, პირიქით, ძალიანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ - მტვერსასრუტი „რკინის რაშის“ მარტივად დაწკრიალებაში ეხმარება და იმიტომ!
სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა გაზონის საკრეჭის შესახებ
მექანიკური ბორბლებიანი გაზონის საკრეჭი მარტივად სამართავია, არ სჭირდება არც ელექტროობა, არც ბენზინი, სამაგიეროდ, კუნთების დაძაბვა კი ნამდვილად აუცილებელია. ამასთან, მექანიკური ბალახის საკრეჭი ეკოლოგიურია, უხმაურო, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოსაშორებელი ბალახის სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლევა და ასე შემდეგ. ჭრის მექანიზმი - ცილინდრული დანა, რომელიც მოქმედებაში ბორბლების მოძრაობის შედეგად მოდის. ასეთი ინსტრუმენტი კარგია „ახალგაზრდა“ ბალახის მოვლისთვის, რადგან დანის ბრუნვის დაბალი სიჩქარე ხელს უშლის ჯერ კიდევ სუსტი ფესვთა სისტემის მქონე ბალახის სრულად ამოძირკვას.
რა როლს ასრულებს სასუქი მცენარისთვის?
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, მცენარეებს მეტი ყურადღება სჭირდება. მართალია ნებისმიერ სეზონზე ასეა, მაგრამ სიცივიდან სითბოში გადასვლა, სხვა მოცემულობაა. როგორც წესი ასეთ დროს, მიწის დატენიანებაა საჭირო. მცენარე ახალ გარემოსთან მარტივად უნდა ადაპტირდეს, ამას კი ხელს სპეციალური პრეპარატები უწყობს. სასუქები სწორედ ასეთი ნივთიერებებია. მათი დახმარებით მცენარე კარგად ტენიანდება და სიცოცხლე უხანგრძლივდება.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.