| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
რატომ არის გაზის წყლის გამათბობელი ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი?
ყოფნა თუ არყოფნა? ქათამი პირველი გაჩნდა თუ კვერცხი? ზებრა თეთრია შავი ზოლებით, თუ შავი - თეთრი ზოლებით? ბოზბაში თუ ჩიხირთმა? ამ და კიდევ უამრავ მარადიულ კითხვაზე პასუხების ძიება რომ დავიწყოთ ახლა, ვიმსჯელოთ და თავი ვიმტვრიოთ, იმდენ დროს წაიღებს, რთულია პროგნოზიც კი და აბა, ამისთის როგორ მოგაცდენთ? ხომ უმჯობესია, ისეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე ვისაუბროთ, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ნებისმიერ ოჯახს სჭირდება ცხელი წყალი?
ცირკული ხერხი - კომფორტული ხელსაწყო
ცირკულ ხერხზე მარჯვე ინსტრუმენტი, იშვიათად გამოიძებნება. რთული საქმე აბარია, მაგრამ თავს კარგად ართმევს. სტანდარტული ხერხისგან განსხვავებულია და ორი სახის მასალაზე მუშაობს. ხისა და ბეტონის სპეციფიკას კარგად ფლობს. ყველაფერი ზედმიწევნით იცის და საქმეში ეფექტურია.
ელექტრო სახრახნისი - თქვენი ერთგული დამხმარე
მნიშვნელოვან გამოგონებებს შორის, ელექტრო სახრახნისი საპატიო ადგილს იკავებს. სულაც არ ვაჭარბებთ. ხელსაწყო მართლაც არაჩვეულებრივია. ადამიანებისგან განსხვავებით, სახრახნისი არაფერზე წუწუნებს, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და მუდამ ეფექტურია. ცხადია, თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარ საქმეს თავად ასრულებს.
სულ სხვანაირი ნათურები Holst.ge - ზე
კარგი განათება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ზამთრის პირქუშ დღეებში განსაკუთრებით. დაკარგული მზე განწყობას გვიფუჭებს, ამიტომ, რამე უნდა მოვიფიქროთ. ამ საქმეს სმარტ ნათურა მიხედავს. ოთახს სხვადასხვა ფერში გაანათებს და მოწყენილობას ჩამოაშორებს. ჩამოთვლილი ლედ ნათურებიდან, ყველას მისი წილი უპირატესობა აქვს. თითოეულზე აუცილებლად გიამბობთ.
ორიოდე სიტყვა ხარისხიან კიბეებზე
კიბეზე ასვლა გამბედაობას მოითხოვს. თავიდან ყვლაფერი რთულად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში მარტივია. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საფეხურზე, მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავლილია. თანდათან საგნები პატარავდება, თქვენ კი მიზანს უახლოვდებით. ამ ყველაფრისთვის საიმედო კიბე აუცილებელია. ბოლომდე ვერაფერს ენდობით, მაგრამ 99%- ით მაინც ასეთი უნდა იყოს. ამდენი იმისთვის ვილაპარაკეთ, რომ თუ კიბეზე ასვლის ოდნავი შიში მაინც გაქვთ, წარსულს ჩავაბაროთ. ორიოდე სიტყვას საუკეთესო ინსტრუმენტებზე გეტყვით და თქვენც გამბედაობას მოიკრებთ.
დაიხმარე პულივიზატორი და იმუშავე მარტივად
სამღებრო საქმიანობა ყოველთვის სახალისოა. მუსიკას ბოლომდე უწევთ, თქვენს სტიქიაში ხართ და კედლის ფერს ცვლით. ერთგვარი თერაპიაა და განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელს ელექტრო პულივიზატორი გიმშვენებთ. სწორედ აქ იწყება საინტერესო თავგადასავალი. ვერც კი წარმოიდგენთ, თავიდან რამდენ პრობლემს აგარიდებთ. იქნებ, საღებავის ლაქებისგან ტანსაცმელიც გადაარჩინოს. ახლა კი მეტად სასარგებლო ინფორმაციის ჯერია.
სასუქი - სარგებელი თქვენი მცენარეებისთვის
მიწას მუდმივი დატენიანება, მცენარეს კი ყურადღება სიამოვნებს. საერთო ენის გამონახვა მარტივია. რა და როგორ სურს, თავად გიკარნახებთ. თუ კი ფოთლები დაჭკნება, ანდაც მიწა ზედმეტად გამოშრება, მაშინვე უნდა მიხედოთ. მორწყვა აუცილებელია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში საკმარისი არ არის. დამატებითი ნივთირებები ესაჭიროება. სწორედ ისეთი, რომელსაც სასუქები შეიცავს. უმჯობესია თუ ასეთ სიტუაციამდე საქმეს არ მიიყვანთ. თადარიგის დაჭერა ბევრად უკეთესია. ამიტომ, სასუქი პერიოდულად გამოიყენეთ და მიწა მეტად სარგებლიანი იქნება.
ხელსაწყოების ნაკრების უპირატესობები
ინსტრუმენტების ნაკრების შეძენა ბევრად მომგებიანია, ვიდრე ნივთების ცალ-ცალკე რჩევა. ცხადია, ისეთ ხელსაწყოებს ვგულისხმობთ, რომლებიც კომპლექტში ერთიანდება. სათითაოდ შეძენა კი პირველ რიგში დროს გვართმევს. გარდა ამისა, არის ერთი საინტერესო ფაქტი. ასე ყიდვის შემთხვევაში ბევრად მეტს იხდით. მაგალითად, თუ ქანჩის გასაღების სათადარიგო პირები გსურთ, ცალ-ცალკე შეძენა უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ნაკრებში კი ყველა ერთადაა თავმოყრილი. გზადაგზა დეტალებს გაგაცნობთ და ინსტრუმენტების ნაკრების უპირატესობებში მეტად დარწმუნდებით.
რა ფუნქცია აქვს ბეწვა ხერხს?
ხერხი უნიკალური ხელსაწყოა. ხის მორებს ჭრის და მარტივად ამუშავებს. სავარაუდოდ, ყურში ხმაც უკვე ჩაგესმათ, არემარეს რომ ექოსავით ედება. შორეული მოგონებებიც გაგახსენდებოდათ, თუ კი შემოდგომობით სოფელს სტუმრობთ. ზამთრის სამზადისისთვის ხერხი განუყოფელი ნაწილია. ამჯერად, ხერხზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ ოდნავ განსხვავებულზე. ბეწვა ხერხი სხვა თვისებების მქონეა. მხოლოდ ხის მორებს კი არ ამუშავებს, არამედ უფრო სფეციფიკური საქმე აბარია.
აქვს თუ არა მნიშვნელობა ონკანის ზომას?
ონკანიდან წყალი მოდის, აბა, დელი-დელაო... ამ ჩვენს ონკანს შემოევლოს წიფელა და თელაო... თუ ეს სიმღერა ფიფქებსა და ნაძვის ხეზეა? კი, კი, ნამდვილად ფიფქებია და ნაძვის ხე... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, თითქოს, ჩაჯდა რითმში და...
გაინტერესებთ, როგორ შეძლებთ სახლის გათბობას ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში?
სადაც ადამიანი მოხვდება, იქ რომ უცნაურობების კორიანტელი დატრიალდება, რა შესაძლოა, ამ კანონების დარღვევის გამო, პოლიციელმა ჯარიმა არც დაწეროსო, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, მაგრამ პირადი ბიუჯეტის შემცირება აუცილებლად მოუწევს ადამიანს დასავლეთ ავსტრალიაში, თუკი 50 კილოგრამზე მეტ კარტოფილს გაყიდის ან იყიდის. ეს კანონი მოქმედებს და აღსრულებაშია ბრიტანულ მეტროპოლიასთან პროდუქტების ომის შემდეგ. 10 ათას დოლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული სამხრეთ ავსტრალიაში, თუკი ადამიანი საქორწინო ცერემონიას ჩაშლის...
შეიძლება თუ არა, სვარკის აპარატი... ადამიანის სახელი იყოს?!
სვარკის აპარატი საშინლად იყო გაბრაზებული მშობლებსა და პრინციპში, ნათლიაზეც... აბა, როგორ შეიძლებოდა, ბავშვისთვის სვარკის აპარატის დარქმევა, აი, როგორ?! სხვათა შორის, კაი მაკვარანცხი ვინმე კი გახლდათ ეს ჩვენი სვარკის აპარატი - გასული საუკუნის 90-იანებში „ბუტკებს“ რომ მიჰქონდა ყველაფერი, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ერთ დღესაც გამყიდველმა ნისიაზე უარი უთხრა და ამანაც რა მოიფიქრა, არ იკითხავთ? ადგა და ღამით „ბუტკის“ კარ-ფანჯარა „დაუსვარკა“...

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.