| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
მსუბუქი საკითხავი სასუქების შესახებ
საყოველთაო ჟრიამულს ვუერთდებით და გილოცავთ, დიდი ზამთრის დასასრულს. ცხადია, იცით, მაგრამ თვალისთვის საამოა და გავიმეოროთ: გაზაფხულია. ეს ყველაფერი ხომ კარგი, მაგრამ ხელში კალამი სულ სხვა მიზნით ავიღეთ. სეზონის რიტუალებზე უნდა მოგიყვეთ. მცენარეებს ყურადღება ყოველთვის სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით გაზაფხულზე. წყალი აუცილებელი კომპონენტია, თუმცა მიწის დასატენიანებლად, ზოგჯერ საკმარისი არ არის. ამბობენ, სასუქი მისწრებააო და არც ცდებიან. თუ რატომ, ამაზე მეორე აბზაცში ვისაუბრებთ. მანამდე კი პირველ წინადადებას დავუბრუნდეთ და დადებითი ენერგიები დავიმატოთ.
წაიკითხე, თუ გათბობის ქვაბის შეძენას აპირებ
ყურადღება ყველაფერს სჭირდება. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და სახლიდან გასვლის წინ, ალბათ, თქვენც ბევრჯერ შეგიმოწმებიათ, ჩართული ხომ არ გრჩებათ რამე. ნამდვილად მისასალმებელია და ასეც უნდა ვიქცეოდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მაშინ გვმართებს, როცა საქმე ცენტრალური გათბობის ქვაბს ეხება. აი, აქ კი მილიონჯერ უნდა გადავამოწმოთ, ყველაფერი წესრიგშია თუ არა. ასევე, მნიშვნელოვანია ინსტრუმენტის სწორად შერჩევა. აქ ამ მიზნით ვართ და მთავარ კითხვებს პასუხს გავცემთ.
სად შეიძენთ ხარისხიან ჩამრთველ-როზეტებს?
ჩამრთველ - როზეტებთან ურთიერთობა ყოველდღიურობის ნაწილია. არ არსებობს სივრცე, სადაც ორივე არ დაგვჭირდება. მაგალითად, როზეტში დამტენის შეერთებით, ტელეფონი იმუხტება, მტვერსასრუტი ირთვება და ა.შ. რაც შეეხება ჩამრთველს, მისი მეშვეობით შუქს ვანთებთ ან ვაქრობთ. მართალაც ხშირად ვიყენებთ და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად გამძლე უნდა იყოს. რუტინულ საქმეს გმირულად შეხვდეს და მუშაობისგან არ გადაიწვას. Holst.ge - ზე სწორედ ასეთი ხარისხიანი ხელსაწყოებია განთავსებული.
რა მოეთხოვება საუკეთესო შედუღების აპარატს?
მასალების ერთმანეთთან შეერთება წარმოუდგენელი იყო. მერე კი შედუღების აპარატი გამოჩნდა და ეს აზრი გააქარწყლა. ამ ინსტრუმენტის წყალობით, ადამიანებმა შვებით ამოისუნთქეს. სვარკის აპარატი სხვადასხვა მასალას აკავშირებს, აერთიანებს. ამას კი მარტივად და სწრაფად ახერხებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროის მხრივაც კომფორტულია.
მძლავრი და ტევადი ბენზო ხერხები
ხერხთან ერთად მუშაობა ყურადღებას მოითხოვს. სპეციფიკური ხელსაწყოა და როგორც სარგებლის, ასევე მარცხის მოტანა შეუძლია. თუმცა, ბენზო ხერხი უსაფრთხოების ყველა წესს ემორჩილება. ინსტრუმენტთან ერთად კომფორტულად იმუშავებთ და საქმეს სწრაფად შეასრულებთ.
ბარგალკა - ხელსაწყო, რომელიც მეტალთან მუშაობისას გჭირდებათ
ყველაფერი ასე იწყება: სპეციფიკური ხმა ისმის და ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად მუშაობს ბარგალკა. კონკრეტულად, რას საქმიანობს ? მისი მოვალეობა მეტალის დაჭრა და დამუშავებაა. გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ მასალაზე მუშაობს და თუ ხისთვისაც გსურთ, მაშინ სხვა ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. ბალგარკა კი მეტალისთვისაა შექმნილი და მისი პროფესიონალიზმის შესახებ ყველასთვის ცნობილია.
შეიძინე ელექტრო სახრახნისი სახლიდან გაუსვლელად
ღილაკზე თითის დაჭერისთანავე, საინტერესო ამბავი იწყება. ელექტრო სახრახნისი სამუშაო განწყობას, მაშინვე იძენს და თქვენც მოტივაციით გავსებთ. ისეთი მარჯვეა, რომ სხვანაირად შეუძლებელია, დადებით ენერგიას ყველა მიმართულებით ავრცელებს. პრინციპში, რთული საქმე აბარია და შესაბამისი მიდგომის გარეშე, არაფერი გამოუვა. ამიტომ, იცოდეთ რომ პასუხისმგებლიანი ხელსაწყოა და საქმეს გულს ყოველთვის უდებს.
გნებავთ, ონკანი უწოდეთ, გნებავთ, სმესიტელი, თუ მოისურვებთ - შემრევი, მთავარი ყველა შემთხვევაში ხარისხია!
ქალი ვიცი მე სამზარულოში კი არა, სამზარეულოში ვიცი მე კარგი, ხარისხიანი და გამძლე ონკანი. თუმცა, რატომ მხოლოდ სამზარეულოში? აბაზანაშიც! პრინციპში, ბოსტანშიც - ონკანი თქვენია და სადაც გინდათ, იქ დააყენებთ...
ცირკული ხერხი - ინსტრუმენტი, რომელმაც დიდი ხანია, ავეჯისა და სადურგლო საქმის სპეციალისტები მოხიბლა
რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო როდია და რაც ჭრის, ყველაფერი სულაც არ არის ხერხი, მაგრამ როცა ცირკულ ხერხს ეხება საქმე, ნამდვილად ისე ჭრის, როგორც საჭიროა და შესაბამისად, სადაც ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტი რამეს დაიკვეხნის, იქაც ცირკული ხერხი უნდა ახსენოს!..
მოდით, შევთანხმდეთ, რომ ავტომობილის საბარგულში ბარომეტრი აუცილებლად ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს
ავტომობილი და თოფი არ უნდა ათხოვო არავისო, ხომ გაგიგიათ ეს ძალიან ღრმა შინაარსის მქონე მოსაზრება? თოფი და ყუმბარა იქით იყოს, არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანი, მაგრამ ავტომობილს რაც შეეხება, აქ კი ნამდვილად ბევრი გვაქვს სათქმელი და სალაპარაკო.
ელექტროენერგიის „უახლოესი ნათესავი“ - გენერატორი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
„ვიკიპედიამ“ დაიტრაბახა, „მე ყველაფერი ვიციო“. „გუგლმა“: „მე ყველაფერს მოვიძიებო“. „ფეისბუკიც“ გამოხტა: „მე ყველას ვიცნობო“. აქ ინტერნეტმა აზიდა წარბი: „ჩემ გარეშე არაფერს წარმოადგენთო“. ბოლო ელექტროენერგიამ ჩაიფხუკუნა მრავალმნიშვნელოვნად: „ხმა გაკმინდეთ, თქვე მატრაკვეცებოვო“. ჰოდა, გენერატორიც გაერია მარაქაში: „ჯიგარ ხარ, ელეო“, ფამილარულად მიმართა ელექტროენერგიას...

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.