| ბლოგი |
ბაღის მოვლა
|
| ბლოგი |
ბაღის მოვლა
|
იცით თუ არა, რომლებია საუკეთესო ჯაჭვური ხერხები?
სამშენებლო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ბენზო ხერხი ის ხელსაწყოა, ნებისიერ დროს რომ შეიძლება დასჭირდეთ. თუმცა, ინსტრუმენტი მხოლოდ პროფესიონალებისთვის არ არის განკუთვნილი. თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, განსაკუთრებით კარგად გამოიყენებთ. მითუმეტეს, ამ სეზონზე, როცა ზამთრის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ჯაჭვური ხერხი იდეალურად ამუშვებს, ჭრის და სასურველ ზომაზე აქცევს ხის მასალას. ამიტომ, თუ გასათბობად ღუმელს იყენებთ, მაშინ თქვენთვის ორმაგად საჭირო ხელსაწყო ყოფილა.
მედიცინის წიაღში შექმნილი ჯაჭვური ხერხი, რომელიც დღეს გამოყენების ფართო დიაპაზონით გამოირჩევა
სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონების ისტორია უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია, თუმცა, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ავტორი უცნობია, იმ ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს: „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო“... ამ შემთხვევაში, კარგი ამბავი ის არის, რომ ჯაჭვური ხერხის კონსტრუქციის შექმნისა და განვითარების ისტორია ასე თუ ისე შემონახულია.
რომელი სარწყავი შლანგი უნდა შეიძინო?
სარწყავი შლანგის გარშემო ხშირად დასმულ შეკითხვებს შორის, უდავოდ ლიდერია: რომელი ინსტრუმენტია მაღალი ხარისხის? თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, ხელსაწყოს ირგვლივ ბევრი კითხვაა და ბლოგში ყველაფერს ფარდას ავხდით. ასე, რომ წინ საინტერესო საკითხავი გელით. ისღა დაგრჩენიათ, გემრიელად მოკალათდეთ, სარწყავ შლანგზე კონცენტრირდეთ და ყველაფერი გულდასმით წაიკითხოთ. ჩვენ კი საჭირო ინფორმაციას არ მოგაკლებთ. მაშ, დავიწყოთ!
ზუსტად იცით, რაში გამოგადგებათ წყლის ტუმბო?
სავსებით შესაძლებელია, წყლისა თუ სხვა ნებისმიერი სითხის ა პუნქტიდან ბე პუნქტში გადატუმბვა არა მხოლოდ საკუთარ სახლსა და კარ-მიდამოში, არამედ დიდ წარმოებებშიც გახდეს საჭირო. მსგავსი მიზნების მისაღწევადაც, ადამიანმა ცხოვრება მნიშვნელოვნად გაიადვილა და წყლის ტუმბოები გამოიგონა. უფრო მეტიც, არსებობს ტუმბოები, რომლებიც განსხვავებიდან, მაგალითად, გამოყენების სფეროთი, ტექნიკური მახასიათებლებით, კონსტრუქციით. თუკი ერთი ტუმბო სუფთა წყლის გადასატუმბად გამოიყენება, მეორით სხვადასხვა ორგანულ ნაერთთან და ქვიშასთან გამკლავებაც კი შეიძლება.
რა ტიპის სასოფლო-სამეურნეო იარაღები არსებობს?
სასოფლო-სამეურნეო იარაღები მუდამ საჭიროა. ამ ტიპის ხელსაწყოები ნებისმიერ სეზონზე შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა შემოდგომაზე რომ ორმაგად კარგად მოიხმართ, ორი აზრი არ არსებობს. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამზთრისთვის მიწა უნდა დამუშავდეს, დაიფოცხოს, გაითოხნოს და ა.შ. ამ საქმეებს კი თავიანთი ხელსაწყოები სჭირდება. ინსტრუმენტების გარეშე, შეუიარაღებელი ხელებით საქმეს ვერ შეასრულებთ, გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, ყველა სამუშაოს თავისი ხელსაწყო უნდა მოუძებნოთ. ამ ყველაფერში ჩვენ დაგეხმარებით, ხარისხიან ინსტრუმენტებსაც გულდასმით შეგარჩევინებთ და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც მოგაწვდით.
სეკატორი - უაღრესად საჭირო ინსტრუმენტი ყველასთვის, ვინც მევენახეობას მისდევს და არა მხოლოდ მათთვის
ერთი უცნაური ანდაზა უნდა შეგახსენოთ... ისე, საკმაოზე მეტად ბევრი ძველი ანდაზა გვაქვს, რომელიც უცნაური კი არა, იმისთანაა, თმებს ყალყზე დაგიყენებს, თუმცა, ახლა ის მოვიშველიოთ, რომელიც თემატურად გვჭირდება: „კაცმა კაცს ვენახი აჩუქა და იმან ყურძენიც არ აჭამაო“. აბა, საქმეა ახლა ეს? არ არის სულ ტალახში საგორავებელი? ასეთ კაცს ვენახი კი არა, წალამზე შემწვარი მწვადი უნდა უტრიალო ცხვირთან და ლუკმაც არ გაასინჯო!..
რატომ და რისთვის არის საჭირო მოტობლოკი?
მინი ტექნიკა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს და პრინციპში, გასაკვირი ამ ამბავში არც არაფერია. წარმოიდგინეთ ძალიან მარტივი რეალობა - როცა შესაძლებელია, საქმესთან გამკლავებისთვის ნაკლები თანხა დახარჯო, მაგრამ შედეგი მაინც შთამბეჭდავი მიიღო, რატომ უნდა მიაყენო პირად ბიუჯეტს „შოკები და შოკუნიები“?!
მიიღეთ გამოწვევები - არ შეუშინდეთ გვალვას - სარწყავი შლანგი დაიხმარეთ
ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ, შენ ხარ ჩემი ბატონი: გვალვა იქნება თუ ხოშკაკალი, ავდრიანობა თუ დარიანობა - ჩვენს მცენარეებს, ბაღ-ვენახ-ყანებს ხეირიანი მორწყვა კარგ ამინდშიც სჭირდება და თუკი ციდან წვიმის ერთი წვეთიც კი არ ვარდება, თავადაც იცით, საქმეში მაშინვე სარწყავი შლანგი უნდა ჩაერთოს.
რომელია ტოპ 3 ბალახის ტრიმერი?
ზაფხულში ბალახი სწრაფად იზრდება და თუ ყურადღებას დროულად არ მიაქცევთ, ყველაფერი გაუვალ ჯუნგლებს დაემსგავსება. მოვლილი და ერთ სიგრძეზე გადაჭრილი ბალახი კი თვალისთვის ფრიად საამებელია. იქედან გამომდინარე, რომ ხელის შევლება მოკლე დროში სჭირდება, კომფორტული ხელსაწყო უნდა შეარჩიოთ. ამ ყველაფერში კი ბალახის ტრიმერი უპირობოდ დაგეხმარებათ. ეს ძალიან კომპაქტური ხელსაწყო მუშაობის პროცესს სასიამოვნოს ხდის, იმდენად, რომ თავს ლაღად იგრძნობთ და აღიღინდებით კიდეც. ახლა კი უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გადავიდეთ და რიგი საკითხები განვიხილოთ.
ბენზო სათიბელა - საუკეთესო საშუალება გაზონის მოვლისთვის
ლამაზად გაკრეჭილი გაზონების მიღმა ბევრი შრომა და კარგი სათიბელა დგას. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს. სინამდვილე კი ის არის, რომ თუ ხელთ მარჯვე ინსტრუმენტი გიპყრიათ, საქმე მართლაც მარტივდება. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქმისთვის გამოსადეგი ბენზო სათიბელა გაქვთ. როგორ უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო? რა უნდა გაითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა? ყველა ამ და სხვა კითხვებს პასუხს ბლოგში გავცემთ. მაშ, დავიწყოთ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.