ბლოგი
ბაღის მოვლა

მიიღეთ გამოწვევები - არ შეუშინდეთ გვალვას - სარწყავი შლანგი დაიხმარეთ

ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ, შენ ხარ ჩემი ბატონი: გვალვა იქნება თუ ხოშკაკალი, ავდრიანობა თუ დარიანობა - ჩვენს მცენარეებს, ბაღ-ვენახ-ყანებს ხეირიანი მორწყვა კარგ ამინდშიც სჭირდება და თუკი ციდან წვიმის ერთი წვეთიც კი არ ვარდება, თავადაც იცით, საქმეში მაშინვე სარწყავი შლანგი უნდა ჩაერთოს.

სულ რამდენიმე მიზეზი არსებობს, როცა გაზონის საკრეჭი არ უნდა გამოიყენოთ, სხვა შემთხვევაში - ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი

ნებისმიერი გაუგებრობა რომ გავარკვიოთ და ვიცოდეთ, როდის არ უნდა გამოიყენოთ გაზონის საკრეჭი, დასაწყისშივე მოვფინოთ ნათელი ყველაფერს.

რომელია ტოპ 3 ბალახის ტრიმერი?

ზაფხულში ბალახი სწრაფად იზრდება და თუ ყურადღებას დროულად არ მიაქცევთ, ყველაფერი გაუვალ ჯუნგლებს დაემსგავსება. მოვლილი და ერთ სიგრძეზე გადაჭრილი ბალახი კი თვალისთვის ფრიად საამებელია. იქედან გამომდინარე, რომ ხელის შევლება მოკლე დროში სჭირდება, კომფორტული ხელსაწყო უნდა შეარჩიოთ. ამ ყველაფერში კი ბალახის ტრიმერი უპირობოდ დაგეხმარებათ. ეს ძალიან კომპაქტური ხელსაწყო მუშაობის პროცესს სასიამოვნოს ხდის, იმდენად, რომ თავს ლაღად იგრძნობთ და აღიღინდებით კიდეც. ახლა კი უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გადავიდეთ და რიგი საკითხები განვიხილოთ.

ბენზო სათიბელა - საუკეთესო საშუალება გაზონის მოვლისთვის

ლამაზად გაკრეჭილი გაზონების მიღმა ბევრი შრომა და კარგი სათიბელა დგას. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს. სინამდვილე კი ის არის, რომ თუ ხელთ მარჯვე ინსტრუმენტი გიპყრიათ, საქმე მართლაც მარტივდება. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქმისთვის გამოსადეგი ბენზო სათიბელა გაქვთ. როგორ უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო? რა უნდა გაითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა? ყველა ამ და სხვა კითხვებს პასუხს ბლოგში გავცემთ. მაშ, დავიწყოთ.

ტოპ 3 უმაღლესი ხარისხის შესაწამლი აპარატი

ზაფხული და ცხელი დღეები მძვინვარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეებს ჩვენი ყურადღება სჭირდება. კი, მაგრამ რაში გამოიხატება ეს ყოველივე? პირველ რიგში, მიწის შემოწმებაში, ხომ არ გამოიფიტა, დატენიანებას თუ საჭიროებს და ა.შ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, ზოგჯერ საქმე უფრო სერიოზულადაა. ხშირად მცენარეებს სხვადასხვა პრეპარატის დახმარება სჭირდება. საუბარი შესაწამლი აპარატებისკენ მიგვყავს, რადგან ეს საქმის შესასრულებელი ერთადერთი კომფორტული გზაა. სპეციალური აპარატის მეშვეობით, მცენარეებს მარტივად შეწამლავთ და დისკომფორტს ვერცერთ წუთს ვერ იგრძნობთ.

რომელ წყლის პომპებს გამოიყენებთ იდეალურად?

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წყლის ტუმბო ფართოდ გამოყენებადი ხელსაწყოა. რატომ მოიხმაროს საზოგადოება აქტიურად ინსტრუმენტს? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ წყლის პომპა საკუთარ თავზე რთულ საქმეს იღებს, თქვენ კი ცხოვრებას გიმარტივებთ.

რატომ გამოიგონა ჭკვიანმა ადამიანმა სარწყავი შლანგი?

სარწყავი შლანგი - შეუცვლელი ატრიბუტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საკუთარი სათბური, ბაღი, ბაღჩა, ყანა, ვენახი და მისი შერჩევისას, პირველ რიგში, დანიშნულება უნდა იყოს გათვალისწინებული, ანუ, რა უნდა მორწყოს, როგორია პირობები, რამდენად ხშირად გამოიყენებს, სად გამოიყენებს და ასე შემდეგ.

მცენარეების გაზრდა-გახარებისთვის შესაწამლი აპარატი თუ გაქვთ?

შესაწამლი აპარატით ვენახში, ბაღსა თუ ბოსტანში შესული პაპა-ბაბუის დანახვისას თუ გიოცნებიათ, ასეთი რამით მაწუწავა ბავშვებთან ერთად, რა მაგარი იქნებოდაო, ესე იგი, იმ თაობას განეკუთვნებით, მობილური ტელეფონით რომ არ კარგავდა ძვირფას დროს და თანატოლებთან გულიანად ერთობოდა.

რა სარგებლობა აქვს ბენზო სათიბელას?

ერთი დიდი თვალთა სიამეა, ამწვანებული მდელოების ცქერა. ზაფხული, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, ამის გამო გვიყვარს. ეზოები მეტად ლამაზდება და ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო ხდება. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, ბალახსაც მოვლა სჭირდება. კოხტად შეკრეჭილი გაზონები ბევრად უკეთესი საცქერია, ვიდრე ცამდე აზრდილი ღერებით. ამ საქმის მოგვარება შეუიარაღებელი ხელითაც შეგიძლიათ, მაგრამ ბევრად უფრო მეტ დროს წაიღებს და იდეალურ შედეგს ვერ მიიღებთ. მაშ, რომელი ინსტრუმენტი გაგვილამაზებს მინდორ-ველს სწრაფად და ეფექტურად?

თუ ბალახის იდეალურ საკრეჭს ეძებთ

სიმწვანეში ჩაფლული გარემო და ეზოში აბიბინებული ბალახი, არაჩვეულებრივია და მუდამ სასიამოვნო საცქერი რომ იყოს, სათანადო მოვლა სჭირდება. ამ საქმეში გაზონის საჭრელი თქვენს გვერდით იქნება. ინსტრუმენტი კარგად მუშაობს და მარჯვენა ხელის მოვალეობას ნამდვილად ასრულებს. ხელსაწყოსთან ერთად ყველაფერი მარტივია. სწორედ ამიტომ, იდეალურად გაკრეჭილი გაზონი თუ გსურთ, ამ ინსტრუმენტზე მეტად ვერაფერი დაგეხმარებათ. ბალახის საკრეჭის სწორად შერჩევისთვის, რამდენიმე მარტივი წესი არსებობს. მოდით, რიგ-რიგობით მივყვეთ.

იმდენი რამისთვის არის საჭირო ბალახის ტრიმერი, გაგიკვირდებათ კიდეც

გაზონი თავისთავად, მაგრამ იქვეა სარეველა, ნარშავი, ლელქაში, ეკალბარდი, შამბი, კაჭაჭი და კიდევ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რისთვისაც ბალახის ტრიმერი დაგჭირდებათ.

როგორი უნდა იყოს შლანგი?

წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი და ოჯახის შვილი დიმიტრი იყო გელოვანი, კი გემახსოვრებათ ეს ამბავი და შესაბამისად, წყნარი, პატიოსანი და თერაპევტი შლანგი ვერაფრით იქნება, ოჯახის შვილი - მით უმეტეს. ვერც განათლებასა და შემწყნარებლობას მოვთხოვთ, რასაკვირველია, სამჭკუაშვილია, კაცო, შლანგია, რა...

186 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება