ბლოგი
ბაღის მოვლა

რატომ გამოიგონა ჭკვიანმა ადამიანმა სარწყავი შლანგი?

სარწყავი შლანგი - შეუცვლელი ატრიბუტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საკუთარი სათბური, ბაღი, ბაღჩა, ყანა, ვენახი და მისი შერჩევისას, პირველ რიგში, დანიშნულება უნდა იყოს გათვალისწინებული, ანუ, რა უნდა მორწყოს, როგორია პირობები, რამდენად ხშირად გამოიყენებს, სად გამოიყენებს და ასე შემდეგ.

მცენარეების გაზრდა-გახარებისთვის შესაწამლი აპარატი თუ გაქვთ?

შესაწამლი აპარატით ვენახში, ბაღსა თუ ბოსტანში შესული პაპა-ბაბუის დანახვისას თუ გიოცნებიათ, ასეთი რამით მაწუწავა ბავშვებთან ერთად, რა მაგარი იქნებოდაო, ესე იგი, იმ თაობას განეკუთვნებით, მობილური ტელეფონით რომ არ კარგავდა ძვირფას დროს და თანატოლებთან გულიანად ერთობოდა.

რა სარგებლობა აქვს ბენზო სათიბელას?

ერთი დიდი თვალთა სიამეა, ამწვანებული მდელოების ცქერა. ზაფხული, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, ამის გამო გვიყვარს. ეზოები მეტად ლამაზდება და ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო ხდება. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, ბალახსაც მოვლა სჭირდება. კოხტად შეკრეჭილი გაზონები ბევრად უკეთესი საცქერია, ვიდრე ცამდე აზრდილი ღერებით. ამ საქმის მოგვარება შეუიარაღებელი ხელითაც შეგიძლიათ, მაგრამ ბევრად უფრო მეტ დროს წაიღებს და იდეალურ შედეგს ვერ მიიღებთ. მაშ, რომელი ინსტრუმენტი გაგვილამაზებს მინდორ-ველს სწრაფად და ეფექტურად?

თუ ბალახის იდეალურ საკრეჭს ეძებთ

სიმწვანეში ჩაფლული გარემო და ეზოში აბიბინებული ბალახი, არაჩვეულებრივია და მუდამ სასიამოვნო საცქერი რომ იყოს, სათანადო მოვლა სჭირდება. ამ საქმეში გაზონის საჭრელი თქვენს გვერდით იქნება. ინსტრუმენტი კარგად მუშაობს და მარჯვენა ხელის მოვალეობას ნამდვილად ასრულებს. ხელსაწყოსთან ერთად ყველაფერი მარტივია. სწორედ ამიტომ, იდეალურად გაკრეჭილი გაზონი თუ გსურთ, ამ ინსტრუმენტზე მეტად ვერაფერი დაგეხმარებათ. ბალახის საკრეჭის სწორად შერჩევისთვის, რამდენიმე მარტივი წესი არსებობს. მოდით, რიგ-რიგობით მივყვეთ.

იმდენი რამისთვის არის საჭირო ბალახის ტრიმერი, გაგიკვირდებათ კიდეც

გაზონი თავისთავად, მაგრამ იქვეა სარეველა, ნარშავი, ლელქაში, ეკალბარდი, შამბი, კაჭაჭი და კიდევ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რისთვისაც ბალახის ტრიმერი დაგჭირდებათ.

როგორი უნდა იყოს შლანგი?

წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი და ოჯახის შვილი დიმიტრი იყო გელოვანი, კი გემახსოვრებათ ეს ამბავი და შესაბამისად, წყნარი, პატიოსანი და თერაპევტი შლანგი ვერაფრით იქნება, ოჯახის შვილი - მით უმეტეს. ვერც განათლებასა და შემწყნარებლობას მოვთხოვთ, რასაკვირველია, სამჭკუაშვილია, კაცო, შლანგია, რა...

3 წყლის ტუმბო, რომელიც უნდა შეიძინო

წყლის ტუმბო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. ისეთი ინსტრუმენტების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც რთულ საქმეს ამარტივებს და თავიდან დიდ ტვირთს გაშორებთ. ამაზე კარგი კი რა უნდა იყოს?! ხელსაწყოს შესახებ ბევრი კითხვა არსებობს და თითოეულს ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ.

მოტობლოკი მიწის თქვენს ჭკუაზე მოვლისა და დამუშავების ჩინებულ შესაძლებლობას მოგცემთ

ნასვამმა ტრაქტორისტმა დასათესი მიწების რაოდენობა რამდენიმე ჰექტრით გაზარდაო, ვიღაც წუხდა იმ დღეს... შესაძლოა, მადლობასაც კი იმსახურებდეს ასეთი ადამიანი, მაგრამ რაც გევალება, ის რომ უნდა აკეთო, ალბათ, დაგვეთანხმებით. ჰოდა, რაკი ასეა, ერთ ფრიად საინტერესო რჩევას მოგცემთ, თუ შეიძლება, რასაკვირველია: მოტობლოკი მიწის თქვენს ჭკუაზე დამუშავების ჩინებულ შესაძლებლობას მოგცემთ და აღარც ალკოჰოლის მოყვარული ტრაქტორისტის გამო მოგიწევთ ნერვების შლა და გამიშვი-გაგიშვი.

ტოპ 3 ყველაზე გამოსადეგი სარწყავი შლანგი

სარწყავი შლანგი სულ შეიძლება დაგჭირდეთ. კონკრეტული სეზონი არ აქვს. ნებისმიერ დროს გამოიყენებთ, თუმცა, გარკვეულ პერიოდში უფრო ხშირად. მაინც როდის და სად? შლანგი იდეალურია ეზოსა და მსგავსი სივრცეებისთვის. მითუმეტეს, თუ ყვავილები გაქვთ, რადგან ხელსაწყოს მეშვეობით, მარტივად და სწრაფად მორწყავთ. გაზაფხული კი ზუსტად შესაფერისი სეზონია. მართალია, მცენარეებს წყალი სულ სჭირდება, მაგრამ სითბოში განსაკუთრებით. ამიტომ, სარწყავი შლანგი საჭირო ნივთია. მხოლოდ ეს არ არის. ინსტრუმენტი კიდევ ბევრ საქმეში გამოგადგებათ. მაგალითად, შეგიძლიათ ავტომობილის რეცხვისას დაიხმაროთ. შლანგის მეშვეობით მანქანას სწრაფად გარეცხავთ და დროს დაზოგავთ. ჩამოთვლილ მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყოს კიდევ ბევრ სიტუაციაში გამოიყენებთ.

არ თქვათ ახლა, რატომ არის საჭირო გაზონის საკრეჭი...

შეიძლება ითქვას, გაზონის მოვლა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ საქმეს საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ბალახს ცელით უნდა შეუტიოთ. პროცესის მნიშვნელოვნად შემსუბუქება, რა თქმა უნდა, გაზონის საკრეჭით შეიძლება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მოდელი სწორად შეარჩიოთ.

სწორედ ის დროა, შესაწამლი აპარატის შერჩევა-შეძენაზე დაფიქრდეთ

დიდი ალბათობით, როცა შესაწამლ აპარატზეა საუბარი, უმეტესობას ვენახი და ყურძენი გაახსენდება, თუმცა, უმცირესობამ შესანიშნავად იცის, რომ შესაწამლი აპარატები პრაქტიკულად, ნებისმიერი კულტურის მოვლისთვის არის საჭირო... ასეთი შესავლის შემდეგ, შეუძლებელია, დიდი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის სიტყვები არ გაგვახსენდეს: „უმცირესობა შესაძლოა, ზოგჯერ მართალი იყოს, უმრავლესობა კი ყოველთვის ცდება“.

ტოპ 3 წყლის ტუმბო, რომელიც უნდა შეიძინო

წყლის ტუმბო სპეციფიკური ხელსაწყოა, ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ. თუმცა, ეს პრობლემა არ არის, ჩვენ დაგეხმარებით. სხვა მხრივ კი, საჭირო ინსტრუმენტია. ხელსაწყო ყველაფერს გაგიმარტივებთ და ისეთ შრომატევად საქმეს ჩამოგაშორებთ, როგორიცაა წყლის სიღრმიდან ზედაპირზე ამოტანა ან მისი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილება. ამ საქმეს ზედმიწევნით კარგად ასრულებს, წუნს ვერაფერში უპოვით.

204 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება