ბლოგი
ბაღის მოვლა

გაინტერესებთ ყველაფერი სარწყავი შლანგი შესახებ?

წელიწადის ის დროა, როცა წყალი ყველაფერს სჭირდება. თან დიდი რაოდენობით, იმდენად რომ ხელით მორწყვა არაფერს უშველის. ამ საქმეზე შლანგი უნდა დაიხმაროთ. დიდ ტერიტორიებს სწრაფად ითვისებს და მცირე სივრცეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თვალის დახამხამებაში რწყავს. ინსტრუმენტით შესრულებული საქმე ბევრად ეფექტურია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნება. სწორედ ამიტომ, მისი სხვა ხელსაწყოთი ჩანაცვლება შეუძლებელია. სარწყავი შლანგი საქმის დიდოსტატია და არც დაბრკოლებებს ცნობს.

ამ დეტალების გათვალისწინებით, გაზონის საკრეჭის შერჩევა აღარ გაგიჭირდებათ

გაზონმჭრელი აკრიჭინდა, კრიჭი, კრიჭი, კრიჭი, მთლად თავხოტორასი რა გითხრათ, მაგრამ გადასარევად კი ნამდვილად გამოიყურება ეზო, კარ-მიდამო და ბაღ-სკვერი... გაზონმჭრელი, ალბათ, ნაკლებად, უფრო მეტად ეს მოწყობილობა ცნობილია როგორც გაზონის საკრეჭი და ქვემოთ იმაზე მოგიყვებით, როგორ შეარჩიოთ და სწორად როგორ გამოიყენოთ.

ამოქოქეთ ბენზო სათიბელა და უსაფრთხოებაც მოგვარებულია და ესთეტიკურადაც დაკმაყოფილდებით

ბალახი ცვრიანია კაი - გაივლი, მამულს შეიგრძნობ, მაგრამ ბალახით გადავსებული ეზო, არც მთლად სასიამოვნო სანახავია. მოუვლელ ბალახსა და ეკალბარდებს ვგულისხმობთ, თორემ ეზო-კარს რომ მოვლილი ბალახი უხდება, ვინ დავობს, ვის არ მოსწონს?!

წყლის ტუმბოს მარტივად შერჩევაში ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგეხმარებათ

კი, აფხიზლებს ხოლმე დილის ყავა ადამიანს, როგორ არა და ნუ, ჩაიც, მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტიანი გამოსაფხიზლებელი რომ წყალია, იცით? როგორ და ჭერიდან რომ წვეთ-წვეთად მოწანწკარებს - ისე გამოგაფხიზლებთ, მისაყოლებელი არც კი გაგახსენდებათ...

შეიძინე სასოფლო-სამეურნეო იარაღები მარტივად

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რამდენიმე ინსტრუმენტი უნდა დაიხმაროთ. პირდაპირები ვიქნებით და ვიტყვით, რომ მათ გარეშე არაფერი გამოვა. ხელსაწყოებს სხვადასხვა ფორმით მიწის დამუშავება აბარია. წუნს დამდვილად ვერცერთს უპოვით, საქმეს ყველა ოსტატურად ასრულებს. საუბარია ისეთ ხელსაწყოებზე, როგორებიცაა: ბარი, თოხი, წერაქვი და ფიწალი. თითოეულ ინსტრუმენტს თავისი სამუშაო ელოდება. თუ კი სოფლის მეურნებაში ხართ ჩართული, მაშინ ოთხივე დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ნივთებსაც იპოვით, ამიტომ თვალ-ყური გვადევნეთ.

აგარაკისთვის, სოფლისა თუ ბაღ-ბოსტნისთვის საჭირო ეს ინსტრუმენტები თუ მოგეძიებათ ფარეხსა და სარდაფში?

თუკი გსურთ, აგარაკი დაამშვენოთ, გაალამაზოთ და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი საღამოები გაატაროთ, თუკი გსურთ, რომ ბებია-ბაბუის სახლ-კარს მოუაროთ, ბაღ-ბოსტანში ჯანსაღი პროდუქტი გაახაროთ, მხოლოდ სურვილი რომ არ კმარა, კი გეცოდინებათ.

სეკატორი - ინსტრუმენტი, რომლით მუშაობისას არც კი დაიღლებით

საქართველოში მევენახეობის ისტორია ძვ.წ.აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და უძველესია მთელ მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიახ, ვაზის სამშობლო საქართველოა!

თუკი მიწის ნაკვეთს ფლობთ, მცენარეებს უვლით, კარგი მოსავლის აღება გინდათ, შესაწამლი აპარატი ხომ არ დაგავიწყდათ?

შეიძენ მიწას, მოაწყობ სათბურს, იყიდი თესლს, ჩითილებსა და ნერგებს, სასუქს, ინსტრუმენტებს, ტრაქტორს, ურიკას და დატკბები „უფასო“ ხილითა და ბოსტნეულით... უცნაური ამბავია ნამდვილად, შესაძლოა, პარადოქსულიც კი, მაგრამ ფაქტია, ძალიან მაგარია, როცა საკუთარი ბაღჩა-ბაღ-ბოსტნების მოვლა შეგიძლია. ჰოდა, სურათი რომ სრულყოფილი იყოს, თუ იცით, რა აკლია? დიახ - შესაწამლი აპარატი!

მუზა გეწვევათ თუ მნიშვნელოვანი საქმე იქნება გასაკეთებელი, ჯაჭვური ხერხი ფასდაუდებელ დახმარებას აღმოგიჩენთ

კარგა ხანია, ხელოვნებაში მხოლოდ კალმითა და ფუნჯით კი არა, ხერხითაც ეხმიანებიან მუზების შემოტევებს. უფრო მეტიც, შედევრების შექმნას საკმაოდ ბევრი ახერხებს, თანაც - დიდი წარმატებით. რთული წარმოსადგენია, ვინმეს რემბრანდტისთვის ეთქვა, დრო მოვა და ხერხიანი ხელოვანები საოცრებებს შექმნიანო, რა რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვარს. ან მიქელანჯელო თუ იტყოდა: „ჩემს დავითს ხერხი დაედება და ვიღაცას წითელი აენთება!..“

რის მიხედვით უნდა შეარჩიო სარწყავი შლანგი?

სარწყავი შლანგის სეზონი მოდის. უფრო სწორად, სულ საჭიროა, მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით. სიცხისგან გამომშრალ მიწას წყალი ხშირად სჭირდება. სარწყავი შლანგით კი საქმე მარტივდება. მაღალი წნევის მეშვეობით, სწრაფად მუშაობს და დიდ ტერიტორიასაც კი მალე ითვისებს. ზაფხულში მცენარეებს დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს, ამიტომ, სარწყავი შლანგი აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ მსგავს აქტივობებთან გაქვთ შეხება.

მაღალი რესურსების მქონე ბალახის საკრეჭები

ბალახი თუ მის ნებაზე მიუშვით, საქმე ცუდად წავა. ამიტომ, ამ დონემდე არ უნდა მიიყვანოთ და დროულად შეალამაზოდ, დაადაბლოთ, ფორმა მისცეთ. ასე ბევრად უკეთესია და თვალისთვისაც მეტად საამებელია. ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ ერთ სიგრძეზე გადაჭრილი ბალახი და სიმეტრიული გაზონები. დიახ, ამ ყველაფერს სპეციალური ხელსაწყო სჭირდება. ბალახის საკრეჭი ამ საქმის ოსტატია. მსგავსი აქტივობებისთვის სწორედ მას უნდა უხმოთ.

რაც წყლის ტუმბოების შესახებ უნდა იცოდე

წყლის ტუმბო ამოუწურავ რესურსებს ფლობს. თუ ხელსაწყოსთან ერთხელ მაინც გადაკვეთილხართ, გეცოდინებათ და თუ არა, მაშინ ახლოდან ჩვენთან ერთად გაიცანით. ინსტრუმენტს დიდი პოტენციალი აქვს. ძლიერია და ისეთ რთულ საქმეს ასრულებს, როგორიც სიღრმიდან წყლის ამოზიდვაა. მარტივი საქმე არ არის, მაგრამ ინსტრუმენტი სირთულეებისთვის სულ მზადაა. ამიტომ, რაც უნდა იყოს, ყველაფერს კარგად ასრულებს.

186 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება