ბლოგი
ბაღის მოვლა

ცეცხლთან და სათიბელასთან თამაში კატეგორიულად აკრძალულია, ამ უკანასკნელის მთავარი დანიშნულება გაზონის გალამაზებაა!..

ნაწყვეტი ინსტრუქციიდან: „ნუ შეეცდებით, ჩართული სათიბელას თავი ხელით ან ფეხით გააჩეროთ“... უსაფრთხოება რომ უმნიშვნელოვანესია, Holst.ge-ზე ამის შესახებ უამრავჯერ დაგვიწერია და კიდევ ძალიან ბევრჯერ გავიმეორებთ, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა კომპანია ამ მიმართულებით ზედმეტად ამლაშებს და აბსურდამდეც კი დადის. აგერ, რამდენიმე მაგალითი:

შესაწამლი აპარატი ნებისმიერ ფერმერს საშვილიშვილო საქმეს გაუკეთებს!

ერთი ასეთი ძველი ანდაზა გვაქვს შემორჩენილი: „ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო“... გადმოვაკეთოთ ახლა ეს ანდაზა და ასე ვთქვათ: „ისეთი მონდომებით უნდა უვლიდე ბაღ-ბაღჩა-ყანა-ბოსტანს, შვილიშვილებსაც გამოადგეთო“ - იფ, იფ, კარგი წასაკითხია და პრინციპში, შესრულებაც რთული არ იქნება, თუ რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც წესი და რიგია. ერთი ეგ არის, მთლად ისეც არ უნდა მოვიქცეთ, შვილებსა და შვილიშვილებს ხელის გასანძრევი არ დავუტოვოთ - კეთილი ინებონ და გოდრის მოწვნაც ისწავლონ, ბაღჩა-ბაღების მოვლაცა და კიდევ ბევრი რამერუმე...

გამძლე გაზონის საკრეჭები

მოვლილი გაზონის მიღმა, ადამიანების თავდაუზოგავი შრომა და ერთი მარჯვე ხელსაწყო დგას. პირდაპირ რომ ვთქვათ, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ინსტრუმენტის გამოგონებამდე, სხვა მეთოდებსაც მიმართავდენენ, მაგრამ ეფექტური არცერთი იყო. როცა საქმეში გაზონის საკრეჭი ჩაერთო, ვითარება მაშინვე უკეთესობისკენ შეიცვალა. ინსტრუმენტი ბალახს თანაბარი სიგრძით ჭრის და სხვანაირ ხიბლს სძენს. თვალში სასიამოვნოდ მოგხვდება და მაშინვე გაიფიქრებ, თუ როგორ კარგი ნამუშევარია. ხელსაწყოს ყველაფერი შეუძლია და ნაბიჯ-ნაბიჯ მეტად დავკონკრეტდებით.

გამორჩეული წყლის ტუმბოების სერია Holst.ge - ზე

სამყარო იმაზე მეტ სიმარტივეს გთავაზობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ადრე ვერავინ იფიქრებდა, რომ რთულ საქმეებს, ჩვენს მაგივრად, ხელსაწყოები შეასრულებდა. თუმცა, ამ კარგ ეტაპამდეც მოვედით და ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ამის ნათელი მაგალითი წყლის ტუმბოა. სახელწოდება მიგვანიშნებს, თუ რა საქმეს ასრულებს ინსტრუმენტი, მაგრამ დეტალურადაც განვმარტოთ. ტუმბოს მოვალეობა სიღრმიდან წყლის ამოტანა ან მისი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაა. მართალია, წინ რთული სამუშაო ელის, მაგრამ როდის იყო რამეს უშინდებოდა?! გზას ყველგან მარტივად მიიკლევს და კარგ შედეგს დებს. მოკლედ, წყლის პომპა არაჩვეულებრივი გამოგონებაა და თავადაც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

მძლავრი და ტევადი ბენზო ხერხები

ხერხთან ერთად მუშაობა ყურადღებას მოითხოვს. სპეციფიკური ხელსაწყოა და როგორც სარგებლის, ასევე მარცხის მოტანა შეუძლია. თუმცა, ბენზო ხერხი უსაფრთხოების ყველა წესს ემორჩილება. ინსტრუმენტთან ერთად კომფორტულად იმუშავებთ და საქმეს სწრაფად შეასრულებთ.

შეგიმსუბუქებთ თუ არა საქმეს წყლის ტუმბო?

სახელწოდება გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამჟამად ვიცით, რომ ინსტრუმენტი წყლის ამოსატუმბად გამოიყენება, მაგრამ კიდევ რამე საიდუმლო ხომ არ აქვს ? სწორედ ის დროა, ყველაფერს ფარდა რომ უნდა ავხადოთ. წინ საინტერესო ამბებია, ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ და დავიწყოთ.

ბენზო სათიბელა - გაზონის მოვლის საუკეთესო საშუალება

გაზაფხული მოდის და გარემო მხიარულ ნოტაზე ეწყობა. ზამთრის სიცივეს თბილი დღეები ანაცვლებს. ყველაზე მეტად, ალბათ ის გვიყვარს, გარემო რომ მწვანდება. ხეები ნორჩი ფოთლებით იფარება და გაზონი ახალი ბალახით. აი, ამ მნიშვნელოვან საკითხსაც მივუახლოვდით. გაზონს მოვლა ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით. გაზრდილი ბალახი მოსათიბი და შესალამაზებელია. ამისთვის კი ბენზო ხერხი უნდა დაიხმაროთ. გარდა ამისა, წელიწადის სხვა დროსაც გამოგადგებათ.

არსებობს თუ არა უნივერსალური სარწყავი შლანგი?

მზე, ჰაერი და წყალი არის ის, რაც კარგი მოსავლისთვის არის საჭირო. პირველი ორი ზაფხულობით ყოველთვის საკმაირია. აი, წყალს რაც შეეხება, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებით, განსაკუთრებით, თუკი გვალვამაც იმძლავრა. სწორედ ამიტომ, მცენარეების მორწყვაა საჭირო, რეგულარული და ხარისხიანი მორწყვა. და მცენარე რომ მოიწრყას, შლანგი დაგჭირდებათ, რომელსაც Holst.ge-ზე ძალიან მარტივად შეიძენთ.

გაზონის საკრეჭი მანქანის გაფუჭებით შურიანი მეზობლები რომ არ გაახაროთ, ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ

ალბათ, რთული დასათვლელიც კია, რამდენი ძალიან მოსწრებული ხუმრობა არსებობს გაზონის საკრეჭზე, თუმცა სახუმაროსი რა გითხრათ და სერიოზული დამხმარე ნამდვილად არის ეს მოწყობილობა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეზოს მოვლა განსაკუთრებით უყვარს და სიამოვნებს.

შეარჩიე ჯაჭვური ხერხი ჩვენთან ერთად

სპონტანურობა ზოგჯერ კარგია, მაგრამ ჯაჭვური ხერხის შერჩევისას, ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო. არ იდარდოთ, მარტივი საქმეა და ერთად გავივლით. ინსტრუმენტის მახასიათებლებს დეტალურად გავეცნობით და უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ. იმედია, კითხვის დასრულებისას, ბენზო ხერხი უკვე შერჩეული გექნებათ. ჩვენ კი ვეცდებით, არჩევანი გაგიმარტივდეთ. მაშ ასე, ბლოგი ყურადღებით გადაიკითხეთ, აქა- იქ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიმოვფანტავთ.

ცოტა ფილოსოფიას თუ მივუმატებთ სასარგებლო ინფორმაციას, მივიღებთ წყლის ტუმბოზე საუბარს

ერთ კარგ გერმანელ ფილოსოფოსს, გეორგ კრისტოფ ლიხტენბერს ძალიან საინტერესო და ორაზროვანი რამ უთქვამს თავის დროზე: „რა სამწუხაროა, რომ წყლის სმა ცოდვა არ არის... რამდენად უფრო გემრიელი მოგვეჩვენებოდა!..“

რომელი შესაწამლი აპარატი ჯობს: ბენზინის, ელემენტებიანი, თუ ხელის?

თუკი თქვენც იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც ქორწილიდან სახლში მშიერი ბრუნდება და კარტოფილს იწვავს იმის გამო, რომ საქორწილო სუფრა ზედმეტად მრავალფეროვანი იყო და ვერ ჩამოყალიბდა, რა ეჭამა, ზუსტად იქ მოხვდით, სადაც საჭიროა. თუმცა, ქვემოთ რაზეც უნდა ვისაუბროთ, მასაც მშვენივრად გამოადგება, საქორწილო სუფრაც რომ მოსწონს და მერე არც სახლში მოლხენაზე ამბობს ხოლმე უარს.

182 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება