ბლოგი
განათება

რჩევები დამაგრძელებლების შესახებ

რა არის სამყაროში ყველაზე კარგი გამოგონება ? ამ კითხვის პასუხი დამაგრძელებელია. შეიძლება ვაჭარბებთ და ბევრად უკეთესი რაღაცები შექმნილა, მაგრამ ამ უკანასკნელს თავისი უპირატესობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომფორტის ზონაში მოქცევა ნამდვილად შეუძლია. რა სჯობს იმ სიტუაციას, როცა ტელეფონით ხელში, კონკრეტულ ადგილას გემრიელად მოკალათდები და იმაზე დარდი წარსულს ბარდება, რომ მობილურს ვერ დატენი. ადგილის დათმობა არ მოგიწევთ, მხოლოდ დამაგრძელებელი უნდა გქონდეთ გვერდით. ასეთ მომენტში კი, ნამდვილად ყველას გვგონია, რომ საუკეთესო გამოგონებაა.

ლედ ნათურები - კომუნალური გადასახადის მესიჯმა რომ აღარ შეგაშფოთოთ!..

კომუნალური გადასახადების მესიჯი რომ მოდის და გულზე შემოგეყრება, ამდენი როგორ დავწვით ერთ თვეშიო, ხომ ნაცნობია ეს უსიამოვნო სიტუაცია? ქვემოთ რაზეც უნდა გესაუბროთ, ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების საშუალებას ნამდვილად მოგცემთ და შესაბამისად, გადასახადიც შეგიმცირდებათ.

ნაირ-ნაირი ფანრები Holst.ge-ზე - თქვენთვის სასურველ მოდელს აუცილებლად შეარჩევთ

ვინც არ უნდა იყო მანდ - ღარიბი თუ მაშვრალი, მტერი თუ მოყვარე, სიხარულით გიღებთ კარს და გაცნობებთ, რომ ფანარი ყველას გჭირდებათ. ნუ, თუ ახლა, ამ წამს არ გჭირდებათ, მომავალში აუცილებლად დადგება მისი გამოყენების საჭიროება. ასე და ამგვარად, რადგან არც პურს გთხოვთ და არც წყალს და რაც მთავარია, ეს უკიდურესად საჭირო მოწყობილობა აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით, გადაავლეთ თვალი Holst.ge-ს და შეარჩიეთ სასურველი მოდელი.

გარე განათება დაგჭირდათ? Holst.ge-ზე სასურველ მოწყობილობას აუცილებლად შეარჩევთ

„თუ გირტყამს, ესე იგი, უყვარხარო“, არაფერს მიესადაგება, საერთოდ არაფერს - არც ადამიანურ ურთიერთობებს და მით უმეტეს, არც ელექტროენერგიას! ჰოდა, ორივე შემთხვევაში, ძალიან დიდი ყურადღება და ადეკვატური რეაგირებაა საჭირო - თუ ვინმე გირტყამს, საკადრისი პასუხი უნდა დაუბრუნო, თუ დენი გირტყამს - უსაფრთხოებაზე კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნო.

ლამპიონი - გარე განათების ერთ-ერთი სახეობა

გარე განათება ის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშეც ყველაფერს წყვდიადი ჩაყლაპავდა. ლამპიონი მძლავრ სხივებს უშვებს და გარემოს სასიამოვნოდ ანათებს. ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება. მთავარი ერთი რამაა: ხელსაწყო ხარისხიანი უნდა იყოს და თუ კი აქ ხართ, ამ ნაწერს კითხულობთ, იცოდეთ, რომ Holst.ge - ზე ზუსტად ასეთ ინსტრუმენტებს გადააწყდებით, ანუ სწორ დროს, სწორ ადგილას ხართ. ამ გრძელი წინადადების შემდეგ, კონკრეტულ მახასიათებლებზე გადასვლის დროა.

გაიცანით ჩვენი ყოვლისშემძლე ნათურები

შავ პეიზაჟს სევდიანი გაჰყურებდი, როცა ჩაბნელებული სახლებიდან ერთ-ერთში ნათურა, ხოლო შენს გულში იმედი აინთო. თუ დაკვირვებიხართ, სინათლეს ასეთი ეფექტი აქვს. დღესავით ნათელი სივრცის ცქერისას, ბევრად უკეთ და იმედიანად ვართ. ეს გრძნობა კი მაშინ ორმაგდება, როცა სახლი Osram- ის, Linus - ის ან Ledex- ის ნათურითაა განათებული. ვფიქრობთ, თავად უნდა დატესტოთ და გულის სიმები სასიამოვნოდ შეირხიოთ. მანამდე კი ერთი ამოსუნთქვით საკითხავ ბლოგს გაეცანით.

როგორ უნდა შეარჩიო განათების ინსტრუმენტები?

ყველანაირი განათება, როგორც შიდა, ასევე გარე, სწორად შერჩევას საჭიროებს. დეტალების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ამიტომ, მახასიათებლებს გულისყურით გადახედეთ. ერთმანეთს შეადარეთ სამუშაო რესურსები, განათების სიმძლავრე, გაშლის კუთხე, ფერის ტემპერატურა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ.

ევრო თუ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის პირობებში, მაგიდის სანათები ყველგან საჭიროა!

რა საინტერესოა, ევროპაში თუ იციან, რას ნიშნავს ევრორემონტი ან იქაურებისთვის კარგი რემონტის შესატყვისი სიტყვა რომელია - ვითომ აზიარემონტი? იქნებ აფრორემონტი? კაცმა არ იცის, შესაძლოა, ჯორჯიარემონტიც არ იყოს უცხო, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ფანარი რომ უაღრესად საჭირო ნივთია, ხომ ვთანხმდებით დავის გარეშე?

აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ დაგიშლიათ ხოლმე სოფელში ჩასულს ბაბუის (პაპის, თუ ასე უფრო გირჩევნიათ) ფანარი და სიჩქარეში, იმის შიშით, თავზე არ დამადგესო, რამდენჯერ ვეღარ აგიწყვიათ? პრინციპში, რთული კონსტრუქცია ფანარს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ დაძაბული რომ ხარ და დაცაცხანება გაფრთხობს, მოდი და სცადე, თუნდაც ელემენტების სწორად ჩალაგება არ შეგეშალოს...

გამორჩეული ჩამრთველ- როზეტები Holst.ge- ზე

ისეთი სივრცე თუ გახსენდებათ, სადაც ჩამრთველ- როზეტები საჭირო არ არის ? ალბათ, არა, რადგან ეს უკანასკნელები ყველგან აუცილებელია. არ არსებობს შენობა, სადაც კონკრეტული ხელსაწყოები არ შეგვხვდება. რაც უფრო მეტი როზეტი გაქვთ სახლში, მით უკეთესი თქვენთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტრო მოწყობილებების დასამუხტად, მეტი ადგილი გექნებათ და შეერთება დასწრებაზე აღარ იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში ბევრი წევრი ხართ.

ხარისხიანი სანათები ხელმისაწვდომ ფასად

მრავალი სანათიდან საუკეთესოს პოვნა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. რამდენიმე წესის ცოდნით, პროცესი უფრო გამარტივდება. ამ ინფორმაციას კი, ჩვენ ჩამოგიწერთ და თვალი ყურადღებით მიადევნეთ. მაშ ასე, დავიწყოთ.

ტოპ 4 გამართული მაგიდის სანათი

კარგი განათება ყველაფრის ტოლფასია. მაგიდის სანათები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მათ გარეშე არაფერი გამოგვივა. უფრო სწორად როგორ არა, მაგრამ მხედველობას გავიფუჭებთ და ამად არ ღირს. უმჯობესია მძლავრი განათება შევარჩიოთ და აღარაფერზე ვიდარდოთ. მაგიდის სანათები კი ბევრ დროს დაგეხმარებათ. მაგალითად, წერისა და კითხვისას აუცილებლად დაგჭირდებათ. ასევე, სხვადასხვა მსგავსი საქმიანობის დროსაც გამოსადეგია. მთავარი სწორად შერჩევაა, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

217 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება