ბლოგი
განათება

რამდენი როზეტი და ჩამრთველი უნდა იყოს სახლში და რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით

მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა კი არა, შტეფსელს რამდენი სახელი აქვს, თუ გაქვთ დათვლილი?! აბა, ახლა დავითვალოთ ერთად: შტეფსელი, როზეტი, დენცქვიტა, უფრო პოპულარული - შტეფცელი და... და... რა, განა საკმარისი არ არის ამდენი სახელი რომ აქვს სულ ერთი ბეწო მოწყობილობას? თან იქვე მისი „ახლო ნათესავიც“ გაიხსენეთ - ჩამრთველი და სოფელიც აშენდება.

რატომ არის გამორჩეული და განსაკუთრებული მაინცდამაინც ლედ ნათურები?

თუკი გვირაბში სინათლე ზურგს უკან შენიშნეთ, გამოდის, მატარებლის წინ მირბიხართ და ფრთხილად იყავით, ყურადღებით და გზა ისე განაგრძეთ!.. კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევაა ელექტროენერგია, დაგვეთანხმებით და ლედ ნათურები ხომ საერთოდ. რატომ მაინცდამაინც ლედ ნათურებია გამორჩეული? აი, ზუსტად ამაზე ვაპირებთ საუბარს.

ტოპ 3 რჩევა მაგიდის სანათის შესახებ

მაგიდის სანათი აუცილებლად გამოგადგებათ, თუ ღამით კითხვა, წერა და მსგავსი საქმიანობა გიყვართ. გარდა ამისა, ისედაც კარგია, მაგალითად, საძინებელ ოთახში, საწოლთან ახლოს რომ გქონდეთ და თუ უეცრად დაგჭირდებათ, მაშინვე აანთებთ. როგორც ხედავთ, ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეძენამდე კი კარგი იქნება, ქვემოთ ჩამოთვლილ მარტივ წესებს რომ მიჰყვეთ.

ფანარი - ნივთი, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს

მარტივი გამოცანით დავიწყოთ: ხელსაწყოს მთავარი მოვალეობა სივრცის განათებაა. ოღონდ არა, ნათურა არ არის. მოდით, განვაგრძოთ. ინსტრუმენტს მაშინ იყენებენ, როცა ელექტრო ენერგია არ არის და გამოუვალი სიტუაციაა. კიდევ, როცა ღამეა და სხვა საჭიროება მოითხოვს. შეუძლია ოთახი დღესავით გაგინათოთ და ნათურის ჩაქრობამდე დაწყებული საქმეები, ბოლომდე მიგაყვანინოთ. ასეთი სიტყვებით ფანარი შევამკეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თავის საქმეში ძლიერია და ვარსკვლავებს წყვეტს. გადაჭარბებული შეფასება სულაც არ არის და როცა გამოცდით, ზუსტად ვიცით, დაგვეთანხმებით.

გარე განათება - ერთნაირად მნიშვნელოვანი როგორც საავტომობილო გზებზე, ისე საკუთარ ეზოებსა და ბაღებში

შუქნიშნებს რომ რამდენიმე ახალი ფერი დავამატოთ, რას იტყვით? მაგალითად, ძალიან, აი, ძალიან წითელი ფერი, რომლის მნიშვნელობაც ასეთი იქნება: „ე, ბიჭო, გაჩერდი, შე კაი კაცო, გაჩერდი, რა, ვინ ყოფილა ესა?!!“ ან სანამ მწვანე აინთება, ყვითლის შემდეგ რომ იასამნისფერი ინთებოდეს და მხოლოდ ამ დროს რომ ატეხონ ხოლმე სიგნალები იმ მძღოლებმა, მწვანის ანთებიდან პირველივე წამის მეათასედში რომ გაბმულად ასიგნალებენ და „ოე, ოეს“ გაიძახიან, თითქოს ნახირში იყვნენ...

დამაგრძელებლები მაღალი სამუშაო რესურსებით

აუცილებლად შესაძენი ხელსაწყოების სიაში, დამაგრძელებელი მოწინავე პოზიციას იკავებს. ინსტრუმენტი ყველას და ნებისმიერ ადგილას შეიძლება დასჭირდეს. ხელსაწყოს მთავარი მისია კომფორტის შექმნაა. ინსტრუმენტის დახმარებით, სავალდებულო არ არის, მაინცდამაინც დენის წყაროსთან მოთავსდეთ, იმისთვის რომ მობილური დატენოთ. დამაგრძელებელს იქ წაიღებთ, სადაც გსურთ. ამაზე კომფორტული რა უნდა იყოს ?! ხელსაწყოებს ბევრი საერთო აქვს, მაგრამ განსხვავება უფრო მეტ. შერჩევისას კი ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ, მხოლოდ ასე იპოვით ზუსტად ისეთ მოდელს, როგორიც გჭირდებათ. ამ დეტალებში ჩვენ გაგარკვევთ, თქვენ კი ბლოგის ყურადღებით წაკითხვა გევალებათ.

მრავალფეროვანი სანათები Holst.ge- ზე

განათებაზე ბევრი საკითხია დამოკიდებული. პირველ რიგში კი, ჯანმრთელობა და თვალების უსაფრთხოება. იმისთვის რომ ჯანსაღი გარემო შევქნათ, კარგი სანათები დაგვჭირდება. ეს აუცილებელი კომპონენტია არა მარტო ამ საკითხისთვის, არამედ სახლში იდილიური გარემოს შექმნისთვისაც. სწორად შერჩეულ სანათი ინტერიერს სხვანაირ ელფერს სძენს. ახლა კი დროა საქმეს შევუდგეთ და ხელსაწყო ერთად შევარჩიოთ.

ჩამრთველ-როზეტები, რომელთა ხარისხზეც თავს დავდებთ

გაიხსენეთ ისეთი დაწესებულება, სადაც ჩამრთველ- როზეტები არ არის. ალბათ, არაფერი გაგახსენდათ, რადგან ასეთი შენობა არ ასებობს. კონკრეტული ხელსაწყოები ყველგან საჭიროა, სახლსა თუ სხვა ადგილას. ნებისმიერ სივრცეში შეიძლება გადავაწყდეთ. ჩამრთველი სინათლის ასანთებად გამოდგება, იმისთვისაა, რომ ოთახი გავანათოთ. როზეტი ელექტრო მოწყობილობების შესაერთებლად გამოიყენება. როგორც უკვე ვნახეთ, ორივე აუცილებელია და ბინას ყველგან იდებს. ამჯერად, სწორედ ჩამრთველ - როზეტების შერჩევაში დაგეხმარებით.

რა სარგებლობა მოაქვს მაგიდის სანათს - ეს უნდა იცოდეთ!

უჰ, ალბათ, რამდენჯერ გაუღვიძებიხართ ძახილს, თან მაინცდამაინც კვირა დილით: მალინა, მალინააა... მაწონი, მაწონიიი... პრინციპში, არახალი ამბავია და ჩვეულებრივიც კი, მაგრამ თქვენ ის წარმოიდგინეთ, ერთ სისხამ დილით ასეთი ხმა ჩაგესმათ: მაგიდის სანათები, მაგიდის სანათებიიი...

რა როლი აქვს ნათურებს ჩვენს ყოველდღიურობაში?

ნათურების გარეშე ყოველდღიურობა რთული იქნებოდა. გენიალური გამოგონებაა და ყველგან საჭიროა. მათი შერჩევა მარტივია, მთავარია, გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეთ. რჩევებს არ დავიშურებთ, თქვენ კი ბლოგი ყურადღებით გადაიკითხეთ.

ყველაფერი საუკეთესო ფანრების შესახებ

ფანარი ზუსტად ის ხელსაწყოა, ყველა სახლში რომ უნდა იყოს. ეს არაჩვეულებრივი გამოგონება, წყვდიადში გზას გაგინათებთ და უპირობოდ დაგეხმარებათ. ინსტრუმენტი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ და კარგია, თუ მუდამ თქვენს გვერდით იქნება.

წაიკითხე, სანამ მაგიდის სანათს შეიძენ

მაგიდის სანათი ფრიად კომპაქტური და გამოსადეგი ხელსაწყოა. სხვადასხვა სიტუაციაში ერთგულ მეგობრად მოგევლინებათ და უპირობოდ დაგეხმარებათ. მაგალითად მაშინ, როცა ღამით წიგნის კითხვა, წერა და ისეთი რამის კეთება მოგინდებათ, რასაც კარგი განთება სჭირდება. ასეთი საქმეებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ამბობენ, ერთი მაგიდის სანათი ყველა სახლში უნდა იყოსო და როგორ გინდა არ დაეთანხმო ?! ინსტრუმენტი შესაძლოა ხშირად დაგჭირდეთ, ყოველ შემთხვევაში გამოუყენებლობისგან მტვერი ნამდვილად არ დაედება.

217 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება