| ბლოგი |
განათება
|
| ბლოგი |
განათება
|
მაღალხარისხიანი დამაგრძელებლები Linus-ისგან
რას აკეთებთ, როცა თქვენი ელექტრო მოწყობილობის კაბელი კვების წყაროს არ წვდება? ამ პრობლემის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტაა გამოიყენოთ დამაგრძელებელი და ასე დაუკავშიროთ თქვენი მობილური ტელეფონი კვების წყაროს, მაშინ, როცა სიახლეებს ან ტიკტოკის გინდათ პარალელურად თვალი ადევნოთ.
განსხვავებული სანათები Holst.ge - ზე
ერთხელ მაინც თუ მიუქცევია თქვენი ყურადღება განათებულ სახლს ? ფერები მთელ ქუჩას რომ ედება და სასიამოვნო ატმოსფეროში ხვევს. მსგავსი ჯადოსნური გარემოს შექმნა, სანათის მოვალეობაა. ამავდროულად, განწყობაზე ზრუნვაც არ ავიწყდება და მაშინვე დადებითად ვიმუხტებით. მოკლედ, განათებაზე ბევრი საკითხია დამოკიდებული. თუ გინდათ, რომ სასიამოვნო გარემო შეიქმნათ და სიმყუდროვით გარშემომყოფებიც დაატკბოთ, მაშინ ყურადღება მოიკრიბეთ. ამჯერად, სწორედ სანათებზე ვისაუბრებთ.
რატომ არის მაგიდის სანათი თქვენთვის აუცილებელი
სამუშაოდ ან სამეცადინოდ კომფორტული სივრცეა საჭირო. გონება საქმეზე კონცენტრირდება და ყველაფერი მარტივდება. სწორად შერჩეულ განათებას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში, დამამშვიდებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს და თვალისთვის საამებელი იყოს. ბნელ ოთახში კომპიუტერთან გადატრებული დროც ორმაგად საზიანოა. ჩვეულებრივი ნათურა კი მთელ ტერიტორიას ვერ ანათებს და დამხმარე ძალაა საჭირო. სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა მაგიდის სანათი. პატარა სივრცეში სინათლის სხივებს ყველა მიმართულებით აგზავნის. შედეგად მშვიდ და დაბალანსებულ ფერებს ვიღებთ. ასეთ სივრცეში მუშაობა კი ბევრად სასარგებლო და სასიამოვნოა.
რა არის ტაქტიკური ფანარი
მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური ფანარები შექმნილი იყო სამართალდამცავი და სამხედრო სექტორის პროფესიონალებისთვის, ისინი ასევე ქმნიან შესანიშნავ ყოველდღიურ ფანრებს სახლში შესანახად. ამიტომ, ამ პოსტში ჩვენ შევეცდებით განვსაზღვროთ, თუ რა ხდის ფანარს ტაქტიკურს, აგიხსნით ამ ფანრების უფრო გავრცელებულ მახასიათებლებს და ასევე რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ეს.
LED ნათურა თუ ჰალოგენური ნათურა
ჰალოგენური ნათურები ადრე სახლებისა და ბიზნესის განათების ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო. ტრადიციული ინკანდესენტური ნათურების მსგავსად, მათი განათება მოდის ვოლფრამის მავთულში გამავალი ელექტრული დენიდან, რომელიც წარმოქმნის სითბოს და კაშკაშა თეთრ შუქს. რაც ჰალოგენს უფრო ეფექტურს ხდის, ვიდრე ინკანდესენტურ ნათურებს, არის გაზი შუშის მიღმა - ჰალოგენი ხელს უშლის ჭვარტლის დაგროვებას წვის ლითონისგან, რაც ზრდის ნათურის სიცოცხლეს. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნათურები კიდევ უფრო ეფექტური გახდა შუქდიოდის შემუშავებით, იგივე LED ნათურები. როდესაც ეს ნათურები პირველად გამოჩნდა ბაზარზე 2000-იანი წლების დასაწყისში, ისინი ძვირი ღირდა $30-დან $40-მდე ერთეულზე. თუმცა, ბოლო წლებში, LED ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რადგან ის ჩვენს სახლებში, ბიზნესებსა და დაწესებულებებში შევიდა.
ფანრები უსასრულო შესაძლებლობებით
ღამით ყველაფერი უცნაურია. წვიმის წვეთის ხმასაც, ეჭვის თვალით ვუყურებთ. უარყოფით ენერგიებს კი სინათლე ფანტავს. განათებული ადგილების ცქერა ბევრად საამოა. ყველაფრის დღესავით გადაქცევაში კი ფანარი დაგეხმარებათ. ხელსაწყო სინათლის დიდ მარაგს იტევს და საჭირო დროს გასცემს. სმარტფონების ეპოქაში ფანარი თითქოს არავის სჭირდება. ტელეფონებს ისედაც აქვს და იმიტომ. თუმცა, ამის იმედად ვერ იქნებით. სინათლე სმარტფონს დიდ ენერგიას სთხოვს და მალე დამუხტვა გიწევთ. სწორედ ამიტომ, სხვანაირი ფანარი გჭორდებათ. ზუსტად ისეთები, როგორებსაც ახლა განვიხილავთ.
როგორ გამოვიყენოთ გარე განათების სანათები გარემოს ეფექტურად გასანათებლად?
პროექტორი და ლამპიონი შესანიშნავი გზაა თქვენი ეზოს მოსაწყობად და მისი წარმოჩენისთვის, მაგრამ ამის განსახორციელებლად მრავალი განსხვავებული ვარიანტი არსებობს. იცით რომელი განათება სად და რისთვის გამოიყენოთ?
მაგიდის სანათი - მოიწყე შენი სამუშაო კუთხე
გასული წელი უნიკალური იყო. პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო გამოწვევები და ნორმის ახალი დეფინიციები მთელს მსოფლიოში. სამზარეულოს მაგიდები საოფისე მერხებად იქცა, საბავშვო ოთახები საკლასო ოთახებად, საცხოვრებელი ოთახები კი შეხვედრების ოთახებად. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ უდაოდ მზარდ ფაქტზე: თქვენი სახლის მნიშვნელობაზე.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.