ბლოგი
განათება

ღირს თუ არა LED ნათურების შეძენა?

ბოლო ათწლეულში, ჩვენი სახლებისა და ბიზნესის განათების წყაროებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ხელმისაწვდომი მხოლოდ ძველმოდური ნათურები იყო, რომლებიც იყენებდნენ გაცხელებულ ვოლფრამის ძაფებს სინათლის წარმოებისთვის. მათ ხანმოკლე ცხოვრება აქვთ და საკმაოდ არაეკონომიურიც იყო. შემდეგ, შექმნეს კომპაქტური ფლუორესცენტური ნათურები და ახლა LED ნათურები ყველგანაა. LED ნათურები გვპირდებიან იაფად მუშაობას, ეფექტურ განათებას, მაგრამ მართლა ასეა? მოდით შევადაროთ LED ნათურები და სტანდარტული ნათურები და ვნახოთ, ნამდვილად ღირს თუ არა LED ნათურის შეძენა.

ტოპ 4 გარე განათების სანათი

გარე განათებისთვის ბევრნაირი ხელსაწყო არსებობს. პროჟექტორი და ლამპიონი საუკეთესო საშუალებაა. საბოლოოდ, ორივეს ერთი მიზანი აქვს, მაგრამ სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენება. მაგალითად, ლამპიონით ეზოს გაანათებთ, პროჟექტორი კი გადაღებებსა და სტუდიებში დაგეხმარებათ. თუმცა, ყველანაირ გარემოს ერგება.

რატომ არის ფანარი ყველასთვის საჭირო ნივთი

სიბნელეში ფოთლების შრიალიც კი საშიში გვეჩვენება. ოდნავ ხმაურზე ყურებს ვცქვეტთ და თვალებს ვაფართოებთ, მაგრამ ვერაფერს ვხედავთ. ამას კი ორმაგად ცუდი ეფექტი აქვს. ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, ფანარი საუკეთსო დამხმარეა. სინათლის მკვეთრი სხივებითა და შორ მანძილზე ნათებით, ყველა დაბრკოლებას ლახავს. ხელსაწყო ისეთი ნივთების ნუსხას ეკუთვნის, ნებისმიერ დროს რომ შეიძლება დაგჭირდეთ. მაგალითად, ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში, ფანარი იმედის სხივია. რაც მთავარია, დიდხანს ძლებს და ხშირად დატენვა არ სჭირდება. ამიტომ, ასეთ წუთებს მშვიდად გადაგატანინებთ.

მაგიდის სანათები, საუკეთესო განწყობისთვის

წარმოიდგინეთ სრულად კეთილმოწყობილი საძინებელი, რომლის ყველა კუთხე დაფარულია მრავალი დეკორით, რომელიც შედგება ფერწერული ტილოებისგან, მორთული კედლებისგან, დივანისგან, ქანდაკებებისგან და სხვა. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენს საძინებელში ულამაზესი მაგიდის სანათის სახით , რომელიც გაანათებს გარემოს მაშინ, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო. მაგიდის სანათები ქმნიან ატმოსფეროს, რათა თქვენს ოთახს ხიბლი შემატონ. მაგიდის სანათი შეძლებს არა მხოლოდ ოთახის განათებას, არამედ განწყობის შექმნასაც.

ტოპ 4 საჭირო სანათი

ნებისმიერი ადგილი ისტორიას ინახავს. მთავარია როგორს. კარგი ამბების გადასახდენად, ჯადოსნური აურაა საჭირო. მაგიური სანათები სწორედ ამაში დაგეხმარებათ. მათი მეშვეობით მხოლოდ ოთახს კი არა, გარე სივრცესაც გამორჩეულობას შესძენთ. ნათელ და თვალწარმტაც ადგილს მოაწყობთ. ჩვეულებრივ დღეებსაც კი დღესასწაულად აქცევთ.

უბრალო ნათურების განსხვავებული მხარე

შენ საოცარი უნარი გაქვს. სამყაროს და ფერების აღქმის ძალა. დღის განმავლობაში ლურჯ ცას, მწვანე ხეებს ან სულაც ნაცრისფერ კორპუსებს უყურებ. ალბათ, დანრჩენების ფონზე ეს უკანასკნელი არ მოგწონს. აღქმასთან ერთად ცვლილებებიც შეგიძლია. თუ უსიცოცხლო ფერებს გაურბიხარ, იქნებ რაიმე დეტალით საინტერესო გაგეხადა ? მაგალითად, ფანჯრიდან ისეთი ნათება გამოუშვი, თავდახრილ ადამიანს რომ ამოახედებს, მოსაწყენი ფიქრებიდან გამოარკვევს და ათქმევინებს, რომ ამის ჩამდენი კარგი ვინმეა. ამისთვის მხოლოდ სწორი ნათურის შერჩევაა საჭირო. ამაში ჩვენ დაგეხმარებით. მუქი ფერების განათება და არსებული უნარის გამოყენება კი შენზეა.

სხვადასხვა დანიშნულების მაღალხარისხიანი ფანრები

ფანარი არის პორტატული ხელის ელექტრო ნათურა, რომელიც ბატარეით იკვებება. ისტორიის მანძილზე, ადამიანებს სჭირდებოდათ სხვადასხვა სინათლის წყარო, რომელიც მათთან ერთად გადაადგილდებოდა, რამაც განაპირობა ევოლუცია სანთლებიდან ნავთის ნათურებამდე. თუმცა, განათების ეს მეთოდები პოტენციურად საშიშია, რადგან ისინი სინათლის წყაროდ ცეცხლის ალს იყენებენ. 1800-იანი წლების ბოლოს ინკანდესენტური ელექტრული ნათურის და ბატარეის გამოგონებამ ეს რისკი გადაჭრა და საშუალება მისცა დღეს გამოყენებული მოწყობილობის გამოგონებას.

მაგიდის სანათი პროდუქტიულად მუშაობისთვის

ოდესმე მჯდარხართ სამუშაო მაგიდასთან საათობით მხოლოდ ოთახის განათებით? ან ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი შუქით, რომელიც თქვენს სამუშაო მაგიდაზე ეცემა? და შემდეგ აღმოგიჩენიათ, რომ თვალები გაგიღიზიანდა და ქავილი დაგეწყო?

LED ნათურა თუ სტანდარტული ნათურა?

ოდესმე დაინტერესებულხართ, რა კრიტერიუმებით ადარებენ ერთმანეთს ინკანდესენტურ (სტანდარტულ) ნათურებს და შუქდიოდებს (LED)?

ფანარი - საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი

არ აქვს მნიშვნელობა, მექანიკოსი ხარ, სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი თუ არცერთი ჩამოთვლილი; ფანარი არის აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თითქმის ყველა ხელსაწყოს ყუთში. ბაზარზე უამრავი ფანარი შეგხვდებათ.

კომპაქტური მაგიდის სანათები

ადგილების გამორჩევა ბავშვობიდან გვდევს. ოთახის რომელიმე კუთხის მოწყობა და ბინის დადება ერთია. ამავდროულად, აუცილებელიც კია. კითხვის, ხატვის და სხვა აქტივობებისთვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეა საჭირო. რადგანაც მსგავსი საქმიანობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ყველაფერი მწყობრში უნდა იყოს. მთავარი ნივთი მაგიდის სანათია. ჩვეულებრივი ნათურა მხოლოდ ცენტრშია, პერიფერიები კი იდუმალებით მოცული რჩება. კონკრეტული ხელსაწყოო კი პრობლემას ჭრის. ახლომდებარე საგნები დღესავით ნათელი ხდება. საქმიანობა კომფორტული, ხოლო განწყობა ამაღლებული.

საუკეთესო სანათები სახლის ინტერიერის განათებისთვის

სახლის მოწყობის პროცესში სანათების შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროცედურაა. სწორად შერჩეული სანათი თქვენს ინტერიერში სიმყუდროვეს, დახვეწილობას და სხვა ელემენტებს შემოიტანს.

217 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება