| ბლოგი |
განათება
|
| ბლოგი |
განათება
|
საუკეთესო სანათები თქვენი სახლისთვის
სანათები Holst.ge-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია, რომლითაც დაიწყო მოღვაწეობა. კომპანია Linus-თან მიღწეული თანამშრომლობის შედეგად დაიბადა Holst.ge, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ სანათების ხაზით გაეცნო მომხმარებელს. ამას მოჰყვა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, ინდუსტრიული ხელსაწყოების და სხვ. პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობა და დღეს, Holst.ge მრავალფეროვანი პროდუქციით ამარაგებს ქართველ მომხმარებელს.
ხარისხი და მაღალი სამუშაო რესურსი LINUS ნათურებისგან
ოთახში სასიამოვნო ფერისა და მყუდრო გარემოს შექმნაში LINUS ნათურები დაგეხმარებათ. დაბალანსებული განათების მეშვეობით, გადაღლილ თვალებსაც დაასვენებთ და ინტერიერსაც გაალამაზებთ. მისი შერჩევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია გაერკვეთ, თუ რა მონაცემების მქონე ნათურა გსურთ. ინფორმაციას ჩვენ მოგაწვდით, არჩევანი კი თქვენზეა. Holst.ge -ზე შეძენილი ნათურები, თქვენთან მარტივად მოხვდება და მხოლოდ კმაყოფილების შეგრძნებას დაგიტოვებთ.
გარე განათების სანათები
გარე განათება მნიშვნელოვანი დეტალია კომფორტისა თუ უსაფრთხოებისათვის. გარე განათებისთვის პროჟექტორის შეძენა საუკეთესო ვარიანტია. ის გაალამაზებს თქვენს ეზოს და საუცხოო სანახავს გახდის. ვის არ უოცნებია თავის ეზოში ლამპიონი ჰქონოდა და მთელი ღამე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაეტარებინა.
Linus-ის ნათურები ყველა გემოვნებისთვის
ნათურა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობაა, ის ნათელი წერტილია, რომელიც ყველაზე მეტად განგვასხვავებს ჩვენი წინაპრებისა და მათი ცხოვრების წესისგან. თუმცა, იმდენადაა შემოჭრილი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, რომ ამაზე აღარც ვფიქრობთ. ნათურა პირველი და უკანასკნელი ინსტრუმენტია ადამიანისთვის, რომელიც ცეცხლის ანთების გარეშე გვაძლევს სივრცის განათების საშუალებას და მისი არსებობა სულ რაღაც 2-3 საუკუნეს ითვლის.
საუკეთესო ჩამრთველ-როზეტები თქვენი სახლისათვის
ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის აგებისას, იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, საოფისე, თუ საწარმოს ტიპის შენობა, უდიდესი ყურადღება ეთმობა ელექტრო ენერგიის ხელმისაწვდომობას ნებისმიერ წერტილში. გარდა იმ კოლოსალური სამუშაოებისა, რაც ელექტრო სადენების მიყვანას გულისხმობს კონკრეტულ წერტილამდე, ასევე მნიშვნელოვანია ამ წერტილების სწორად დაგეგმარება და შემდეგ მათი ხელმისაწვდომობა, რასაც ჩამრთველ-როზეტები უზრუნველყოფენ.
ფანარი - თქვენი ერთგული ღამის გუშაგი
სულ არ არის აუცილებელი სინათლე, რომელიც გვირაბის ბოლოს მოჩანს მომავალ მატარებელს, ან გვირაბის დასასრულს ნიშნავდეს. სრულებით შესაძლებელია ამ სინათლესთან მანძილის შემცირების შედეგად , აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელიც ფანრით ცდილობდეს გზის გაკვლევას. გზები რომლის გაკვლევაც ფანარის საშუალებით მოგიწევთ მრავლად არის ჩვენს სამყაროში და მხოლოდ მთვარის შუქის იმედად ყოფნა კარგი იდეა ნამდვილად არ არის. ფანარი მეტად საჭირო ნივთია. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველაფრის პოვნა რაც სანთლით გიძებნიათ. არც ხელი დაგეწვებათ და უეცრად მონაბერი ქარიც ვერ გახდება თქვენი მტერი.
ყველა ტიპის სანათი Linus-ისაგან
მას შემდეგ რაც 1879 წელს ტომას ედისონმა საბოლოო შტრიხები შეიტანა ნათურის გამოგონებაში, 1962 წელს კი ნიკ ჰოლონიაკმა LED ნათურის შექმნას შეასხა ფრთები, ის ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს, უამრავი კომპანია აწარმოებს ნათურას. ნათურები დანიშნულებით, სიმძლავრით, განათების ტემპერატურით და ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ტოპ 3 ყველაზე გაყიდვადი ფანარი
ფანარი არის პორტატული ხელის ელექტრო ნათურა, რომელიც ბატარეით იკვებება. უამრავი სიტუაციის წარმოდგენა შეიძლება, სადაც ფანარი საჭირო ინვენტარია. ღამით სოფელში, თუ ლაშქრობის მოყვარული ხართ, ნებისმიერი ლაშქრობისათვის განკუთვნილ ჩანთაში უნდა მოიპოვებოდეს ერთი ფანარი. ფანარი ასევე დაზღვევის საშუალებაა ელექტრომომარაგების შეფერხებისას, თუ ის მარტივად მისაგნებ ადგილას გექნებათ განთავსებული. ასევე, თუ მექანიკოსი ან ელექტრიკოსი ბრძანდებით ფანარი თქვენს სამუშაო იარაღებში უნდა მოიპოვებოდეს.
სანათები უამრავი პლუსით, რომელთაც LINUS გთავაზობთ
როგორც არ უნდა ვეცადოთ ადამინის თვალს ვერაფერს გამოვაპარებთ. რეალობას, რომლის აღქმასაც ადამიანი ერთი შეხედვით ახერხებს, ვერაფრით შევუცვლით. თუმცა დამეთანხმებით, რომ კარგი დიზაინის მქონე სახლი, ან ოფისი იდეალური განათების შემთხვევაში უფრო მეტ მიმზიდველობას და აღტაცებას იწვევს. იმისათვის, რომ იდეა, რომელიც სახლისა, თუ ოფისის დიზაინის გადაწყვეტისას გაგიჩნდათ ყველასათვის ნათელი გახდეს, აუცილებელია კარგი სანათები, რომლის ფართო არჩევანს ჩვენი ონლაინ მაღაზია holst.ge გთავაზობთ.
საუკეთესო სანათები Linus-ისგან
სახლის, ეზოს ან ნებისმიერი ადგილის განათებით უზრუნველყოფას თუ გადაწყვეტთ აუცილებლად მოიძიეთ ნათურა Linus-ის ლოგოთი. Holst.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ Linus-ის შეკიდული ჭერის სანათები, გარე განათების სანათები, კედლისა და ჭერის სანათები და სხვ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.