ბლოგი
განათება

ხარისხიანი LED ნათურები Holst.ge- ზე

სასიამოვნო ფერში განათებული გარემო, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. სწორად შერჩეული ნათურები ინტერიერს ელფერს სძენს და დადებითი ენერგიით მუხტავს. მთავარი თქვენთვის სასურველი ნათების პოვნაა, რომელშიც ჩვენ დაგეხმარებით.

გარე განათება

განათება მნიშვნელოვანი დეტალია ჩვენი სახლის ინტერიერსა თუ ექსტერიერში. სწორი და კარგი განათება ჩვენს საყვარელ ადგილს კიდევ უფრო ალამაზებს. ამიტომაც, მისი სწორად არჩევა ცოტაოდენ მსჯელობას საჭიროებს.

გარე და შიდა სანათები

სახლის მოწყობისას, ერთერთი უკანასკნელი ელემენტი განათების არჩევა და დამონტაჟებაა. სანათის დიზაინი ერთ-ერთი გადამწყვეტია ინტერიერის თუ ექსტერიერის მოწყობისას, განათება კი მას სრულფასოვნებას ანიჭებს. ამიტომაც, არც თუ ისე მარტივია სანათის არჩევა, რომელიც თქვენს დიზაინს კიდევ უფრო გაალამაზებს და ამასთან ფუნქციურადაც საუკეთესო იქნება, ყველაფერთან ერთად კი თქვენს მიერ გამოყოფილ ბიუჯეტს მოერგება.

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შევარჩიოთ ჩამრთველი და როზეტი?

სახლის მოწყობისას თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. შერჩეული ინვენტარი, ტექნიკა თუ ავეჯი იმ ერთიანობის ნაწილი უნდა იყოს, რასაც სახლს ვეძახით. უნდა იყოს საკმარისად ხარისხიანი იმისათვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოგვემსახუროს და უნდა ალამაზებდეს ჩვენი სახლის ინტერიერს.

ყველა სახეობის ფანარი LEDEX-ისგან

ჩვენ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია უამრავი, სხვადასხვა ფუნქციისა და მახასიათებლების ფანრები. ფანრები, რომელიც ჩვენთან შეგხვდებათ, ძირითადად LEDEX-ის ფირმისაა, თუმცა აქვე შეხვდებით Tolsen-ის ფანრებს ენთუზიასტებისათვის და Stanley-ის პროფესიულ, ძალიან მაღალხარისხიან პროდუქციასაც.

საუკეთესო სანათები თქვენი სახლისთვის

სანათები Holst.ge-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია, რომლითაც დაიწყო მოღვაწეობა. კომპანია Linus-თან მიღწეული თანამშრომლობის შედეგად დაიბადა Holst.ge, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ სანათების ხაზით გაეცნო მომხმარებელს. ამას მოჰყვა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, ინდუსტრიული ხელსაწყოების და სხვ. პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობა და დღეს, Holst.ge მრავალფეროვანი პროდუქციით ამარაგებს ქართველ მომხმარებელს.

ხარისხი და მაღალი სამუშაო რესურსი LINUS ნათურებისგან

ოთახში სასიამოვნო ფერისა და მყუდრო გარემოს შექმნაში LINUS ნათურები დაგეხმარებათ. დაბალანსებული განათების მეშვეობით, გადაღლილ თვალებსაც დაასვენებთ და ინტერიერსაც გაალამაზებთ. მისი შერჩევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია გაერკვეთ, თუ რა მონაცემების მქონე ნათურა გსურთ. ინფორმაციას ჩვენ მოგაწვდით, არჩევანი კი თქვენზეა. Holst.ge -ზე შეძენილი ნათურები, თქვენთან მარტივად მოხვდება და მხოლოდ კმაყოფილების შეგრძნებას დაგიტოვებთ.

გარე განათების სანათები

გარე განათება მნიშვნელოვანი დეტალია კომფორტისა თუ უსაფრთხოებისათვის. გარე განათებისთვის პროჟექტორის შეძენა საუკეთესო ვარიანტია. ის გაალამაზებს თქვენს ეზოს და საუცხოო სანახავს გახდის. ვის არ უოცნებია თავის ეზოში ლამპიონი ჰქონოდა და მთელი ღამე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაეტარებინა.

Linus-ის ნათურები ყველა გემოვნებისთვის

ნათურა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობაა, ის ნათელი წერტილია, რომელიც ყველაზე მეტად განგვასხვავებს ჩვენი წინაპრებისა და მათი ცხოვრების წესისგან. თუმცა, იმდენადაა შემოჭრილი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, რომ ამაზე აღარც ვფიქრობთ. ნათურა პირველი და უკანასკნელი ინსტრუმენტია ადამიანისთვის, რომელიც ცეცხლის ანთების გარეშე გვაძლევს სივრცის განათების საშუალებას და მისი არსებობა სულ რაღაც 2-3 საუკუნეს ითვლის.

საუკეთესო ჩამრთველ-როზეტები თქვენი სახლისათვის

ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის აგებისას, იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, საოფისე, თუ საწარმოს ტიპის შენობა, უდიდესი ყურადღება ეთმობა ელექტრო ენერგიის ხელმისაწვდომობას ნებისმიერ წერტილში. გარდა იმ კოლოსალური სამუშაოებისა, რაც ელექტრო სადენების მიყვანას გულისხმობს კონკრეტულ წერტილამდე, ასევე მნიშვნელოვანია ამ წერტილების სწორად დაგეგმარება და შემდეგ მათი ხელმისაწვდომობა, რასაც ჩამრთველ-როზეტები უზრუნველყოფენ.

ფანარი - თქვენი ერთგული ღამის გუშაგი

სულ არ არის აუცილებელი სინათლე, რომელიც გვირაბის ბოლოს მოჩანს მომავალ მატარებელს, ან გვირაბის დასასრულს ნიშნავდეს. სრულებით შესაძლებელია ამ სინათლესთან მანძილის შემცირების შედეგად , აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელიც ფანრით ცდილობდეს გზის გაკვლევას. გზები რომლის გაკვლევაც ფანარის საშუალებით მოგიწევთ მრავლად არის ჩვენს სამყაროში და მხოლოდ მთვარის შუქის იმედად ყოფნა კარგი იდეა ნამდვილად არ არის. ფანარი მეტად საჭირო ნივთია. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველაფრის პოვნა რაც სანთლით გიძებნიათ. არც ხელი დაგეწვებათ და უეცრად მონაბერი ქარიც ვერ გახდება თქვენი მტერი.

ყველა ტიპის სანათი Linus-ისაგან

მას შემდეგ რაც 1879 წელს ტომას ედისონმა საბოლოო შტრიხები შეიტანა ნათურის გამოგონებაში, 1962 წელს კი ნიკ ჰოლონიაკმა LED ნათურის შექმნას შეასხა ფრთები, ის ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს, უამრავი კომპანია აწარმოებს ნათურას. ნათურები დანიშნულებით, სიმძლავრით, განათების ტემპერატურით და ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

205 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება