| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
ბენზო სათიბელა - გაზონის მოვლის საუკეთესო საშუალება
გაზაფხული მოდის და გარემო მხიარულ ნოტაზე ეწყობა. ზამთრის სიცივეს თბილი დღეები ანაცვლებს. ყველაზე მეტად, ალბათ ის გვიყვარს, გარემო რომ მწვანდება. ხეები ნორჩი ფოთლებით იფარება და გაზონი ახალი ბალახით. აი, ამ მნიშვნელოვან საკითხსაც მივუახლოვდით. გაზონს მოვლა ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით. გაზრდილი ბალახი მოსათიბი და შესალამაზებელია. ამისთვის კი ბენზო ხერხი უნდა დაიხმაროთ. გარდა ამისა, წელიწადის სხვა დროსაც გამოგადგებათ.
რა არის ნიველირი და ვის სჭირდება ეს ხელსაწყო?
ერთიორი კარგი მარკშეიდერი ყველას სჭირდებაო, ვაჟა ზაზაევიჩს რომ ჰკითხო „ცისფერი მთებიდან“... რამდენად მართალია ეს შეხედულება, რთული სათქმელია, თუმცა მარკშეიდერს, გეოდეზისტსა თუ მშენებელს რომ ერთიორი კი არა, სამი და ოთხი კარგი ოპტიკური თარაზო სჭირდება, ეს ცხადზე უცხადესია! პრინციპში, კარგი თუა, სამი და ოთხი რაში სჭირდება? რა, კოლეგას რომ ათხოვოს, გვარიშვილობიდან ჩამოვარდება ვითომ?
ელექტრო გამათბობელი - თქვენი სახლის სითბოსა და სიმყუდროვისთვის
უცნაურ მეზობლებს რა დალევს და ერთი ჰყვებოდა იმ დღეს: „საინფორმაციოში გამოაცხადეს, თოვლია მოსალოდნელი და ყველა, ვინც სახლიდან გასვლას აპირებს, თან აუცილებლად უნდა იქონიოს: ჯაჭვი, ნიჩაბი, საბანი, საბუქსირე ტროსი, ფანარი, გამათბობელი... ისე უცნაურად მომშტერებოდა „მარშუტკის“ ყველა მგზავრი...“
ელექტრო შალაშინი - ხელსაწყო, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს არავის დაუთმობს
ბენჯამინ ფრანკლინს უთქვამს თავის დროზე, „შრომა ბედნიერების მამა არისო...“ უჰ, რაღაცნაირი ფრაზაა, აი, ისეთი, კიდეც რომ დაგაფიქრებს და ცოტა ხუმრობის ხასიათზეც რომ დაგაყენებს. უფრო მეტიც, შესაძლოა, ვიღაცამ ამ ფრაზას პოლიტკორექტულობის პრიზმიდან შეხედოს, დაიწუნოს და უკმაყოფილოდ ბრძანოს: „ვითომ რატომ მამა და არა დედა?!“
პატარაა, მაგრამ მუშა - ზუსტად იცით, რა შეუძლია მანქანის მტვერსასრუტს?
ზოგი ისეთი მძღოლია, საჭეს რომ მიუჯდება და მანქანას დაქოქავს, ნავიგატორი დანიშნულების ადგილს კი არ კარნახობს, ეგრევე ლოცვას იწყებს... არა, ასეთები შორს ჩვენგან - ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, გარშემომყოფების ჯანმრთელობაც...
არსებობს თუ არა უნივერსალური სარწყავი შლანგი?
მზე, ჰაერი და წყალი არის ის, რაც კარგი მოსავლისთვის არის საჭირო. პირველი ორი ზაფხულობით ყოველთვის საკმაირია. აი, წყალს რაც შეეხება, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებით, განსაკუთრებით, თუკი გვალვამაც იმძლავრა. სწორედ ამიტომ, მცენარეების მორწყვაა საჭირო, რეგულარული და ხარისხიანი მორწყვა. და მცენარე რომ მოიწრყას, შლანგი დაგჭირდებათ, რომელსაც Holst.ge-ზე ძალიან მარტივად შეიძენთ.
გაზონის საკრეჭი მანქანის გაფუჭებით შურიანი მეზობლები რომ არ გაახაროთ, ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ
ალბათ, რთული დასათვლელიც კია, რამდენი ძალიან მოსწრებული ხუმრობა არსებობს გაზონის საკრეჭზე, თუმცა სახუმაროსი რა გითხრათ და სერიოზული დამხმარე ნამდვილად არის ეს მოწყობილობა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეზოს მოვლა განსაკუთრებით უყვარს და სიამოვნებს.
ტოპ 3 ფრეზი უკეთ მუშაობისთვის
სახელწოდებას გაიგებთ და ყველაფერი ნათელია! მაგალითად, მაგიდის სანათის ფუნქცია, დასაწყისშივე თვალსაჩინოა. ფრეზის შემთხვევაში როგორაა საქმე? სახელი თუ არაფერს გეუბნებათ, ჩვენ გეტყვით, რომ ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. თან ისეთი, რომ თუ ხელში ჩაგივარდათ, ვეღარ დაივიწყებთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბეწვა ხერხის შეძენამდე?
ბეწვა ხერხი ის ხელსაწყოა, ხესა და ბეტონს რომ ამუშავებს და საქმეს გიმარტივებთ. ეს თვისება ნამდვილად აქვს და რომ დავუკარგოთ, არასწორი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ინსტრუმენტის უპირატესობა სწორედ ესაა. უფრო ზუსტად, საქმის სწრაფად და პროფესიონალურად შესრულება. კიდევ ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაშიც ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია.
გარე განათება და მასთან დაკავშირებული საკითხები
გარე განათების გარეშე, შებინდება უინტერესო იქნებოდა. ასე ბევრად უკეთესია: საღამოვდება, დღის ფერები იკარგება, სადაცაა ქუჩებს სიბნელე შთანთქავს და ამ დროს ლაპიონები ერთიანად ინთება. გარემო მწყობრად და ლამაზად ნათდება. თუ კი ამ პროცესისთვის ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ, დააკვირდით, ვფიქრობთ, არის ამაში რაღაც საინტერესო. ახლა კი მთავარი პერსონაჟები უნდა გაგაცნოთ. ამ როლში ლამპიონი ან პროჟექტორია. ინსტრუმენტები სინათლეს ავრცელებენ და იმ მუხტას ქმნიან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ საჭირო ამბებს მოვყვებით და ბოლოს, რამდენიმე ხელსაწყოს დეტალურად განვიხილავთ.
რეისმუსი - მასალის დამუშავების ოსტატი
მასალის დამუშავება საინტერესო პროცესია. წარმოიდგინეთ, მზით განათებული სახელსნო, სხივებში მიმოფანტული ხის მტვერი და სადღაც, კუთხიდან, რეისმუსის ჩვეული ხმა. მუშაობას წვიმაც არაჩვეულებრივად ერწყმის. პრინციპში, საქმეში გადაშვებულს, ამინდი სულაც არ გვაინტერესებს. ხეზე მუშაობა კი მეტად შემოქმედებითი პროცესია. ათასნაირი ფორმისა და ზომის მასალა შეგიძლიათ შექმნათ. აქ უკვე ფანტაზია ერთვება. ამ საინტერესო თავგადასავალში კი რჩებით მარტო თქვენ და რეისმუსი, ხელსაწყო, რომელზეც ბევრი უნდა ვისაუბროთ და პრინციპში, ახლაც მაგას ვაკეთებთ.
ამბავი 4 გამორჩეული ბარგალკის შესახებ
თავიდან ყველაფერი რთული ჩანს. მაშინ მარტივდება, როცა ბევრჯერ ვცდით და სამუშაო ტექნიკასაც ავითვისებთ. მეტალის დამუშავებაც შემზარავად ჟღერს. მაშინვე კითხვები ჩნდება და პასუხებს თავად ვცემთ. ალბათ, ძალიან რთული დასაჭრელია ? დიახ და ყველა ვერ შეძლებს. ეს პასუხი ტყუილია, უფრო სწორად, შრომატევადი საქმეა, მაგრამ ყველა შეძლებს. მთავარია მონდომება და მარჯვე ხელსაწყო. პირველ საკითხს თქვენ გიტოვებთ, დამხმარე ინსტრუმენტების გაცნობა კი ჩვენზე იყოს. დროა მითი, რომ მეტალის დამუშავება რთულია და მხოლოდ ამ საქმეში გაწაფული ადამიანებს შეუძლიათ, დაივიწყოთ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.