| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
შეარჩიე ჯაჭვური ხერხი ჩვენთან ერთად
სპონტანურობა ზოგჯერ კარგია, მაგრამ ჯაჭვური ხერხის შერჩევისას, ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო. არ იდარდოთ, მარტივი საქმეა და ერთად გავივლით. ინსტრუმენტის მახასიათებლებს დეტალურად გავეცნობით და უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ. იმედია, კითხვის დასრულებისას, ბენზო ხერხი უკვე შერჩეული გექნებათ. ჩვენ კი ვეცდებით, არჩევანი გაგიმარტივდეთ. მაშ ასე, ბლოგი ყურადღებით გადაიკითხეთ, აქა- იქ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიმოვფანტავთ.
რა სხვაობაა ბარომეტრსა და მანომეტრს შორის?
ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე რომ ნერვებს უშლიდა ფოსტალიონს, ხომ გახსოვთ? ჰოდა, დაახლოებით ასეთივე ნერვების მომშლელი ხელსაწყოებია ბარომეტრი და მანომეტრი - ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ამ ამბავსაც მოევლება. ესე იგი, ბარომეტრი გახლავთ ხელსაწყო, რომლის დანიშნულება ჰაერის წნევის შესწავლა, შეფასება და ინფორმაციის ადამიანისთვის მიწოდებაა. მოკლედ, ბარომეტრი გახლავთ ჰაერის წნევის საზომი. რაც შეეხება მის „ნათესავ“ მანომეტრს, იგი დახშულ სივრცეში გაზის ან სითხის წნევას ზომავს.
ცოტა ფილოსოფიას თუ მივუმატებთ სასარგებლო ინფორმაციას, მივიღებთ წყლის ტუმბოზე საუბარს
ერთ კარგ გერმანელ ფილოსოფოსს, გეორგ კრისტოფ ლიხტენბერს ძალიან საინტერესო და ორაზროვანი რამ უთქვამს თავის დროზე: „რა სამწუხაროა, რომ წყლის სმა ცოდვა არ არის... რამდენად უფრო გემრიელი მოგვეჩვენებოდა!..“
რომელი შესაწამლი აპარატი ჯობს: ბენზინის, ელემენტებიანი, თუ ხელის?
თუკი თქვენც იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც ქორწილიდან სახლში მშიერი ბრუნდება და კარტოფილს იწვავს იმის გამო, რომ საქორწილო სუფრა ზედმეტად მრავალფეროვანი იყო და ვერ ჩამოყალიბდა, რა ეჭამა, ზუსტად იქ მოხვდით, სადაც საჭიროა. თუმცა, ქვემოთ რაზეც უნდა ვისაუბროთ, მასაც მშვენივრად გამოადგება, საქორწილო სუფრაც რომ მოსწონს და მერე არც სახლში მოლხენაზე ამბობს ხოლმე უარს.
შეარჩიე ხარისხიანი სასუქები Holst.ge - ზე
სოფლის მეურნეობაში სასუქი აქტიურად გამოიყენება. მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელვანი კომპონენტია. მათი მეშვეობით მიწა მეტად ნოყიერდება, მინერალებით ივსება და სარგებელიც იზრდება. სასუქებით გაჯერებულ ნიადაგზე მცენარე უკეთესად ხარობს. სწორედ ამიტომ, ზომიერად გამოყენება აუცილებელია.
შეარჩიეთ ნათურები Holst.ge - ზე
ნათურებს ბევრ ადგილას გადააწყდებით, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულები გვაქვს. ამ სიტყვებს პასუხისმგებლობით ვამბობთ და ლედ ნათურებს გაცნობთ. მათ რიგებში კი სმარტი და ემერჯენსი ხელსაწყოები იკვეთება. ორივე ინსტრუმენტი ერთმანეთისგან განსხვავდება, საერთო კი განათების ფუნქციაა. ორივე სახის ხელსაწყო მძლავრია და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაცებში გამოიყენოთ. ბუნდოვანი რომ არაფერი იყოს, ამაზე დეტალურად გიამბობთ.
საჭირო რჩევები კიბეების შესახებ
კიბის შეძენისას ბევრი კითხვა ჩნდება. გვაინტერესებს რომელია ხარისხიანი, რა მასალისგანაა დამზადებული, რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევისას და ა.შ. ჩვენ კი იმ მისიით ვართ, რომ კითხვებს სწორი პასუხები გავცეთ. ამის გარდა, კიდევ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გაგაცნობთ და რაც მთავარია, სამ ხარისხიან კიბეს განვიხილავთ.
ეფექტური ინსტრუმენტები ხისა და ბეტონის დასამუშავებლად
როცა ცირკული ხერხი არსებობს, სირთულეებს არ უნდა შევუშინდეთ. მართალია წინ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ხელსაწყო ერთგულ მეგობრობას გაგიწევთ. ხისა და ბეტონის დასამუშავებლად, ცირკული ხერხი საუკეთესო გამოგონებაა. ორივე სახის მასალა სპეციფიკურია და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ინსტრუმენტს კი არაფერი ეშლება და სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება.
ელექტრო პულივიზატორი - აუცილებელი ხელსაწყო სამღებრო სამუშაოებისთვის
არც ისე უხსოვარ დროს, კედლებს სხვანაირი ტექნიკით ღებავდნენ. სითხეს ჭურჭელში ათავსებდნენ და სამღებრო ინსტრუმენტს მასში დებდნენ. შემდეგ კი საღებავი კედელზე გადაჰქონდათ და საქმის დასრულებამდე, ამ პროცედურას გადიოდნენ. ამასობაში, ხელსაწყოს ბოლოდან საღებავი ჩამოდიოდა და იატაკზე ღრმა კვალს ტოვებდა. ელექტრო პულივიზატორი თავიდან სწორედ ამ გაუგებრობას აგარიდებთ. ამდენი ამბავი და დროის კარგვა რა საჭიროა, როცა უფრო მარტივადაც შეიძლება?! პულივიზატორს არანაირი სხვა ჭურჭელი და სამღებრო ინსტრუმენტი არ სჭირდება, ყველაფერი თავად არის. კედლებს ახლა უფრო განსხვავებულად ღებავენ, ბევრად კომფორტულად და სწრაფად.
ცენტრალური გათბობა - თქვენი „ციხე-სიმაგრე“ უფრო მყუდრო და კომფორტული რომ იყოს
რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახლში გამორჩეული სიმყუდროვე და კომფორტი გვქონდეს? ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ალბათ, სითბოა, სითბო, რომელიც სრულყოფილია მაშინ, როცა ჩვენს „ციხე-სიმაგრეზე“ ცენტრალური გათბობის ქვაბი ზრუნავს.
სულ ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ სახრახნისი საჩუქრად არ გამოდგება!
რა თქმა უნდა, საქორწილო საჩუქრად თუ განიხილავს ვინმე სახრახნისს, არც მთლად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ რიგით სიურპრიზად და თუნდაც დაბადების დღისთვის, რატომაც არა? ჰო, აქვე ისიც ვთქვათ, რომ სახრახნისი, მით უმეტეს, ელექტრო სახრახნისი, თუ იუბილარისთვის შეარჩევთ, მაინცდამაინც ტორტში არ დაუმალოთ, ცოტა არ იყოს, საჩოთირო ამბავია მაინც...

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.